დეკანოზი გიორგი მამალაძე ამჟამად ჩაფიძის კლინიკაშია, თუმცა ტელეკომპანია “იბერიას” ინფორმაციით, ის შესაძლოა დამატებითი გამოკვლევებისთვის ღუდუაშაურის კლინიკაში გადაიყვანონ.
ტელეკომპანიასთან საუბარში ღუდუშაურის კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ ამ დროისათვის ჩაფიძის კლინიკას პაციენტის გადაყვანის თხოვნით, ოფიციალურად ჯერ არ მიუმართავს.
მას გამოკვლევებისთვის სავარაუდოდ, ღუდუშაურში გადაიყვანენ და სემდეგ უკან, ჩაფიძის კლინიკაში დააბრუნებენ, სადაც პნევმონიას მკურნალობენ. როდის გაწერენ საავადმყოფოდან სასულიერო პირს, ჯერჯერეობით უცნობია.
მამალაძე ჩაფიძის კლინიკაში რამდენიმე დღის წინ მატროსოვის ციხიდან გონების დაკარგვის შემდეგ გადაიყვანეს. დეკანოზს მაღალი სიცხეები და წნევა ჰქონდა, საბოლოოდ კი პნევმონია დაუდგინდა.
ე.წ. ციანიდის საქმეში დეკანოზი გიორგი მამალაძე ფიგურირებს, რომელიც 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ბერლინისკენ მიმავალი დააკავეს. მას ხელბარგში მომწამვლავი ნივთიერება ციანიდი აღმოაჩნდა, რომელიც მთავარი პროკურატურის განცხადებით, მაღალი სასულიერო იერარქიის პირის მკვლელობისთვის იყო განსაზღვრული.