დიანა ღურცკაიამ ქმარს მეგრული ასწავლა – “რუსებს, რომლებსაც ცრემლები­საც არ სჯერათ”…

00:41 10-21-2016
198

„ნუ ხარ მოწყენილი, შენ ძალიან კარგი გოგო ხარ და ძალიან კარგი ხმა გაქვს. თუ მე რამე შე­მეძლება, დაგეხმარები“ – მე მივა­ღწიე! მივაღწიე იმას, რასაც ვაკეთებ, რის გარეშე ვერც კი ვიცოცხ­ლებდი”.

ავტორი: მარი გულორდავა

“მომღერალი დიანა ღურწკაია 1995 წლიდან მოსკოვ­ის სცენაზე დგას. უცხო ქვეყანაში კარიერის მოწყობა მას არ გასჭირვებია. რუსებს, რომლებსაც ცრემლები­საც არ სჯერათ, საქართველოდან ჩასულმა პატარა გო­გონამ თავი ძალიან შეაყვარა და რუსულ საესტრადო ბაზარზე თავის დამკვიდრება შეძლო. დიანა ახლა სა­ ქართველოშია, ქობულეთში ისვენებს. ეს მისი ოცნება იყო. ყოველთვის უნდოდა, ქმარ-შვილთნ ერთად საკუ­თარ ქვეყანაში დაესვენა და ოცნებაც აიხდინა…. 

დიდი ხანია ვოცნებობ იმაზე, რომ ჩემი შვ­ილი საქართველოში ჩამომეყვანა და საკუთარ ქვეყანაში დამესვენა. ჩემთვის ძალიან მნიშვნ­ელოვანია, როცა აქ ყველა თვალებში შემომც­იცინებს და მიღიმის. დამერწმუნეთ, ამას არ სჭირდება არანაირი დანახვა, ისედაც ყველაფ­ერს მშვენივრად ვგრძნობ.

– დიანა, მომიყევი, როგორ გაიცანი შენი მეუღლე?

-ჩემი მეუღლე ირინა ხაკამადამ გამაცნო. პეტრე მაშინ კონცერტებს უკეთებდა ორგა­ნიზებას. გაცნობიდან რამდენიმე დღეში ჩემი დაბადების დღე იყო. ჩემმა ძმამ კი პეტრე და­პატიჟა. ლილიების თაიგულით მესტუმრა და ძალიან სერიოზული ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა. ვიფიქრე, ვინ არის ეს ბიძა-მეთქი(იც­ ინის)…

შემდეგ მირეკავდა და მკითხულობდა. ერთ მშვენიერ დღეს დამირეკა და კინოში და­მპატიჟა. რობერტმა მითხრა, რა მოხდა წაყე­ვიო.

-წაყევი?

-ჯერ უარი ვუთხარი, უამინდობა მოვიმიზე­ზე, მაგრამ მერე შემრცხვა და ჩემს დაქალთან ერთად წავყევი.

-იქნებ მხოლოდ შენთან ერთად უნდოდა წასვლა?

-ჰო, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩავუგდე (იცინ­ის).

-სიყვარულში როდის გამოგიტყდა?

-ჩემთან სახლში მითხრა. მაშინ მე ძალიან დავიბენი და არ ვიცოდი რა უნდა მეპასუხა. არა მგონია, რომელიმე გოგოს ეწყინოს, როცა სიყვარულს უხსნიან და არც მე ვყოფილვარ გამონაკლისი.

-რა უთხარი?

-ვუთხარი, რომ მე უსინათლო გოგო ვარ და ასეთ ადამიანთან მოგიწევს მთელი ცხოვ­რება ყოფნა-მეთქი. ვუთხარი, რომ მის მშობ­ლებს, შეიძლება არც გახარებოდათ, რომ მათ შვილს ცოლად უსინათლო გოგო მოჰყავდა. პეტრემ მითხრა, ბავშვი არა ვარ და ძალიან კარგად ვიცი, რასაც ვაკეთებო. დღეს მე მისი მეუღლე ვარ და ძალიან ბე­დნიერი ვარ. 

-ქართულს თუ ასწავლი მეუღლეს?

-უკვე ვასწავლე და ისე კარგად იცის, რომ მისი თანდასწრებით სხვასთან ქართულად სა­იდუმლოდ ვერც ვსაუბრობ. სხვათა შორის, არა მარტო ქართული, მეგრულიც იცის.

– არ მითხრა, ქართული კერძების მომზ­ადებაც იცისო?

-აბა რა. ყველაფრის მომზადება ვასწავლე. თან მეცხარე საჭმელი მიყვარს და პეტრეც უკვე შეეჩვია ცხარეს ჭამას.

-ე.ი. ქართველების კარგი სიძეა პეტრე?

-უფლის ნებით ასეა. მე ყველაფერს გავაკე­თებ იმისთვის, რომ ჩემი ოჯახიდან არასოდეს გაქრეს ქართული ტრადიცია და მუდამ ისმო­დეს ქართული სიმღერის ხმა.

-ბავშვის დაბადებამ თქვენს ცხოვრებაში ალბათ ბევრი რამ შეცვალა?

-რა თქმა უნდა. ბავშვი ყველაზე დიდი სიხა­რულია, რაც ქვეყანაზე არსებობს. კონსტანტ­ინეს, დაბადების დღიდან დღემდე მე ვუვლი, ვაჭმევ, ვასმევ, ვაბანავებ და ვუცვლი. შეიძლე­ბა ვინმეს გაუჩნდეს კითხვა, როგორ ვახერხებ ამ ყველაფერს, მაგრამ დამერწმუნეთ, საკუ­თარი შვილის მოვლას მხედველობა არაფერში სჭირდება. 

– სიმღერის ნიჭი თუ აქვს კონსტანტინეს?

-ჯერ კიდევ პატარა იყო, როცა მუსიკის ხმ­აზე რეაგირებდა. ძალიან მინდა ქართულ ცე­კვაზე შევიყვანო, რადგან უკვე ვამჩნევ, რომ მონაცემები აქვს.

-დიანა, გაიხსენე კარიერაში შენი პირვ­ელი ნაბიჯები.

-რაც თავი მახსოვს, ვმღერი, მაგრამ არასოდეს დამავი­წყდება ჩემი პირველი გამოსვლა დიდ საკონცერტო დარბაზში, ქალბატონ ირმა სო­ხაძესთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ პა­ტარა გოგო ვიყავი, მაშინვე ვთქვი, რომ სცენა ჩემთვის ყველაფერი იყო და ეს იყო გზა, რომე­ლსაც მთელი ცხოვრება გავყვებოდი. ამისთვის დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ქალბატონ ირ­მას, რომელმაც ჩამისახა სცენის სიყვარული. იმ დღეს სანამ სცენაზე გავიდოდი, კულისებში ძალიან სასიმოვნო სიტუაცია იყო, ყველა მე­ფერებოდა და წარმატებას მისურვებდა. მე კი ქალბატონ ირმას კალთას არ ვშორდებოდი და სულ კუდში დავდევდი…

-მერე იყო მოსკოვური კარიერა და, ალ­ბათ, უფრო რთულად გასაკვალი გზა?

-იცით რა, არც ისე რთულად. უფრო რთ­ული იყო ჩემთვის იმ პერიოდში ბათუმის მუ­სიკალურ ფესტივალზე მონაწილეობის მიღება, სადაც რატომღაც გამოსვლაზე უარი მითხ­რეს, ძალიან დამწყდა გული…სწორედ მაშინ, მოსკოვში ტარდებოდა კონკ­ურსი – „იალტა-მოსკოვი. ტრან­ზიტი 95“, სადაც ჩემს ძმას გა­უგზავნია კასეტა, რომელშიც, რა თქმა უნდა, ჩემი სიმღერის ჩანაწერი იყო. თქვენ წარმოიდგინეთ, ამ კონკურსზე მიმიწვ­იეს. როცა ჩემმა ძმამ დამირეკა და მითხრა, რომ მოსკოვში უნდა ჩავსულვი­ ყავი, მე უარი ვუთხარი, რადგან ჯერ კიდევ იმედი მქონდა, რომ ბათუმის ფესტივალზე გავიდოდი, თუმცა რობერტის დაჟინებული თხოვნით, მოსკოვში ჩავედი და დღეს უკვე არ ვნანობ ჩემს გადაწყ­ვეტილებას და ამისთვის მადლობა რობერტს, რომელიც მთელი ცხოვრებაა, ჩემს გვერდით დგას და ჩემი წარმატებისთვის და ბედნიერე­ბისთვის ყველაფერს აკეთებს.

-რა მოხდა ამ კონკურსზე?

-არც პირველი ადგილი მიმიღია და არც რო­მელიმე. უბრალოდ, ჩემს გამო ჟიურიმ დააწესა ახალი ნომინაცია და გავხდი ჟიურის სიმპატია. როგორც ვიცი, ეს პრიზი იგორ ნიკოლაევმა მო­იგონა. მაშინ გული დამწყდა საპრიზო ადგილი რომ ვერ ავიღე, თუმცა დღეს ეს უკვე მეცინება ამაზე. სხვათა შორის, ამ კონკურსის ბანკეტზე, ჩემთან იგორ ნიკოლაევი მოვიდა და მითხ­რა:

„გოგონა, ნუ ხარ მოწყენილი, შენ ძალიან კარგი გოგო ხარ და ძალიან კარგი ხმა გაქვს. თუ მე რამე შე­მეძლება, დაგეხმარები“.

ალბათ, ყველა იმ კონკურსანტისთვის, რომელიც იმ დღეს სცენაზე გამოვიდა, ეს სიტყვები სა­უკეთესო ჯილდო იქნებოდა. ამ სიტყვების შემდეგ ჩემს ცხოვრებას სტიმული მიეცა. მას მერე ბევრი შრომა დამჭირდა, რომ რაღაცისთ­ვის მიმეღწია და დღეს თამამად შემიძლია ვთქვა – მე მივა­ღწიე! მივაღწიე იმას, რასაც ვაკეთებ და რაც ძალი­ ან მიყვ­არს, რის გარეშე ვერც კი ვიცოცხ­ლებდი.

(გაზეთი “პრაიმტაიმი” N25-ის არქივიდან 2009 წ.)

ავტორი: რუსა ღვანიძე