exclusive - „შემიძლია, სირბილშიც კი შეგეჯიბროთ“ - პლაზმის ფიზიკის „მამა“ აკადემიკოსი ნოდარ ცინცაძე 90 წლის გახდა

20:00 02-21-2020
1131

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, საქართველოში პლაზმის ფიზიკის ფუძემდებლ, აკადემიკოს ნოდარ ცინცაძეს 90 წელი შეუსრულდა. 

განვლილი წლების და მოღვაწეობის საინტერესო ისტორიის შესახებ, აკადემიკოსი, ექსკლუზიურად „პრაიმტაიმს“ ესაუბრა:

ჩემ იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო საბჭოს წევრების მიერ, მეცნიერებათა აკადემიაში, 26 თებერვალს 2 საათზე, პრეზიდენტის სხდომათა დარბაზში შეხვედრა გაიმართება. ყველაფერი, მეცნიერებათა აკადემიამ ითავა და როგორც ჩანს, სიურპრიზს მიწყობენ. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო საბჭოს წევრებმაც

- თქვენი ყველაზე დიდი წარმატება... 

2018 წელს, როცა „ბრწყინვალების ორდენი“ გადმომეცა, ჩემი ფილმის პრეზენტაცია შედგა. დოკუმენტური ფილმი „მოშინაურებული მზე“, რომლის ავტორია ნინო კაკულია, ჩემს შემოქმედებებსა და წარმატებებზე მოგვითხრობს. 

 - ვისი იდეა იყო ფილმის გადაღება?

იდეა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ გიორგი შარვაშიძეს და დღევანდელ განათლების მინისტრ, მიხელ ჩხენკელს ეკუთვნის. სწორედ, მათ შეკრიბეს ჩემი შემოქმედების შესახებ მასალები და დაეხმარნენ ფილმის შექმნაში. 

width=600

- კიდევ რა დამსახურებები გაქვთ?

მიღებული მაქვს „ბრწყინვალების ორდენი“, ხოლო „ღირსების ორდენი“ ორჯერ გადმომეცა. ვარ უკრაინის „საპატიო წევრი“(2019 წ), ასევე გახლავართ ხიროსიმას უნივერსიტეტის საპატიო წევრი (იაპონია), მიღებული მაქვს საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება, ივანე ჯავახიშვილის მედალი, ხვარაზმის საერთაშორისო პრემია, ვარ მრავალი საერთაშორისო კონფერენციის სამეცნიერო-საორგანიზაციო კომიტეტის წევრი. 1972 წლიდან დღემდე, პლაზმის ფიზიკის თბილისის საერთაშორისო სკოლის დამაარსებელი და დირექტორი. თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრის (ICTP) ქ. ტრიესტი (იტალია), პლაზმის კოლეჯის დირექტორი (1987-1993). 2004 წლიდან პაკისტანის ლახორის უნივერსიტეტის პროფესორი; 2006 წლიდან დღემდე, ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი ვარ.

- როგორ გადაწყვიტეთ პაკისტანში წასვლა?

პაკისტანში წასვლას დავთანხმდი, ჯგუფი შევქმენი და მიმართულება გადმოვიტანე როგორც ირანში. ირანში საერთოდ არ იყო პლაზმის მეცნიერება. მანამდე, 10 წელი იტალიაში ვმუშაობდი აბდულსალამის საერთაშორისო კოლეჯის დირექტორად, სადაც უამრავი მეცნიერი გავზარდეთ. აბდუს სალამი, არის ცნობილი სამეცნიერო ცენტრი იტალიაში, სწორედ იქ ჩამომაკითხა ირანის მინისტრმა და მთხოვა წასვლა. სამ წელიწადში, შვიდი მეცნიერი აღვზარდე. იგივე მდგომარეობა იყო პაკისტანშიც. თეორიტიკოსი ფიზიკოსი მოჰამედ აბდუს სალამი, პაკისტანიდან იყო, იქ დაამთავრა უნივერსიტეტი, შემდეგ სწავლა განაგრძო ინგლისში და საცხოვრებლად დარჩა. სწორედ იქ მიიღო ნობელის პრემია მეცნიერებაში. აბდუს სალამის კათედრამ მთხოვა, რომ ეს მიმართულება განმევითარებინა. ხუთი წელი დავრჩი პაკისტანში და ექვსი მეცნიერი აღვზარდე. 

 - რომელ ქვეყნებშია ყველაზე მეტად ცნობილი, თქვენი ნაშრომები?

არაერთხელ მიმიწვიეს ამერიკაში, პირველად მიწვევის მიზეზი იყო, რომ ჩემი იდეა, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს, ცნობილ რუსუსლ ჟურნალში დაიბეჭდა, იმდენად პოპულარული აღმოჩნდა, რომ უცხოეთში მიმიწვიეს. ვკითხულობდი ლექციებს ამერიკის საუკეთესო უნივერსიტეტებში, როგორიცაა კოლუმბიის, ნიუ-იორკის, ბერკლის, კორნელის, პრინსტონის, ლოს-ანჟელესის უნივერსიტეტები. 1974-2002 წწ. გეტერბორგისა და უმეოს უნივერსიტეტების პროფესორი.

width=600

- პლაზმის ფიზიკის „მამა“ (ფუძემდებელი)...

საქართველოში პლაზმის ფიზაკა, პირველმა დავაარსე. იმ დროს, დასახელებაც კი არ იცოდნენ რას ნიშნავდა. 

 - და რას ნიშნავს პლაზმის ფიზიკა?

ერთ  შემთხვევას გეტყვით, თან ძალიან მარტივად აგიხსნით. მზე, ვარსკვლავები ხომ ანათებენ. მზე, არის მასა რომელიც ანათებს - გავარვარებული მასა, სწორედ ეს არის პლაზმა. გალაქტიკაზე რაც პლანეტებია, რომლებიც ანათებენ, ყველა პლაზმურ მდგომარეობაშია. გავარვარებული მასა, ცეცხლი განსხვავდება ჩვეულებრივი ატმოსფეროსგან, რომელსაც ჩვენ ვსუნთქავთ, ამიტომპლაზმა, ჩვეულებრივი ამბავია, ძირითადად პლაზმა სამყაროში 99,9 % პლაზმურ მდგომარეობას უკავშირდება. როგორც დედამიწა და სხვა დარნარჩენი სხეულებია. მათი რიცხვი ძალიან ცოტა და პატარაა, გავარვარებულ მდგომარეობაშია მთელი სამყარო, ანუ პლაზმურ მდგომარეობაში. ეს არის პლაზმა, ცეცხლი. 

- გასული საუკუნის ბოლოს, საქართველოში ურთულესი ეკონომიკური მდგომარეობა იყო, როგორ მოახერხეთ ასეთი აქტუალობის შენარჩუნება?

ჩემი ახლანდელი ნაშრომები, დღესაც იბეჭდება ევროპაში და ამერიკაში, ჩემი ნაშრომების გაგზავნას მთხოვენ. მწერენ, რომ თქვენი ნაშრომების გამოქვეყნება, ჩვენი ჟურნალის „წონას“ ზრდისო. რაც შეეხება, გასული წლების მძიმე მდგომარეობას, გეტყვით, რომ მეცნიერებას „ყურადღება“ უყვარს, „ჰაერზე“ არ ვითარდება. იცით, რომ განვითარებულ ქვეყნებში, მაგალითად საბერძნეთში, მეცნიერება და კულტურა ჯერ კიდევ ჩვ.წელთაღრიცხვამდე ვითარდებოდა. ასე, რომ თუ მეცნიერებას ხელშეწყობა არ ექნება, ვერ განვითარდება. ჩვენთან საქართველოში, დამლაგებლის და უფროსი მეცნიერის ხელფასი ერთნაირია. თუ დამლაგებელი 500-600 ლარს იღებს ხელფასისი სახით, იგივეს, იღებს მეცნიერ-მუშაკი.

- გაცილებით რთული მდგომარეობა იყო გასულ წლებში...

ჩემ ოჯახს, ჩემმა პოპულარობამ უშველა. მიწვევები მქონდა უამრავი ქვეყნებიდან. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ვერ ნახავთ ვერც ერთ საბუთს, რომ საქართველოს მთავრობას, ჩემს უცხოეთში წასვლზე ერთი თეთრი დაეხარჯოს. ყოველთვის საზღვარგარეთიდან მქონდა დაფინანსება. თბილისიდან თბილისამდე, ყველანაირ ხარჯს მინაზღაურებდნენ. იაპონიაში, ამერიკაში, ევროპის თითქმის ყველა წამყვან უნივერსიტეტებში ლექციებს ვკითხულობდი და ამავე დროს, ვაქვეყნებდი ჩემს ნაშრომებს. 

- რამდენი ნაშრომი გაქვთ?

150 ნაშრომი მაქვს მარტო უცხოელებთან ერთად. თითქმის ყველა ქვეყნის წარმომადგენელთან ვმუშაობდი - ინგლისი, იტალია, საფრანგეთი, შვეცია, ბელგია, გერმანია და ა.შ. მთლიანობაში, 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის და 7 მონოგრაფიის ავტორი ვარ. საკანდიდატო დისერტაციის თემა - Сильноточные электронные пучки, რომლის დაიცვა 1958 წელს მქონდა. სადოქტორო დისერტაციის თემის - Нелинейные взаимодействия в неравномерной плазме - 1964 წელს.

- როდის დააფუძნეთ პირველად პლაზმის ფიზიკის განყოფილება?

პლაზმური ფიზიკის განყოფილება, პირველად 1960 წელს დავაფუძნე, რომელიც ქართველ ფიზიკოს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს ელეფთერ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტში შეიქმნა. იმ დროს, ხარკოვში, ასპირანტურაში ვსწავლობდი. რომ დავასრულე ელეფთერს გაუგია ჩემი წარმატებები და მოითხოვა, რომ მასთან გავენაწილებინე. ამის შემდეგ დავბრუნდი საქართველოში და სწორედ ამის შემდეგ დაფუძნდა ეს განყოფილება და ჩვენი თავდადებული შრომით, ფიზიკაში ერთ-ერთი საუკეთესოები და წარმატებულები გავხდით. 1967 წელს გამოვიდა წიგნი(ოთხტომეული), სადაც რუსეთის აკადემიის პრეზიდენტის კელდიშის წინასიტყვაობით, დასახელებულია ქართველი მეცნიერების გვარები. როგორც თავად ამბობს, წიგნში შეტანილია ქართველი გვარები, რომლებმაც საბჭოთა კავშირის მეცნიერება განავითარეს. ამ ტომეულში საქართველოდა სამი ფიზიკოსია მოხსენებული - ელეფთერ ანდრონიკაშვილი, გოგო ჩიქოვანი და ნოდარ ცინცაძე. ლიტერატურიდან არის ნიკო მარი, მათემატიკოსებიდან - ნიკოლოზ მუსხელიშვილი, ანდრია ბიწაძე, ილია ვეკუა, გიორგია ჭოღოშვილი.

- ამ ეტაპზე რას საქმიანობთ?

რეკორდებს ვამყარებ (იცინის). მრცხვენია რომ ვთქვა, მაგრამ საქართველოში ვერ მოძებნით ისეთ მეცნიერს, რომელსაც ყოველ წელს 5-7 ნაშრომი ჰქონეს გამოქვეყნებული, ევროპის და ამერიკის ჟურნალებში. 2019 წელს, 7 სამეცნიერო ნაშრომი დავასრულე - ხუთი უკვე გამოქვეყნებულია და ორი, გამზადებულია ევროპის და ამერიკის ჟურნალებისთვის. აქტიურდ ვმუშაობ, წლოვანება დიდი მაქვს, მაგრამ ვერ შემატყობთ. შემიძლია, სირბილშიც კი შეგეჯიბროთ და გაგასწროთ კიდეც (იცინის). 

 - რას ურჩევდით მომავალ მეცნიერებს?

მეცნიერება, უდიდესი პრობლემის წინაშე დგას საქართველოში. სამწუხაროდ, პატარა ქვეყანა ვართ და შეუძლებელია, ბევრი მეცნიერი გვყავდეს. ზოგიერთი იჩემებს, რომ მეცნიერია, მაგრამ საერთოდ არ აქვთ ნაშრომი. უნდა იშომოს, იბრძოლოს, არ უნდა იფიქროს წლოვანებაზე, ჭამა-სმაზე - თუ მეცნიერია, ის მხოლოდ მეცნიერებაზე ფიქრობს. ბევრჯერ დამიძინია მშიერს, რადგან არ მქონია საკვები, მაგრამ მეცნიერება არ მიმიტოვებია. ბუნებით უნდა ისეთი ადამიანი, რომ პატიოსნად ემსახურო შენს ქვეყანას. 

 

 

  

  

 

 

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე