“ევროპული საქართველო” “რუსთავი 2”-ის პროტესტს უერთდება

12:24 02-18-2017
56

პარტია “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საპროტესტო მაუწყებლობაზე გადასვლას დადებითად აფასებს.

როგორც კახიძემ “პრაიმტაიმთან” საუბარში აღნიშნა, პარტია უერთდება “რუსთავი 2”-ის პროტესტს და ასევე აქციას, რომელსაც ტელეკმპანიის მხარდამჭერები ხვალ, პარლამენტის წინ მართავენ.

“პარტია “ევროპული საქართველო” უერთდება “რუსთავი 2”-ის პროტესტს. საზოგადოების ყველა ობიექტურმა წარმომადგენელემა იცის, რომ ხელისუფლება დგას ე.წ. კერძო დავის უკან და ურთმელიძეს და შემდეგ ნაზღაიძეს გამოტანილი აქვს უსამართლო გადაწყვეტილებები, რაც მიზნად ისახავს “რუსთავი 2″-ის წართმევას. ხელისუფლებას არ მოსწონს ტელეკომპანიის საკადრო პოლიტიკა”, – განაცხადა კახიძემ.

ტელეკომპანია “რუსთავი 2” საპროტესტო მაუწყებლობაზე გადავიდა. ამის შესახებ “კურიერის” წამყვანმა ზაალ უდუმაშვილმა „კურიერის“ სპეციალურ გამოშვებაში გუშინ განაცხადა, სადაც მაყურებელს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის განცხადება გააცნო.

ამ დროისთვის არხს მაუწყებლობა შეწყვეტილი აქვს. მისი თქმით, ეს არის პროტესტის უკიდურესი ზომა, რომელსაც შესაძლოა ტელევიზიამ მიმართოს.

ავტორი: ლილუ მიროტაძე