ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტს ძიძასთან შეუსწრო – ბრედმა სახეში ძლიერი სილა მიიღო

23:19 10-24-2016
126

“ანჯელინა მთელი ხმით უყვიროდა, ძიძაზეც გაიწია”…

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული წყვილი – ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი სკანდალის ეპიცენტრში აღმოჩნდნენ. ყველაზე სექსუალური ქალის ტიტულის მფლობელმა, ანჯელინამ, თავისი საყვარელი მამაკაცი, ბავშვის ოთახში, ძიძასთან შეისწრო… 

ბრედ პიტი, არც მეტი, არც ნაკლები, ბავშვების ძიძას მასაჟს უკეთებდა. შედეგად, გაცოფებულმა ანჯელინამ, ყველა დროის სექსუალურ მამაკაცს, სახეში სილა გააწნა, ძიძა კი, მაშინვე გააგდო სახლიდან. ბრედ პიტმა ბავშვების ძიძას, მასაჟი, მას შემდეგ შესთავაზა, როდესაც მან დაიჩივლა, რომ ძალიან დაიღალა.

ეს მიზეზი, ანჯელინასთვის დამაჯერებლი არ აღმოჩნდა და სკანდალის მოწყობას, ბავშვების თვალწინაც არ მოერიდა. ამ ინფორმაციის წყარო, შემდეგს ჰყვება:

„ბრედმა სახეში ძლიერი სილა მიიღო, თან ანჯელინა მთელი ხმით უყვიროდა. ძიძაზეც გაიწია, მაგრამ მან თავს უშველა და გაიქცა. ანჯელინა, მას მთელ ხმაზე უყვიროდა, რომ აღარ გამოჩენილიყო. ანჯელინას ყვირილზე, ტყუპებმაც გაიღვიძეს.“

ბრედ პიტი, სიტუაციის დაწყნარებას შეეცადა, მაგრამ გაკაპასებულ ქალს რა დააწყნარებს. შემდეგ ნამდვილი ჯენტლმენივით მოიქცა და გაცოფებულ ცოლს, მოშორდა. 4 საათი, მოტოციკლით, სუფთა ჰაერზე ისეირნა და ნერვებიც დაიწყნარა.

(გაზეთი “პრაიმტაიმი” N27-ის არქივიდან 2009 წ.)

ავტორი: რუსა ღვანიძე