გიორგი მამალაძის საქმის მთავარ მოწმეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს

11:50 02-15-2017
60

ჟურნალისტ ირაკლი მამალაძეს, რომელიც დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეში როგორც ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ისე ფიგურირებს, პროკურატურის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო დაცვა დაენიშნა.

როგორც მამალაძემ ტელეკომპანია “იბერიასთან” სატელეფონოი საუბარში აღნიშნა, ხელი საქმის დეტალების გაუხმაურებლობაზე აქვს მოწერილი, რადგან ერთ-ერთი მოწმეა, თუმცა საქმეში სხვა უამრავი მტკიცებულება არსებობს.

“ვინც მე მიცნობს, იცის, რომ იმას არ გავაკეთებდი, რაც რეალობასთან ახლოს არ არის. მე არ მივიღებდი არავის დაგეგმილ სცენარში მონაწილეობას”, – განაცხადა მამალაძემ.

2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად  მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა დეკანოზი გიორგი მამალაძე, დანაშაულისთვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მომზადებას.

ავტორი: ლილუ მიროტაძე