“ძნელი დასაჯერებელია, რომ ჰერა შეიძლება 30 წლით უფროსი მამაკაცის ერთგული იყოს”…
ასაკოვანი ჰოლივუდელები სიყვარულის საძიებლადა რუსეთს აკითხავენ. 56 წლის მიკი რურკი სკოლის მოსწავლესავით თავდავიწყებით არის შეყვარებული რუს დამწყებ მოდელ ევგენია ვოლოდინაზე. გოგონა ბაბუისხელა კაცის ოფიციალურ საყვარლობას მუქთად არ დათანხმებია.
ამბობენ, ყოველ თვე გოგონა 10 ათას დოლარს იღებს მიკი რურკისგან. თუ ევგენია მსახიობს ნანატრ მემკვიდრეს გაუჩენს, პრემიის სახით 500 ათას დოლარს მიიღებს. 24 წლის მოდელმა რურკთან რომანით უკვე მიიღო საცვლების რეკლამის კონტრაქტი და ამიტომ, დაორსულებაზე ჯერ არ ფიქრობს. მიკი რურკის რუსული გემოვნება იმდენად შორს წავიდა, რომ სულ რამდენიმე დღის წინ, ლონდონში ის დიმა ბილანის საცოლე ლენა კულეცკაიასთან ერთად კლუბში ერთობოდა.
სანამ ბილანი დაგეგმილი ქორწილის დეტალებს აგვარებს, მისი საცოლე ბებერ „პლეიბოისთან“ ერთობა. წყვილი ლონდონის კლუბში ბევრს იცინოდა და ერთმანეთს ეხუტებოდა .
მიკი მას თავის მეგობრებს უბრალოდ სახელით – ელენათი აცნობდა. ბილანის საცოლემ განაცხადა, რომ მიკი რურკთან უბრალოდ მეგობრული ურთიერთობა აქვს. შეიძლება ეს სკანდალი მოსალოდნელი ქორწილის ჩაშლის მიზეზიც კი გახდეს.
თუ დიმა ბილანმა დაიჯერა საცოლის თავის მართლება, მაშინ ქორწილს საფრთხე არ დაემუქრება.
ჰოლივუდის მეორე ვეტერანი მაიკლ მედსენი, ბოლო 6 თვის განმავლობაში 18-ჯერ იყო მოსკოვში. ამ ხშირი ვიზიტის მიზეზი კი, შვილის ტოლი სტუდენტი გოგონა სახელად – ჰერაა.
იმისთვის, რომ მაიკლის ცოლმა არაფერი იეჭვოს, მოსკოვში მსახიობი საკუთარი თვითმფრინავით ჩადის. ქვეყანაში შედის ფსევდონიმით – ედვარდ კელმანი და პატარა ვიპ ოტელში ჩერდება, სადაც ერთ ღამეში 1000 დოლარს იხდის. რუს საყვარელს მედსენი ყოველთვე 5 ათას დოლარს უხდის იმაში, რომ რქები არ დაადგას, მაგრამ ძნელი დასაჯერებელია, რომ ჰერა შეიძლება 30 წლით უფროსი მამაკაცის ერთგული იყოს.
(გაზეთი “პრაიმტაიმი” N27-ის არქივიდან 2009 წ.)