გეგა კობახიძის როლის შემსრულებელი ნინო ქორიძის შვილია – ” საოცარი დებიუტი ჰქონდა”

18:08 03-03-2017
218

„მძევლები“ – ეს არ არის ფილმი გმირებზე, ეს არ არის ფილმი ტერორისტებზე, ეს არ არის ფილმი მხოლოდ თვითმფრინავის ბიჭებზე, ეს არის ფილმი ადამიანებზე, რომლებიც საბჭოთა კავშირმა სისტემის „მძევლებად“ აქცია. ფილმში გეგა კობახიძის როლს ირაკლი კვირიკაძე თამაშობს.
“მძევლების” მსოფლიო პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა და მას, ბუნებრივია, უამრავი ქართველი ცნობილი ადამიანი ესწრებოდა.
ბახვა ბრეგვაძემ ფილმზე ჟურნალ “თბილისელებთან” ისაუბრა. გთავაზობთ ინტერვიუდან ამონარიდს:
“…არაერთმა მნიშვნელოვანმა ჟურნალმა დაასახელა “ბერლინალეზე” წარმოდგენილი ათი საუკეთესო ფილმი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ და ყველა მათგანში მოხვდა “მძევლები”. ამ ფილმს უკვე უდიდესი გამოხმაურება აქვს, ჩემი თვალით ვნახე უდიდესი რიგები, სავსე დარბაზები, მაყურებლის აღტაცებული სახეები. ყველა აღნიშნავდა, რომ ფილმში ძალიან მაგარი მსახიობები თამაშობენ. უფროსი თაობის წარმომადგენლების პროფესიონალიზმში ეჭვი არავის ეპარებოდა: დარეჯან ხარშილაძე, მერაბ ნინიძე, მიშა გომიაშვილი,- ეს ის ადამიანები არიან, ვისითაც შეგვიძლია ვიამაყოთ. მაგრამ , ქართველებიც და უცხოელებიც აღნიშნავდნენ, რომ ახალბედა მსახიობებიც პროფესიონალიზმით გამოირჩეოდნენ. გეგა კობახის როლს ირაკლი კვირიკაძე ასრულებს. რა საოცარი გარეგნობა აქვს, ეს თავადაც იცით და ამ ფილმში სასწაული პროფესიონალიზმი გამოავლინა. მოკლედ საოცარი დებიუტი ჰქონდა.
– ირაკლი მსახიობ ნინო ქორიძის შვილია?
– კი, თვითონ ახლა ამერიკაში ცხოვრობს და სამსახიობოზე სწავლობს. ასეთი დებიუტის შემდეგ უკვე არაერთი შეთავაზება მიიღო სხვადასხვა ქვეყნიდან. მისით ფრანგი და ამერიკელი პროდიუსერები დაინტერესდნენ….” – ამბობს ბახვა ბრეგვაძე.
წყარო: “თბილისელები”

ავტორი: თეონა აბესაძე