კარანტინი გვაქვს! - რა ხდება სოფლის მეურნეობის მინისტრის კაბინეტში (ვიდეო)

15:16 03-06-2020
1223

პრაიმტაიმმა“ ექსკლუზიურად გადაიღო სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის კაბინეტი, სადაც ამ წუთებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც დაცვის თანამშრომელი აცხადებს, სამინისტროში კარანტინია და დეზინფექციაც სწორედ ამის გამო ტარდება.  

შეგახსენებთ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს შენობიდან თანამშრომლები დეზინფექციის სამუშაოების ჩატარების გამო გაიყვანეს. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, სამინისტრომ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ერთ-ერთ თანამშრომელს მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა.

სამინისტროში კი ოფიციალურად განაცხადეს, რომ ეს გადაწყვეტილება პრემიერმინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით მიიღეს.

ცხადია, კითხვებს აჩენს, რატომ გადაწყვიტეს სამინისტროში ამ რეკომენდაციის შესრულება სამუშაო დღეს სამუშაო საათებში.

„პრაიმტაიმს“ ადგილზე ადამიანების ჯგუფი დახვდა, რომლებიც შენობის შიდა და გარე პერიმეტრზე სადეზინფექციო სამუშაოებს ატარებდნენ.



ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი