” ჩვენ შეყვარებულები ვიყავით და არა საყვარლები… მეფე ჩემთვის ყველაფერი იყო და მუდამ ასე დარჩება”
ავტორი: მარი გულორდავა
შორენა „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურად ყვება მეფესთან სიყვარულის ისტორიას და პირადი ცხოვრების დეტალებსაც გვიმხელს.
– „პრაიმტაიმის“ გამოსვლის შემდეგ, სადაც მეფესთნ სიყვარულში გამხელდნენ, როგორ შეიცვალა შენი ცხოვრება?
– არანაირად არ შეცვლილა, გარდა იმისა, რომ ვიყავი განადგურებული.
– შორენა, ახლა რა ურთიერთობა გაქვს მეფესთან?
– არანაირი. ყველაფერი დასრულდა, დღეს მასთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს.
– „პრაიმტაიმის“ გამოსვლის შემდეგ ერთმანეთს არ დაკონტაქტებიხართ?
– არა.
– არც მას შემდეგ, რაც ცოლს გაშორდა?
– არა, ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს, ცოლს გაშორდა თუ ის ევ ერთად არიან? ჩემი სიყვარული დასრულდა და დაკონტაქტებას რა აზრი ჰქონდა.
– მაინც რამდენი ხანია, რაც მეფეს დაშორდი?
– შვიდი თვეა.
– ახლა ვის ხვდები?
– არავის, მეფის მერე პაემანიც კი აღარ მქონია.
– დავიჯერო, სექსიც არ გქ ონია?
– არა და აქ დაუჯერებელი არაფერია…
– შორენა, შენ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვი, რომ მეფის საყვარელი არ ყოფილხარ, შეყვარებულები ვიყავითო. რას ნიშნავს, შეყვარებულები იყავით? იქნებ ვრცლად მიპასუხო?
– მართლია, ჩვენ შეყვარებულები ვიყავით და არა საყვარლები. სხვანაირად როგორ უნდა გითხრა?
– ანუ შესაძლებელი იყო, მისი ცოლი გამხდარიყავი?
– არა, მაგაზე არც ერთი არ ვფიქრობდით, მით უმეტეს, მაშინ ქმარს ახალი გაშორებული ვიყავი.
– ანუ, სექსის გარდა, სიყვარულიც გაკავშირებდათ?
– (იცინის) რა თქმა უნდა, ის, რაც ჩვენს შორის ხდებოდა, სიყვარულზე მეტი იყო და სიტყვებით ვერანაირად ვერ გადმოვცემ.
– რას დაარქმევდი თქვენს ურთიერთობას?
– იცით, არ მინდა ამის გახსენება, რაც იყო, ყველამ იცის და ჩემთვის ამ ყველაფრის გახსენება ნამდვილად არ არის სასიამოვნო.
– ძალიან გიყვარდა?
– კი.
– თქვენი დაშორების მიზეზი მარტო ბაგრატიონების ქორწინება იყო?
– ჰო, აბა, სხვა რა მიზეზი უნდა ყოფილიყო.
– გული დაგწყდა იმაზე, რომ შენს თავს ანა არჩია?
– არა, გული რაზე უნდა დამწყვეტოდა. ჩემი გადასაწყვეტი მანდ არაფერი არ იყო. უნდოდა ჩემი დაკარგვა და დამკარგა. ასე რომ, გული სხვებს დაწყდეთ.
– მეფემ რომ შემოგთავაზოს, მასთან ურთიერთობას გააგრძელებდი?
– (ფიქრობს) არა.
– არ გიყვარს თუ თავმოყვარეობის გამო?
– იცი რა, ამ დროს ქალი თავმოყვარეობაზე ნაკლებად ფიქრობს, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან, ვფიქრობ, რომ არა.
– სად გაიცანი მეფე?
– გაგარინზე, ჩინურ რესტორანში.
– მერე როგორ განვითარდა ურთიერთობა?
– შეიძლება ითქვას, ჩვენ ერთი დანახვით შეგვიყვარდა ერთმანეთი.
– უფრო რომელმა იაქტიურა?
– ორივემ ვიაქტიურეთ, ისე მოგვეწონა ერთმანეთი.
– პირველი „ესემესი“ თუ გახსოვს, რომელიც მეფისგან მოგივიდა?
– იცი რა, რადგან ის ქართულად კარგად ვერ მეტყველებდა, „ესემესებს“ არ მწერდა.
– როგორ აგიხსნა სიყვარული?
– არც სიყვარული აუხსნია, ჩვენ ძალიან სხვანაირი ურთიერთობა გვქონდა, არ იყო ბანალური ფრაზები, იცი რა, მიყვარხარ და ა.შ. უბრალოდ, ორივე მივხვდით, რომ ერთად ყოფნა გვინდოდა.
– ერთმანეთს, მიყვარხარო, არ ეუბნებოდით?
– როგორ არა, გვითქვამს და თან ძალიან ხშირად.
– პირველად რომელმა თქვა, მიყვარხარო?
– მან მითხრა. იცი რა, ამ ყველაფრის მერე ახლა ისეთ ჭორებს ვიგებ, რომ მაოცებს. ალბათ, თქვენც გექნებათ გაგონილი.
– არა, საყვარელო, მე არაფერი გამიგია, რას გულისხმობ?
– მეუღლესთან გაშორების შემდეგ ამბობენ, რომ თითქოს ანანისტი იყო და რაღაც საშინელებებს აკეთებდა, მაგრამ ეს ჩემთვის წარმოუდგენელია. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორი თბილი და მოსიყვარულე იყო და ძალიან გული მწყდება, რომ ასეთ რაღაცებს ჭორაობენ.
– მართლა ძალიან გესიყვარულებოდა?
– კი, ძალიან. საოცრად კარგი ადამიანი იყო, მისგან ბევრ სითბოსა და სიყვარულს ვიღებდი.
– რა საჩუქრებს გჩუქნიდა?
– ტკბილი მიყვარს ძალიან და ტკბილეულით მანებივრებდა.
– ლოგინშიც ხომ არ მოგართმევდა ხოლმე ტკბილეულს?
– (იცინის) არა, მაგრამ ძალიან რომანტიკული დღეები გვქონდა.
– მაინც როგორი?
– დეტალებში ვერ მოგიყვები, მაგრამ პირველი მეუღლის ღალატის შემდეგ მამაკაცებზე საერთოდ გულაყრილი ვიყავი, მეფემ კი ყველაფერი გააკეთა, რომ ჩემთვის საოცარი დღეები ეჩუქებინა.
– ისეთი ემოციით საუბრობ, მგონი, მეფე დღემდე გიყვარს?
– იცი რა, როცა ვინმე სხვა გამოჩნდება ჩემს ცხოვრებაში, შევძლებ მის დავიწყებას. ვფიქრობ, ძველი სიყვარულის ნარჩენები დროთა განმავლობაში წაიშლება.
– შორენა, მეფის მესიჯს ან ნებისმიერ რამეს თუ ინახავ, რომელიც მის თავს გახსენებს?
– მის ფოტოებს ვინახავ.
– და რას ფიქრობ ხოლმე, როცა დახედავ?
– არაფერს არ ვფიქრობ, უბრალოდ, კარგ დროს მახსენებს. მინდა გითხრა, რომ იმ პერიოდში ორივე ძალიან ბედნიერები ვიყავით.
– შენგან რომ მიდიოდა, რა გითხრა?
– არაფერი. ნორმალურად ამიხსნა, რა სიტუაცია იყო.
– შენ სიყვარულისთვის არ გიბრძოლია?
– არა, მე არავისთვის ბრძოლას და ვინმესთვის რამის წართმევას არ ვაპირებ. თუ საჭიროა, ჩემთვის იბრძოლონ.
– მიუხედავად ყველაფრისა, დღეს თქვენც და მეფეც თავისუფლები ხართ…
– უი, მართლა (იცინის). ასეა, მაგრამ არა მგონია, ჩვენს შორის რამე აღდგეს. ჩვენ ორივეს ჩვენი ცხოვრება გვაქვს, ორივე სხვადასხვა წრის წარმომადგენლები ვართ და ურთიერთობის გასაგრძელებლად, ალბათ, მარტო სიყვარული არ არის საკმარისი.
– კიდევ რა არის საჭირო?
– არ ვიცი. იცით რა, ჩემი იმიჯი, ალბათ, ბევრს ხელს უშლის.
– მეფეს აღიზიანებდა შენი იმიჯი?
– არა, მას ძალიან მოსწონდა ჩემი საქმიანობა.
– არ ეჭვიანობდა?
– არა, რას ამბობთ, ჩვენ სულ ერთად ვიყავით და მე მას არასოდეს ვაძლევდი ეჭვიანობის საბაბს.
– რა მოფერებითი სახელებით მიმართავდით ერთმანეთს?
– მე მას „მამიკოს“ ვეძახდი, ის კი – „დედის“.
– უცნაურია, რატომ შეარქვით ასეთი სახელები ერთმანეთს?
– ჩვენ რაღაცნაირი სხვანაირი სიყვარული გვქონდა, მე არც გამიგია ვინმესგან ასეთი სიყვარულის ისტორია. მოკლედ, არ მინდა ამაზე საუბარი, იმედია, ჩემსა და მის ცხოვრებაში ყველაფერი კარგად იქნება.
– რა თქმა უნდა, საყვარელო. შორენა, გაცნობიდან რამდენი ხნის შემდეგ გახდი მისი საყვარელი ქალი?
– ოოო, ამას არ გეტყვი, რადგან ძალიან ინტიმურია.
– პირველი კოცნა თუ გახსოვს?
– კი, მახსოვს, ჩვენი პირველი კოცნა ძალიან სასიამოვნო იყო. მაშინ ვიგრძენი, რომ ვუყვარდი.
– პირველი ღამე სად გქონდათ?
– სასტუმროში არა.
– მასთან სახლში დადიოდი?
– კი, როგორ არა, სულ მანდ ვიყავი და ჩემთანაც მოდიოდა, მაგრ ამ არ გეტყვი, პირველი ღამე სად გვქონდა, ჩემთვის დავიტოვებ.
– კიდევ რას იტოვებ მეფისგან შენთვის?
– ძალიან ბევრ რამეს, თითქმის ყველაფერს, ის ჩემთვის ყველაფერი იყო და მუდამ ასე დარჩება.
– ბევრი იტირეთ მასთან და შორების დროს?
– კი ვიტირე… მოკლედ, მეტს აღარ ვილაპარაკებ.
(გაზეთ “პრაიმტაიმის” N21-ის არქივიდან 2009 წ.)