ბესიკ თამლიანს საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლებენ - გიორგი ბარამიძე

21:54 03-06-2020
553

პრაიმტაიმისთვის“ ექსკლუზიურად ცნობილი გახდა, რომ 20 ივნისს დაკავებული ბესიკ თამლიანი რამდენიმე დღეში გათავისუფლდება. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ გიორგი ბარამიძე ესაუბრა. როგორც მან აღნიშნა, აქვს ინფორმაცია, რომ თამლიანს 10 მარტს, საპროცესო შეთანხმებას გაუფორმებენ, მიუხედავად იმისა, რომ ის ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს.

„მაქვს ინფორმაცია, რომ სამშაბათს სასამართლო პროცესი გაიმართება და საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლდება თამლიანი. როგორც პოლიტიკოსი, ჩემი წყაროს ვინაობასა და სხვა დეტალებს ვერ დავასახელებ. მას ბრალი ამ დრომდე არ უღიარებია, მაღალი ალბათობით, თამლიანი საპყრობილეს რამდენიმე დღეში დატოვებს.“ - ამბობს გიორგი ბარამიძე.

შეგახსენებთ, ბესიკ თამლიანი თითქმის 10 თვეა პატიმარია. 20 ივნისის ღამს მოვლენების დროს, დაკავებულთა შორის ერთ-ერთი თამლიანია, რომელიც  ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.

ავტორი: თამარ ბუჩუკური