„მეზობლებს მოვერიდე, რომ „ხმამაღალი“ ქართული საღამო არ გამოსულიყო - როგორ აღნიშნა რეზო ჩხიკვიშვილმა იუბილე

18:38 03-10-2020
235

გერმანიაში მყოფმა ქართველმა მსახიობმა რეზო ჩხიკვიშვილმა, გუშინ 63 წლის იუბილე აღნიშნა. „პრაიმტაიმმა“ მსახიობს დაბადების დღე მიულოცა და ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა:  

ორშაბათი, დაბადების დღის აღსანიშნავად, ცოტა „უცნაური“ დღეა. გერმანიაში, კორონავირუსის გამო, თავშეყრის ადგილებს ყველა ერიდება, ამიტომ დაბადების დღე, საკუთარ სახლში, მეგობრების ძალიან ახლო წრეში აღვნიშნე - 12 კაცი ვიყავით.

width=600თან ხვალ სამუშაო დღეა, მეზობლებსაც მოვერიდე, რომ „ხმამაღალი“ ქართული საღამო არ გამოსულიყო. საღამო, ძალიან თბილი და მშვიდი გამოვიდა. დავაგემოვნეთ ქართული სარაჯიშვილის კინიაკი, რომელიც ჩემმა შვილმა, სხვა ძვირფას საჩუქრებთან ერთად მომართვა.

 - შეგიძლიათ გვითხრათ, რა საჩუქრები მიიღეთ?

ყველაზე მეტად, საჩუქრებს შორის ნახატი მომეწონა, რომელიც ჩემმა მეგობარმა მანფრედ შატერმა, ბევრ სხვა საჩუქრებთან ერთად მომიძღვნა. ის მხატვარი არ არის, უბრალოდ, უნდოდა თავისებურად გამოეხატა საქართველოს და ქართველი მეგობრის მიმართ სიყვარული.

width=600 ერთ-ერთი წიგნიდან, მცხეთის ჯვარი გადმოხატა და საჩუქარად მომართვა, ძალიან მესიამოვნა. ნახატთან ერთად, ხუმრობით გაკეთებული „საფოსტო მარკები“ ჩემი სურათით მომართვა - მართლაც, ორიგინალური საჩუქრები გამოუვიდა.

width=600

- თავშეყრის ადგილებს მოვერიდეთო, თქვით... გერმანიაშიც პანიკაა? 

გერმანიაში, კირონავირუსი ნელნელა იკიდებს ფეხს. ჩემს ქალაქში, ჯერჯერობით ორი შემთხვევა დაფიქსირდა, მაგრამ ორივე ადამიანი გარდაიცვალა(ხანდაზმული ასაკის). მოსახლეობაში ისეთი პანიკა არ არის, მაგრამ მაინც სიფრთხილე იგრძნობა. საზოგადოება, მასიური თავშეყრის ადგილებს ერიდება. ჩემს ქალაქში, სკოლები არ დაიხურა და თეატრებიც სრული დატვირთვით მუშაობს, მაგრამ ბუნდესლიგის ფეხბურთის თამაშები, კვირის ბოლოს, დიდი ალბათობით, მაყურებლის გარეშე ჩატარდება. ეს კი, მართლაც, დიდ და უჩვეულო მდგომარეობაზე მიუთითებს, რომ აღარ ვთქვათ, დიდ ფინანსურ და ეკონომიკურ ჩავარდნაზე.

- როგორ მოგილოცათ იუბილე გერმანიის თეატრის დასმა?

თეატრი, ასეთ დროს, ტელეფონის საშუალებით, წერილობით მილოცვას გიგზავნის. თეატრის მმართველმა დამირეკა და მომილოცა, მოადგილემ და კოლეგებმა კი, სიმღერა ჩამიწერეს და გამომიგზავნეს. რეპეტიციის გამო, მოსვლა ვერ მოახერხეს. როცა „მრგვალი“ დაბადების დღე მქონდა, მაშინ დამიბარეს, დიდი შეხვედრა მომიწყვეს, თაიგული მომართვეს და შამპანური მომიჭახუნეს. 

- რას უსურვებთ ქართველ ერს?

 ქართველ ერს ჯანმრთელობას, სიყვარულს და ერთსულოვნებას ვუსურვებ.

width=600

შეგახსენებთ, რომ ცნობილი ქართველი მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი, თითქმის 26 წელია გერმანიის ქალაქ ესენის „გრილოს“ სახელობის სახელმწიფო თეატრში მოღვაწეობს.width=600

გასულ წელს, თეატრმა, ერთგული შრომის და წარმატებული ღვაწლის აღსანიშნავად, მას საპატიო სიგელი გადასცა. 

ავტორი: რუსა ღვანიძე