გია სურამელაშვილმა სარძლო დაიწუნა – მომღერალმა შვილს ქორწინება ჩაუშალა

14:53 12-18-2016
1176

ერთ დროს ცნობილი და ძალიან პოპულარული მომღერალი გია სურამელაშვილი საკუთარ შვილს დაქორწინების უფლებას არ აძ­ლევს. 22 წლის ნუგო სურამელაშვილს კი საცოლე უკვე შერჩეული ჰყავს, მაგრამ სოფელ ძეგველი მაია ფირანიშვილი, სამამამთილ­ოს გემოვნებაში ვერ ჯდება.

სურამელაშვილი თავის დამოკიდე­ბულებას სარძლოს მიმართ არც მალავს და ხმამაღლა ამბობს, რომ მაია არ მოსწონს და შვილისთვის საცოლე უკვე შერჩეული ჰყავს. რას გაუგებ, მამის გადმოსახედიდან ვლაპარაკობო, ამ­ბობს… ეშინია, რომ ამის გამო შვილთან კონფლიქტი გაუგრძ­ელდება, მაგრამ არ მოსწონს და რა ქნას… ნუგო სურამელა­შვილი 6 თვეა, რაც ციხიდან გამოვიდა და ოჯახის შექმნა გადაწყვიტა. ის ბებიის ორმოცზე დააკავეს და ყაჩაღობისთვის გაასამართლეს. მამისგან განსხვავებით, შვილს კამერებთ­ან პოზიორობა არ უყვარს და ამიტომაც მამის გვერდით ის თითქმის არ ჩნდება. როგორც გია ამბობს, ნუგო „ვაჟკ­აცი“ ბიჭია და „ზედმეტობები“ არ უყვარს.

გია სურამე­ლაშვილი: – გავიგეთ თქ­ვენს შვილს ცო­ლი მოჰყავს, რო­გორ ემზადებით სამამამთილოდ?

– მე არანაირი სურვილი არ მა­ქვს ნამდვილად ამჟამად. ჩემთ­ვის მოულოდ­ნელი იყო ძა­ლიან, რა თქმა უნდა, წინააღ­მდეგი ვერ წა­ვალ, მაგრამ…

– რა არის მოულოდნე­ლი?

– ასე უცბად რომ გადაწყვიტა ცოლის მოყვანა. რა თქმა უნდა, მე არც წინააღმდეგ­ობას გავუწევ, მაგრამ…

– იცნობთ მომა­ვალ სარძლოს?

– არა, არ ვიცნობ. ძალიან უცბად მოხდა ყველაფერი და უც­ბად გადაწყვიტა. მე ვთხოვე, დაფიქრდიმეთქი, ადრეც ჰყავდა რამდენიმე შეყვარ­ებული. ახლა უცბად შეიჭრა როლებში და ასეთი გადაწყვეტილე­ბა რომ მიიღო, ცოტა ავღელდი.

– ესე იგი თქვენ შე­აჩერეთ?

– ხო, ადრეც იყო, ორი თვის წინ, მაგრამ მაშინაც მე შევაჩერე. გუშინ უნდოდა მოყვ­ანა და მე შევაჩერე. როდემდე შევძლებ, არ ვიცი.

– დამჯერი ბიჭია, ასე გამოდის…

– მე ძალიან და ზე­დმეტად ვუყვარვარ, ძა­ლიან დიდ პატივს მცემს. კი, რა თქმა უნდა, მიჯე­რებს, კარგი მინდა მისთ­ვის. თუ ძალიან, ძალიან მოინდომა, წინააღმდეგი ვერ წავალ. საქმე ისაა, რომ ძალიან უნდა ცოლის მოყვანა და, ალბათ, რაღაც სერიოზული გრძნობაა, მა­გრამ ამ ეტაპზე არ მინდოდა და შევაჩერე… მე მაინც მეშინია, რომ ეს არ იყოს მხოლოდ გატაცება. მინდა, რომ ეს ნაბიჯი ნამდვილად გამართლებული იყოს, არც თვითონ ინანოს და არც მე მე­წყინოს, ვინერვიულო. დედამისიც წინააღმდეგია, ჩემი დებიც და სა­ერთოდ, ოჯახი.

– შეიძლება ვთქვათ, რომ გია სურამელაშვილს სარძლო არ მო­სწონს?

– შეიძლება ასეც ითქვას, მე ცო­ტა კრიტიკულად ვუყურებ და სა­ერთოდ, ცოტა პრეტენზიული ვარ მაგ საკითხში. მე არ მომწონს, მაგა­ლითად. – ფიზიკურად, მატერიალურად თუ მაინც რა?.. – გადმოცემით ვიცი, რომ მატე­რიალურად ნამდვილად ნორმალ­ური ოჯახია.

– პირადად შეხვედრიხართ სა­რძლოს?

– არა, პირადად არ მინახავს…

– თუ არ გინახავთ, რატომ არ მოგწონთ?

– ვიცი, ვნახე.

– ძალიან იშვიათია, როცა სა­მამამთილო იწუნებს სარძლოს…

– არა, ასე ძალიან ღრმად არ ვი­წუნებ, მაგრამ რაღაცნაირად არ ვიცი, შეიძლება ცუდი თვალით დავინახე და ახლოს რომ ვნახავ… არ ვიცი, ვერ გეტყვით.

– როგორი უნდა იყოს თქვენი სასურველი რძალი?

– პირველ რიგში, მე უნდა ვუ­ყვარდე ძალიან და რა თქმა უნდა, თავისი მეუღლე. ძალიან ლამაზი უნდა იყოს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მუსიკასთან რაიმე შეხება ექნება თუ არა. გარეგნობა იცი… ძალიან ბევრს ჭამს თვალი. მე არ ვამბობ, რომ შხვართი უნდა იყოს და მკერდიდან წამოსული ფეხები უნდა ჰქონდეს, მაგრამ „პრიიატნი“, სასიამოვნო გარეგნობა უნდა ჰქ­ონდეს, მთელი ცხოვრება უნდა უყ­ურო და უნდა გსიამოვნებდეს.

– ანუ თქვენი სარძლო ამ კრ­იტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს?

– რა თქმა უნდა, მაგრამ მე ხომ არ მომყავს ცოლად, ჩემს შვილს მოჰყავს. ჩემმა შვილმა გადაწყვიტა რამდენიმე თვეა უკვე, ადრეც შე­ვუშალე ხელი…

– როდემდე შეძლებთ ხელის შეშლას?..

– ეს არ ვიცი. ძალიან ვინერვ­იულე გუშინ იმიტომ, რომ ყველა ვარიანტში მეგონა, რომ გუშინ მოხდებოდა ეს ამბავი. არაფერი არ ვიცი, სად იპარებოდნენ, იმიტომ რომ რამდენიმეჯერ ყურმილი და­ვუგდე, მაგრამ მერე სერიოზულად რომ იყო საქმე, ვიფიქრე, ახლობლებმა უკვე ყველამ იცოდა და აშკა­რად რომ დავრწმუნდი, ტელეფონს ვუპასუხე.

– შვილის დაკარგვის გეშინი­ათ?

– გაპარვას აპირებდნენ, მოტა­ცებასავით, და ძალიან ვინერვიუ­ლე. ყველა ვარიანტში მეგონა, რომ გუშინ მოხდებოდა, იმდენად დავრ­წმუნდი, მაგრამ გამოდის, რომ კი­დევ შევძელი შეჩერება.

– თუ არ დაგიჯერათ, რას იზ­ამთ?

– რას ვიზამ, არ ვიცი. თუ არ და­მიჯერა, რაც უნდა, ის უქნია.

– თქვენი ყოფილი მეუღლეც წინააღმდეგია ამ ქორწინების?

– ხო. ამ ეტაპზე არ გვინდოდა, რომ მოეყვანა, იმიტომ, რომ რა­ღაცნაირად ერთი წელი მაინც ხომ უნდა დარწმუნდე ადამიანში, რომ ნამდვილად გიყვარს და გინდა, ის ადამიანი შენს ცხოვრებაში იყოს.

– თქვენი შვილის ტელეფონის ნომერი რომ მოგვცეთ, შეგიძლ­იათ?

– არა. ძალიან ბევრმა სთხოვა ფოტოსესიებში მონაწილეობა და მთელი ცხოვრება წინააღმდეგია ამის. ცოტა ისეთი ბიჭია, არანაი­რი სურვილი არ აქვს, ჟურნალების გარეკანზე მოხვდეს. ვერ მოგცემთ ნომერს, ძალიან ეწყინება და ამ გა­ბრაზებულზე შეიძლება მეც ძალი­ან გამაბრაზოს. შანსი არაა, რომ დაგელაპარაკოთ.

– ერთი პერიოდი ნუგოს სამა­რთალდამცავებთან პრობლემები ჰქონდა ხომ?

– კი ჰქონდა. გადაკიდებული ჰყავდა ადამიანი, შეკერილი საქმე იყო და ასე მოხდა, რაღაც სისულელის გამო ორი წელი იჯდა. მე ყველანაირად ვეცადე, მაგრამ თვ­ითონ არც შეწყალება მოითხოვა და არც არაფერი. ცოტა ისეთი ბიჭია, სხვანაირს აწვება და ძალიან ვაჟკ­აცი, სხვა გაგების ბიჭია. ძალიან გაგიჟდა მაგ თემაზე. კიდევ რაღაც ჟურნალმა დამირეკა, მართალია, რომ მურმანის ეკლის როლს თა­მაშობთო? ეს ხალხი საერთოდ გა­გიჟდა. გავაფრინე, ასეთი არაფერი მინახავს. სარძლოს მაია ჰქვია, გვ­არს ვერ გეტყვით. მერე უკვე იტყვ­ის, რომ მე გითხარით ყველაფერი და არ მინდა, რა, რად მინდა პრობ­ლემები. – რა პრობლემები უნდა შეგე­ქმნათ?

– არ ვიცი, ძალიან თავისებური ბიჭია და ხომ შეიძლება, საერთოდ არაფერი არ ხდება. ხომ შეიძლება, სულ სხვა მოიყვანოს?

– რამდენი წლის არის მაია?

– წელს დაამთავრა სკოლა.

– სოფელ ძეგვიდან არის ხომ?

– კი.

– ახლა თბილისში ცხოვრობს?

– არ ვარ ამ დონეზე ჩახედული, იმიტომ რომ ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის, ადრეც რამდენიმე ვა­რიანტი იყო, ხან ვინ უყვარდა, ხან – ვინ და ამასთან აშკარად რაღაც სერიოზული ხდება და მე ნამდვი­ლად საქმის კურსში არ მაყენებენ ხოლმე, რომ არ ვინერვიულო და საერთოდ, სხვანაირად მიფრთხილ­დებიან. გუშინ ძალიან დაიძაბა სი­ტუაცია და უკვე თვითონ მითხრა და უკვე დავრწმუნდი.

– რატომ ნერვიულობთ, რატომ გიფრთხილდებიან?

– ყველანაირად, მამა ვარ და ხომ ვნერვიულობ ბევრ რამეზე. ის ნაბიჯი, რომლის გადადგმასაც აპ­ირებს, მინდა, რომ კარგი და სერი­ ოზული ნაბიჯი იყოს. მე მაგისთვის მინდა ეს ყველაფერი, რომ კარგად იყოს. დარწმუნდეს იმაში, რომ ნა­მდვილად უყვარს, გესმის? თორემ მანამდე ვიღაცები უყვარდა, მერე სად წავიდნენ ის შეყვარებულები? ესე იგი, არ იყო ღრმა გრძნობა. ეს კაი ხანია გრძელდება, მაგრამ ვერ გეტყვით. ნამდვილად არ მინდა რძ­ალი ამ წუთში.

– სარძლოების წინა ვარიანტე­ბიდან არც ერთი არ აკმაყოფილე­ბდა თქვენს გემოვნებას?

– ხო და რატომ ხდება ასე, რომ არავინ არ მომწონს, ვერ გავიგე. სა­შინელი გამოვედი ხომ?

– ხომ არ გყავთ ვინმე შერჩეუ­ლი სარძლოდ, რომელიც ძალიან მოგწონთ და ამ ქორწინების წინააღმდეგი ამიტომაც ხართ?

– მყავს შერჩეული, მაგრამ ძალი­ან ადრე მყავს ბავშვი ნანახი, ჩემი მეგობრის შვილია და ამერიკაში ცხ­ოვრობენ. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის, რომ ამერიკაში ცხოვრობენ, მაგრამ, უბრალოდ, ბა­ვშვობიდანვე ძალიან მომწონდა და სულ ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს რძლად მინდა-მეთქი. ჩემს შვილს არ ჰყავს ნანახი და მეც რამდენიმე წე­ლია, არ მინახავს, 18 წლის იქნება. ზაფხულისთვის აპირებენ ჩამოსვ­ლას და შეიძლება მაგიტომაც ვცდი­ლობ, შევაკავო… მართლა არ მინდა შვილის ცხოვრებაში ურჩხული გა­მოვიდე. მე მგონია, შვილის ცხოვ­რებაში ყველა მშობელი ერევა და ნამდვილად არც იმ გოგოს არ აქვს არაფერი დასაწუნი. მე ვინც მინდა, ის ძალიან ლამაზია.

– თქვენს შვილს არ მოსწონს თქვენი შერჩეული ვარიანტი?

– ჩემს შვილს არ ჰყავს ნანახი, იმიტომ რომ ისინი წლებია, ამერიკ­აში ცხოვრობენ. ფოტოებით იცნობს. სხვათა შორის, მოეწონა, მაგრამ ფოტოებით სიყვარული არ ვიცი.

– რატომ, ერთი ნახვით სიყვარ­ულის არ გჯერათ?

– უფრო ცხოვრებისეულად სჯ­ობია. პირადად მე მჯერა ერთი ნა­ხვით სიყვარულის, იმიტომ რომ შემყვარებია და ერთადერთი და განუმეორებელი სიყვარული იყო ჩემს ცხოვრებაში. მართალია, უცბად არაფერი არ მოხდა, მაგრამ ეს ადამიანი ღმერთმა სამი წლის შე­მდეგ თავისი ფეხით მოიყვანა ჩემს საგრიმიოროში, ახლობელთან ერ­თად. სოლო კონცერტი მქონდა და იმ დღეს დავაგვიანე, კონცერტი 40 წუთის მერე დავიწყე, იმიტომ რომ საერთოდ გავითიშე, გამეყინა ხელე­ბი, ღმერთმა მომიყვანა თავისი ფე­ხით. ესე იგი რაღაცა არსებობს. სა­მი წელი ყოველდღე ვფიქრობდი ამ ადამიანზე, თვალებში მედგა სულ, ვიყავით მეგობრები, ძალიან სერი­ოზული და არანორმალური სიყვ­არული მქონდა. დღეს აღარანაირი ურთიერთობა აღარ გვაქვს, მაგრამ სიყვარული დარჩა და დარჩა ჩემს ცხოვრებაში. ახლანდელი გადასახე­დიდან, მემგონი, ჩემს ცხოვრებაში სერიოზული სიყვარული მარტო ეს იყო. ბოლო დროსაც მქონდა სიყვ­არული და მეგონა, რომ ნამდვილი იყო, მაგრამ, რომ დავშორდით და ვფიქრდები, ნამდვილად არ ყოფილა ძლიერი სიყვარული. მემგონი, არის კიდევ ის მომენტი, რომ სიყვარულ­იდან სიძულვილამდე ორი ნაბიჯი­აო, ნათქვამია. რაღაც სიძულვილ­ისმაგვარი გრძნობა მაქვს ამ ადამია­ნის მიმართ, ცნობადი სახეა და რომ დავინახავ ხოლმე, საერთოდ ცუდად ვხდები.

– ჟურნალისტია?

– არა.

– ამ ყველაფრით იმის თქმა გი­ნდათ, რომ ერთხელ ნამდვილად გიყვარდათ და ეს იყო თქვენი ნამდვილი სიყვარული?

– ბოლო სიყვარული ნამდვილად მეგონა, რომ სერიოზულად მიყვარ­ და, მაგრამ ახლა ვფიქრობ და როცა ვხედავ, ცუდი განწყობა მეუფლება. დღესაც, საყვარელ ადამიანებთ­ან რომ მაქვს ურთიერთობა, სულ ვადარებ იმის სიყვარულს, მაგრამ არა, რა, ვერ ქაჩავენ.

– თავის დროზე თქვენს მშობ­ლებს რომ შეერჩიათ თქვენთვის საცოლე და თქვენ ის მოგეყვანათ, ბედნიერი იქნებოდით?

– ძალით ვერ მომაყვანინებდნ­ენ, მაგრამ მე თუ სიმპათია მექნებ­ოდა… ვერ ვიტყვი, რომ ჩემს ოჯახ­ში ნამდვილად ბედნიერი ვიყავი, მე­უღლეს მალევე დავშორდი. ბავშვი, ვამჯობინე, ჩემთან გაზრდილიყო, იმიტომ რომ ბავშვი მიჩვეული იყო და ჩემთან იზრდებოდა.

– გინდათ, რომ თქვენი შვილიც თქვენნაირად ფიქრობდეს ოჯახ­ზე?

– არა, როგორ გეკადრებათ? ღმერთმა დამიფაროს, მინდა, რომ ოჯახიც ჰქონდეს, შვილიც ჰყავდეს და მეუღლეც.

„პრაიმტაიმი“ რამდენიმე დღე ეცადა, ნუგოსთვის მიეკვლია, თუმცა ამბის გახმაურების შემდ­ეგ, პოპულარული მამის შვილი საგულდაგულოდ დაიმალა. რადგან გვითხრეს, რომ ნუგო სურამელაშვილი ძეგვში მამი­დებთან ცხოვრობს, მისი მოძე­ბნა სოფელში ვცადეთ. სოფელში თქვეს, რომ ნუგო ამჟამად არა მამისეულ სახლში, არამედ ახ­ლახან დაქვრივებულ მამიდასთ­ან, მაკასთან ერთად ცხოვრობს. როგორც იქნა, მამიდის სახლსაც მივაგენით, კარი შავებში ჩცმუ­ლმა ქალმა გაგვიღო.

– გამარჯობათ, მაკა თქვენ ბრძანდებით?

– არა, ნინო ვარ.

– ნუგოსთან გვინდოდა გასა­უბრება…

– ნუგო არ არის აქ, ორი დღეა, თბილისშია წასული.

– იქნებ ტელეფონის ნომერი გვითხრათ?

– არა აქვს ტელეფონი, გატეხი­ლი აქვს მობილური. ვერ გეტყვით, როდის მოვა, აქ არის ხოლმე, მაგრამ ამჟამად არ არის, ჩემს ნომერს გეტყვით და დამირეკეთ, თუ გამო­ჩნდება…

– თბილისში სად შეიძლება ვნ­ახოთ?

– რა ვიცი, ვერ გეტყვით.

– სახლი სადა აქვს?

– სახლი არა აქვს.

მოგვიანებით ქალბატონ ნი­ნოს დავურეკეთ იმის გასარკ­ვევად, გამოჩნდა თუ არა ნუგო, თუმცა ტელეფონზე მან საკმაოდ აგრესიულად გვიპასუხა: – რა საქმე აქვს ნუგოს ჟურნ­ალისტებთან? დაანებეთ ამ ბავშვს თავი, თორემ გიჩივლებთ, სადაც საჭიროა..

მოკლედ, გია სურამელაშვილის დამ ჩვენთან საუბარი აღარ ისურ­ვა და ტელეფონი გაგვითიშა. გაგვიმართლა და ნუგოს სა­ცოლესაც მალევე მივაკვლიეთ, ძეგვში მეზობლები ყოფილან. მაია საკმაოდ სასიამოვნო გა­რეგნობის გოგონაა და ძალიან გაგვიკვირდა, რატომ დაიწუნა ის რჩეულის მამამ. სასიამოვნო გარეგნობა კი ჰქონდა, მაგრამ სიტყვაძუნწი აღმოჩნდა:

ნუგო სურამელაშვილის შე­ყვარებული თქვენ ხართ?

– რა მნიშვნელობა აქვს?

– ჟურნალისტი ვარ და ნუგო სურამელაშვილის შეყვარებულ­თან გვინდა გასაუბრება. თუ თქ­ვენ ხართ, მაშინ თქვენ გაგესა­უბრებით…

– კი მე ვარ.

– შეიძლება, ამ თემაზე გაგე­საუბროთ?

– ერთი წუთით დამელოდეთ… მაია სახლში შევიდა და რა­ მდენიმე წუთში ინტერვიუზე კატეგორიული უარი გვითხრა:

– ვერ დაგელაპარაკებით, არა…

– რატომ?

– გასარკვევია ბევრი რამ და იმ­იტომ.

– ჩვენ ამ თემაზე გია სურამე­ლაშვილს ველაპარაკეთ და არ გვინდა, მის ნათქვამზე თქვენი კომენტარი არ იყოს.

– მაშინ მითხარით, რა თქვა?

– თქვა, რომ ის არ არის თქვე­ნი ურთიერთობის მომხრე.

– არა, არა, საერთოდ არ მაინ­ტერესებს, რაც თქვა ეგ, ალბათ, თვისი აზრია და მე გავარკვევ ყველაფერს. უბრალოდ, შეყვარ­ებული არ ვარ და როგორ მოგცე ინტერვიუ?

– თქვენ არა ხართ ნუგოს შე­ყვარებული?

– არა ვარ, ხო, ეგ არის ტყუილი.

– თავიდან ხომ მითხარით, რომ თქვენი შეყვარებულია?

– ხო, უბრალოდ, ვიცნობ და რაღაც ურთიერთობა იყო, მაგრამ შეყვარებული არ ვარ.

– ვერ მივხვდი, ანუ დაშორდ­ით ერთმანეთს?

– არ მინდა, ინტერვიუ რომ მო­გცეთ და მისი აზრები სულ არ მა­ინტერესებს…

– გასაგებია, ურთიერთობა აღარ გაქვთ?

– არა გვაქვს, არა…

რთული სავარაუდოა, როგორ დასრულდება მაიასა და ნუგოს რომანი და გახდება თუ არა ძა­ლიან მალე გია სურამელაშვილი მამამთილი. გიასა და მისი ცხ­ოვრების დეტალებზე მისი მეგო­ბარი ჟურნალისტი გვესაუბრა, რომელმაც ერთ დროს პოპულა­რული მომღერლის უიღბლო და უცნაური ქორწინების ამბავს ფარდა ახადა.

გია სურამელაშვილის მეგო­ბარი ჟურნალისტი: – მე გიას ყოფილ ცოლს, მაია კვესელავას ძალიან კარგად ვიცნ­ობ, მაგრამ, როგორ გითხრათ, ძა­ლიან ბევრი წლებია არ უნახავს. შოკოლადი არ მოუტანია თავისი შვილისთვის, რა, იმიტომ კი არა, რომ მე რაღაცა… გიას ყოფილი ცოლია, გია ჩემი მეგობარია და გია უფრო მიყვარს. ჰქონდა ძა­ლიან უაზრო ეჭვიანობა, რაღაცა აუტანელი გახდა თანდათან. იყო ისეთი წლები, რომ გიას პოპულა­რობა მართლა ძლიერი იყო, ხომ იცით, არა? მაგრამ გია, როგორც მამა, არის ძალიან მკაცრი, მინდა გითხრათ, უზომოდ უყვარს თავი­სი შვილი. მოსკოვშიც ჰყავდა, რო­ცა იქ იყო, ლენინგრადშიც, იმიტომ რომ ბავშვი იყო უდედოდ, რა. მე­რე, ბებიაც რომ გარდაიცვალა, ქა­ლბატონი ლია, ეს ბავშვისთვის სა­სწაული ტრავმა იყო, იმიტომ რომ იმ ქალმა და მამიდებმა გაზარდეს. მაია კვესელავას თავისი შვილი არ გაუზრდია, მოვიდეს და პირშიც ვე­ტყვი, იმიტომ, რომ მე ვარ ამის ცო­ცხალი მოწმე.

– სად ცხოვრობს გიას ყოფილი ცოლი ახლა?

– ქალი, რომელსაც პირადობის მოწმობა არ აქვს, სადღაც მამიდა ჰყავს და იმასთან არის შეკედლებული, მემგონი, დიდუბეში. მე არ ვურთიერთობ მასთან. არაფერი არ არის გარეგნულად, მაგრამ ბუ­ნებით არ იყო ცუდი ადამიანი, მა­გრამ სხვის ოჯახში ვერ ჩაერევი. ერთი სიტყვით, რამდენიმე წლის მერე დაშორდნენ, მაგრამ შვილმა ხომ არაფერი დააშავა, არა? „არა მაქვს, არა მაქვს“ – სულ „არა მა­ქვს“-ს გაიძახის. ცოტა მოიზარდა, პერანგიც არ უყიდია. ნუგოს მერე გაჭირვებები ჰქონდა და არც მაშინ არ ჰქონდა…

– მართალია, რომ ნუგო ბებიის ორმოცზე დაიჭირეს?

– არა, დაკრძალვაზე დაიჭირ­ეს. ნუ, მე კი ვიცი ეს ყველაფერი დეტალურად, მაგრამ მე მაინც არ ვიტყვი, იმიტომ რომ ჩემი და გიას მეგობრობა ისეთ რანგშია და თან ბავშვი ჩემს ხელში დაბადებული და გაზრდილია, რომ არ მინდა ვთ­ქვა, თორემ ყველაფერი ვიცი თავი­დან ბოლომდე. ბავშვი აპრილში 23 წლის გახდება.

– სწავლობს სადმე?

– არა. იცით, რა არის? ვერ გავი­გეთ, საბოლოო ჯამში, რა უნდა და რა აინტერესებს.

– ყოფილი მეუღლე საზოგა­დოებრივად აქტიური ადამიანი არ არის, ხომ?

– არა, უბრალოდ, ჰქონდათ რა­ღაც ფიზიოლოგიური ურთიერ­თობა. როგორც ვიცი, გიაზე ექ­ვსი წლით უფროსია, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. დიდი ხანია, არ მინახავს, როგორც მახსოვს, დაბალია, მერე ცხვირის ოპერაციაც გაიკეთა. ერთხელ ისე გაამწარა გია, რომ ცხვირში „გლიჯა“..

. – ნუგოს საცოლე ჰყავს, ხომ?

– არ ვიცი, ბავშვს რანაირად უნდა ვა­ტკინო გული. მე მაგ საკითხს ვერ შევეხები ვერა­ნაირად, თუ სათქმელია, ბავშვმა თქვას თვითონ, მამი­დები იქ არიან, იმათ გაზარდეს. გიას გეფიცებით, დამიჯერეთ, რომ თქვენ ვერ წა­რმოიდგენთ, რამდენჯერ უტკენიათ გული, ამ დროს გია სულ სხვანაირი ბუნების არის, რა. მე ის ვიცი, რომ გია არის თავდადებული და იყო ყოველთვის ოჯახისთვის.

– გია რატომ არის ამ გოგოს წინააღმდეგი?

– გიას პოზიცია არის ერთი, რომ ჩემს შვილს ვინც უნდა, მეც ის მი­ნდა, მაგრამ თვლის, რომ ჯერ ადრეა. რაშია საქმე, იცით? გიას რომ დედა გარდაეცვალა, ეს იყო სასწ­აული ქალი, ყველანაირად კარგი გაგებით და გია იყო დედამისის ფანატი. მამამისი არის მძიმე ავ­ადმყოფი კაცი, ინსულტი ჰქონდა. მის დას, მაკას, ორი შვილი ჰყავს და სრულიად ახალგაზრდა გოგოს ქმარი გარდაეცვალა, რამდენიმე წლის წინათ. მეგობარს ეხმარებო­და, ჩამოვარდა და თავის ტრავმა მიიღო. ეს და მისი მეორე და ნინო, მასაც ჰყავს პატარა შვილი, წარმ­ოიდგინეთ, რამხელა ტვირთი აქ­ვს გიას. იმ დებსაც რაღაცნაირად ხომ სურს, რომ დაეხმაროს? იქით მამამისი, პლუს თავისი შვილი, რომელსაც უნდა ჩაცმა… რა ქნას ამ ერთმა გიამ? კიდევ ამან ცოლი რომ მოიყვანოს…

– გიასთან ერთად ცხოვრობს ხომ შვილი?

– ნახევრად მამიდებთანაა, იმ­იტომ რომ, ხომ გეუბნებით, გია მკაცრი მამაა. გია რომ ერთს გადაუბრიალებს თვალებს და ერთს რომ შეუყვირებს, ის უკვე მეორე ოთახშია, ან საერთოდ აღარ ჩანს. რამდენადაც თბილი და მოსიყვ­არულე მამაა, იმდენად მკაცრი და მომთხოვნია. ამხელა ოჯახი გიას კისერზეა, გოგოები უმუშევარი, ამდენი ბავშვი და ახლა ცოლი. ბავშვს, რომელსაც არ აქვს სამსახური, რეალური სპეციალობა, თუნდაც ხელობა, ცოლი კარგია, მაგრამ, რომ გავა ერთი წელი და იმას მერე შვილიც რომ გაუჩნდ­ება, განა ბაბუობა არ უნდა, მაგრ­ამ ამ ერთმა გიამ რა ქნას? ნუგო ცოტა კი არ დაუჯდა საერთოდ გიას, ყოველთვის კარგად აცმე­ვდა, აჭმევდა, ზღვას არ აკლებდა და მოსკოვი და ლენინგრადი არ დაუკლია…

– ამერიკაში ცხოვრობს გო­გო, რომელიც გიას მოსწონს სა­რძლოდ?

– გაღმით შენა ხარ, გამოღმით მეო, ეს რეალური სურათი არ არ­ ის.

– ნუგო მამამისს ჰგავს?

– „კოპიო“ მამამისია, ძალიან ჰგავს გიას.

– თვითონ არ კითხულობდა დედამისს?

– ის ქალი არის გაუცხოებული მისთვის, რა… შვიდი წელი იმ ქა­ლს არ მოუკითხია თავისი შვილი. ბებომ და მამიდებმა გაზარდეს, მისთვის ბებო იყო მთავარი და ძალიან დი­დი ტრავმა მიიღო მისი გარდაც­ვალებით. გიას მეტი შვილი არ ჰყ­ავს, იმიტომ, რომ იმ მაიამ იმდენი რამე გადაატანინა, რომ ცხოვ­რებაში აღარ შევქმნი ოჯახსო… მე მგონია, რომ გია არ მოიყვანს ცოლს, იმიტომ რომ მაგას დაფი­ცებულიც აქვს და ჩვენში რომ დარჩეს, დაგინებულიც… მაგას მთელი ცხოვრება ვინც უყვარს, მე ძალიან კარგად ვიცი, მაგრ­ამ ეგრე არ არის, რა. ხუთი წლის მერე რა იქნება, მე ეგ არ ვიცი… მე და გიამ გუშინ ვისაუბრეთ და მითხრა, რომ ძალიან ბევრი სიახ­ლეაო. გია თუ გადადგამს რაიმე ნაბიჯს, ეს არაფრით არ მოხდება უჩემოდ, იმიტომ რომ ჩვენ ისეთი მეგობრები ვართ, რომ ერთმან­ეთისთვის კბილის ამოღებაც არ დაგვიმალია.

– სად ცხოვრობს გია?

– წერეთელზე, „თელასი“ რომ არის, ზედ გზაზე, იმ კორპუსში ცხოვრობს, მაგრამ ახლა აქ არ არის, კახეთშია. გია რომ არ არის, ნუგო მამიდებთან რჩება. ხშირად მიდი-მოდის მცხეთაში, მაინც ახ­ლოს არის. იცით, მაგათ როგორი მამაშვილობა აქვთ, მემგონი, გია არაჩვეულებრივი ბაბუა იქნება, მაგრამ, ალბათ, ჯერ ცოტა ად­რეა, რაა, მაგრამ ეგენი გადარე­ულები არიან და შეიძლება ორივ­ემ ერთად მოიყვანოს ცოლი, რა ვიცი. – ძალიან საინტერესო ქორწ­ილი იქნება… – მით უმეტეს, რომ გიას ჯვარი არ ჰქონია მაიასთან დაწერილი. ვიცი, რომ გია არის მორწმუნე და ვფიქრობ, თუ ამ ნაბიჯს გადადგამს, აუცილებლად სხვა რანგში აყვანილი იქნება. მაია მოიყვანა ცოლად იმიტომ, რომ უბრალოდ ლმობიერია გია, ფეხმძიმე იყო და ვეღარ მიატოვა.

– გლდანში ცხოვრობდნენ ადრე, ხომ?

– კი, როგორ არა, იქ ცხოვრო­ბდნენ. გიაც ჩადიოდა ქობულე­თში, მაგრამ ქობულეთში ის გა­ყიდეს მაიამ და დედამისმა. ადრე მაია, მემგონი, ამერიკაშიც იყო წასული სამუშაოდ. ვერ გავიგე მე მაგ ქალის, უთავბოლო ქალია. ვერც ეს ოჯახი შეინარჩუნა და დედამთილთანაც ვერ შეინარჩუ­ნა ურთიერთობა, ვერ გავიგე, რა უნდა, დაბოდიალობს, დაბოდი­ალობს და თავისი ადგილი ვერ იპოვა, არც ცოლად ივარგა, არც რძლად და არც დედად. ჩემი მე­ გობარი ვისაც ეყვარება, მეც ის მინდა, ეს ვიცი მე. მინდა, რომ მისი შვილი იყოს ბედნიერი, გია ნამდვილად იმსახურებს დიდ სი­ყვარულს.

(გაზეთი “პრაიმტაიმი” N38-ის არქივიდან 2009 წ.)

 

ავტორი: რუსა ღვანიძე