გამარჯვებულების ცოლები: – “აი ლავ იუ, ფისო!… მიყვარხარ!… საუკეთესო ხარ”…

23:20 09-29-2016
317

გიხარია, რომ შენ ხარ მისი რჩეული და ერთადერთი…   ინიციალები დავიწერე მხარზე… სულ მეუბნება, მაჩვენეო”…

ავტორი: მარი გულორდავა

ისინი ყველაზე პოპულარული მამაკაცების ცოლები არიან, თუ­მცა არც თვითონ აკლიათ ცნობ­ადობა. ნიკა ცქიტიშვილის, კო­ტე ტუღუშის, გიორგი ცინცაძის და ტოლიკა ბოისას ლამაზმანი ცოლები „პრაიმტაიმმა“ ერთად შეკრიბა. გოგონები მეგობრობ­ენ და ქმრებზეც ერთმანეთთან ხშირად საუბრობენ. გუნდის ახ­ალი რძალი ნიკა ცქიტიშვილის მეუღლეა, რომელიც „კალათბ­ურთელების ცოლების“ კლუბმა ძალიან თბილად მიიღო. 

– როგორ ამხნევებთ რთული თამაშების წინ მეუღლეებს?

იანა (კოტე ტუღუშის მეუღლე): – ძალიან მიყვარს სპორტი და ამ ბოლო დროს განსაკუთრებით კალათბურთი. თამაშებზე სულ გამარჯვებულების ცოლები დავდივარ და ამას კოტე თვითონაც მთხოვს, როდესაც სათამაშოდ გადის სულ ვეუბნები, რომ საუკეთესოა. მთელი თამაშის განმავლობაში ძალიან ემოციებში ვარ.

-როგორ გამოხატავ ემოციებს?

-ძალიან დაძაბული ვარ ხოლმე და როდესაც თამაში პიკს აღწევს, ვკივივარ.

თეა ( ანატოლი ბოისას მეუღლე): – როცა თამაში იწყება ცოლები ვცდილობთ ქმრები კარგ ხასიათზე იყვნენ, რადგან კარგი განწყობა ყველაზე მნიშვნელოვანია. თან ეს ტური სასტუმროში ჰქონდათ და ძირითადად სულ დასვენებულები იყვნენ, ჩვენ კი ვცდილობდით არ შეგვეწუხებინა.

სოფო (ნიკა ცქიტიშვილის მეუღლე): – ცოლი ის ადამიანია, ვისაც ყველაზე მეტად ევალება ქმრის გვერდში დგომა და გამხნევება. თამაშის წინ მთავარია ნიკა გამოძინებული და კარგ ხასიათზე იყოს, მათი განწყობა და ის, თუ როგორ გამოაცილებ სახლიდან, შედეგზე აუცილებლად მოქმედებს.

ნანა (გიორგი ცინცაძის მეუღლე): – თეამ თქვა, რომ აუცილებელია კარგ ხასიათზე იყოსო, მართლა ასეა, როდესაც გიორგი ცუდ ხასიათზეა, ან თამაშის რამე ნიუანსი არ მოსწონს, მაშინ დასეირნობს ხოლმე მოედანზე… მინდა ხოლმე მივიდე და დავუძახო თუ თამაში არ გინდა საერთოდ გაჩერდი.

 -თამაშის წინ ქმრებს კარგ ხასიათზე როგორ აყენებთ?

სოფო: – ძალიან დიდ სითბოს გამოვხატავთ.

ნანა: – ვეფერებით და ასე ვცდილობთ კარგ ხასიათზე იყვნენ, ალბათ ყველა ნორმალური მეუღლე ასე იქცევა, რამე განსაკუთრებული ხერხები არა გვაქვს.

იანა: – თამაშის წინ ყოველთვის ვეუბნები – მიყვარხარ! და შენ საუკეთესო ხარ.

– როგორ ფიქრობთ, რამდენად ძლიერდებიან თამაშის დროს თქვენი ქმრები, როცა მათი საყვარელი ქალები ესწრებიან თამაშს?

სოფო: – ალბათ საკმაოდ ძლიერდებიან, რადგან სანამ ჰიმნის შესასრულებლად დადგებიან, სულ ჩვენსკენ იყურებიან.

იანა: -კოტე ყოველთვის უყურებს ჩემს რეაქციებს. თუ თამაში არ გამოსდის, არ ვიმჩნევ და პირიქით ვუჩვენებ, რომ მაგრად თამაშობს, რადგან არ მინდა დავძაბო.

ნანა: -ერთხელ, თამაშის დროს ვაფიქსირებ, რომ ნიკა სულ ჩემსკენ იყურება, ვერ მივხდი რაში იყო საქმე, მივხდი, რომ რაღაც სხვა ხდებოდა, თორემ ნიკას ჩემსკენ რატომ უნდა ჰქონოდა მზერა მომართული, ბოლოს უკან გავიხედე და დავინახე, რომ ჩემს უკან სოფო იჯდა, მერე კი ყველაფერი გასაგები გახდა და გამეცინა.

-სოფო შენ ახალმოყვანილი რძალი ხარ, როგორ შეეწყვე გოგოებს?

-ყველას მშვენივრად შევეწყვე, ძალიან კარგები არიან და რაც მთავარია, არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს.

– როცა ერთად ხართ ქმრებზე თუ ჭორაობთ ხოლმე?

თეა: – ჭორაობოთ არა, უბრალოდ კარგს თუ ვიტყვით ჩვენს ქმრებზე, თორემ საჭორაო რა გვაქვს.

ნანა: – გუშინ მე და იანა ვსაუბრობდით და ჩემმა ქმარმა შემაწუხა, თუ გინდა გავალთ და თქვენ საუბარი გააგრძელეთო.

თეა: – საერთოდ, ბიჭებს ისე უყვართ ერთმანეთი, ჩვენ რომ ერთმანეთში კარგად არ ვიყოთ, არ გვაქვს ამის უფლება.

– თქვენი მეუღლეები საკმაოდ პოპულარულები არიან მანდილოსნებში, საინტერესოა, როგორ უმკლავდებით ქალების შემოტევას?

სოფო: – სხვა ქალებით არა ვართ შეწუხებულები და არავისთან გვიწევს გამკლავება. თვოთონ არიან ისეთები, რომ არ გვაგრძნობინებენ მსგავს სიტუაციებს.

ნანა: -გარკვეულწილად სასიამოვნოც არის, როცა შენს ქმარს ყურადღებას აქცევენ.

იანა: -ამ დროს კი შენ გიხარია, რომ შენ ხარ მისი რჩეული და ერთადერთი.

– რამდენად რთულია ან ადვილი კალათბურთელის ცოლობა?

იანა: -კალათბურთელის ცოლობას თავისი პლიუსებიც აქვს და მინუსებიც. საერთოდ, სტატისტიკურად სპორტსმენების ოჯახები უფრო მყარია, რადგან ისინი სულ მონატრების რეჟიმში ცხოვრობენ. ზაფხული არ მიყვარს, რადგან ზაფხულობით ვერ ვხედავ კოტეს, სულ „ზბორებზე“ არიან. როცა ქმარი გენატრება და მერე, როცა ნახულობ, უფრო გიხარია.

ნანა: -ვფიქრობ, რომ კალათბურთელის ცოლობა უფრო საინტერესოა, ვიდრე ბანკის თანამშრომლისა. ამას გიორგის მეგობარი მიპროტესტებს, რომელიც ბანკის თანამშრომელია, მაგრამ მე მართლა ასე ვფიქრობ. ერთადერთი ცუდი მხარე ის არის, რომ კვირაობით გვიწევს მარტო ყოფნა.

– მარტო ყოფნის შემდეგ რითი გივსებენ თავიანთი არ ყოფნით გამოწვეულ დანაკლისს?

ნანა: – გიორგის ჩემთვის საჩუქრები ჩამოაქვს, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს.

იანა: – კოტე მეც სულ მეკითხება ხოლმე, – რა ჩამოგიტანოო, ვეუბნები არაფერი, შენ ჩამოდი-მეთქი. მართლაც ყველა საჩუქარზე ძვირფასი მისი ჩამოსვლაა.

თეა: – მართალი ხარ, ჩამოსვლა ყველაზე დიდი საჩუქარია, რადგან ბოლოს უკვე დღეებს კი არა საათებს ვითვლი. ყველაზე საშინელი კი ის დროა, როცა ეწერება – დაფრინდა თვითმრინავი და სანამ გამოვლენ, ის მომენტი საუკუნედ მეჩვენება-ხოლმე.

– თქვენ რითი ანებივრებთ მეუღლეებს?

ნანა: – მე ძალიან მიყვარს ყველაფრის გაფორმება და სიურპრიზები. შარშან რაღაცაზე გავაბრაზე გიორგი და შევეცადე, რომ გამომესყიდა დანაშაული. სახლი გულის ფორმის სანთლებით გავაფორმე, ლამაზი ვახშამი და ფეიერვერკები მოვაწყვე, მუსიკა მაღალ ხმაზე ჩავრთე, ამ დროს გიორგიც შემოვიდა სახლში და ეს ყველაფერი ერთად დახვდა, მეგონა, რომ სასწაული რექცია ექნებოდა, როცა ეს ყველაფერი დაინახა თქვა ეეე, ისე მეწყინა, რომ ოთახში შევედი და კარები ჩავკეტე. მაშინ ვუთხარი, – მორჩა, შენ ჩემგან რომანტიულს ნურაფერს ელოდები- მეთქი.

თეა: – ტოლიკას ერთხელ ოდნავ, უმნიშვნელოდ ვაწყენინე და მთელი ღამე ვფიქრობდი, რითი გამომესყიდა, დილით კი „ტატუიროვშიკს“ დავურეკე და შეხვედრა დავუნიშნე. შეხვედრაზე საათნახევარი დავიგვიანე, ვიფიქრე თუ დამხვდა გავიკეთებ-მეთქი და დამხვდა… ჩემი ქმრის ინიციალები დავიწერე მხარზე. როცა ნახა ძალიან გაეხარდა და სულ მეუბნება ხოლმე, მაჩვენეო.

იანა: – ტატუს გაკეთება მეც მინდოდა, მაგრამ კოტემ მითხრა, მერე რომ მოგბეზრდეს რა უნდა ქნაო.

თეა: – არა, როგორ უნდა მომბეზრდეს, როგორც ტოლიკა არ მომბეზრდება, ისე ეს ტატუც არ მომბეზრდება.

– რა უყვართ თქვენს ქმრებს?

ნანა: – გიორგის ხინკალი უყვარს ძალიან და რომ ჩამოვდივართ, სულ ხინკლის საჭმელად წასვლაზე ლაპარაკობს.

სოფო: – ხინკალზე ნიკაც გიჟდება და პასტა უყვარს კიდევ ძალიან.

თეა: – იტალიური სამზარეულო ტოლიკასაც ძალიან უყვარს, ოღონდ, დედამისი უმზადებს სადილებს, ჩემი გაკეთებული არ მოსწონს ხოლმე. მართლა ვცდილობ, რომ გამომივიდეს, მაგრამ ზოგჯერ გამომდის, ზოგჯერ არა. საერთოდ, ტოლიკა უფრო გემრიელ საჭმელებს ამზადებს – ვიდრე მე.

სოფო: – ნიკაც უგემრიელეს პასტას ამზადებს, მაგრამ დედამისის მომზადებულს უფრო გემრიელად მიირთმევს, რადგან ის უფრო კარგი ინგრედიენტებით ამზადებს.

ნანა: – როცა გიორგის გავყევი ცოლად, დედამთილს დავდევდი უკან, რომ სადილების კეთება მესწავლა. საბოლოოდ, იმდენი მოვახერეხე, დღეს გიორგის ჩემი გაკეთებული საჭმელები მოსწონს.

– თუ გითამაშიათ თქვენს ქმრებთან ერთად?

სოფო: – ერთხელ ნიკას გავყევი ინდივიდუალურ თამაშზე და პასებს ვაწვდიდი…

– „პრაიმტაიმის“ მეშვეობით რას ეტყვით თქვენს ქმრებს?

თეა: – აი ლავ იუ, ფისო!

ნანა: – გიორგი აქცენტს ყოველთვის საკუთარ გარეგნობაზე აკეთებს და სულ ამბობს, რომ სიმპათიურია. მე კი მისთვის არასოდეს მითქვამს, რომ სიმპათიურია. ახლა კი „პრაიმტაიმიდან“ მინდა ვუთხრა, – გიორგი მართლა ძალიან სიმპათიური ხარ.

სოფო: -მე ნიკას მინდა ვუთხრა, რომ ძალიან მიყვარს და წვერი ხშირად გაიპარსოს ხოლმე.

იანა: – კოტე, საუკეთესო მეუღლე და ძალიან ერთგული ხარ…

(გაზეთი “პრაიმტაიმი” N27-ის არქივიდან 2009.წ)

ავტორი: რუსა ღვანიძე