თბილისის მერის, კახი კალაძის მეუღლე, დიზაინერი ანუკი არეშიძე იტალიის ქალაქ მილანში მოდის კვირეულზე იმყოფებოდა. „პრაიმტაიმმა“ ანუკი არეშიძეს კითხა - დაემთხვა თუ არა იტალიაში მისი ვიზიტი ეპიდემიის აფეთქებას, ან მიმართა თუ არა თვითიზოლაციის რეჟიმს.
ანუკი არეშიძის თქმით, მან იტალია ეპიდემიის გავრცელებამდე დატოვა, ამჟამად იმყოფება საქართველოში.
„მე თებერვლის შუა რიცხვებში ვიმყოფებოდი მილანში. მაშინ იქ არანაირი ეპიდემია არ იყო. რეკომენდაციით განსაზღვრული ყველა ვადა გასულია მას შემდეგ, რაც ჩამოვედი. ვარ სრულიად ჯანმრთელი, ვზრდი და ვუვლი ჩემს ოთხ შვილს. გმადლობთ, რომ დაინტერესდით“, - უთხრა „პრაიმტაიმს“ ანუკი არეშიძემ.