ემოცია – მაკა ზამბახიძე: – “სიხარულისგან ვკიოდი და ვწიოდი, სცენის წინ დავხტო­დი, მთელ ბათუმს ესმოდა ჩემი და რატის ხმა”…

23:28 10-24-2016
130

“ცივი ოფლი მასხამდა, ასეთი განცდა არასდროს მქონია, გვერდით მჯდომი გამომელაპარა, ხომ არ გცივაო? ეტყობა, სახეზე საშინელება მეხატა”…

გახარებულია… 

იურმალას კონკურსი „ახალი ტალღა“ რომ უნდა დაწყებულიყო, შეტყობინ­ება მოგვივიდა, რომ იგორ კრუტოიმ მოითხოვა, დუეტ „ჯორჯიას“ გახსნაზე გვემღერა. თან იგორს რატის ის სიმღერა უნდოდა შეგვესრულებინა, რომელიც შარშან იურმალაზე ვიმღერეთ. ჩვენ, ჯო კოკერის ახალი სიმღერა მთელი მო­ნდომებით ჩავწერეთ და ისე წავედით. რევზინსა და კრუტოიზე რომ არაფერი ვთქვა, ვიზაჟისტიდან დაწყებული ხმის რეჟისორით დამთავრებული, ყველა თბილად შეგვხვდა. იქ ისე ვუყვარვართ, რომ სხვანაირად წარმოუდგენელი იყო. გამიხარდა კი არა, სიხარულისგან ვკიოდი. ბევრს გაუმარჯვია, მაგრამ მომდევ­ნო წელს არ მიუწვევიათ. ამიტომ ბევრს ნიშნავს ასე რომ დაგიმახსოვრებენ და მიგიწვევენ.

განიცდის… 

ბათუმში, „აჭარა მიუზიკ ჰოლში“, მე და რატის სოლო კონცერტი გვქონდა და ძალიან დადებითი და სასიამოვნო განცდები დამეუფლა. უამრავი ხალხი მო­ვიდა, 2 საათიანი სრული პროგრამით დავიღალეთ, მაგრამ სასიამოვნო დაღლა იყო. ცოცხალ ბენდთან ერთად შევასრულეთ უცხოური ჰიტებიც. სასიამოვნოა ზღვისპირა ქალაქში კონცერტი. ხალხისგან დადებითი მუხტი წამოვიდა. მოდი­ოდნენ და ფოტოებს იღებდნენ. ერთი მოვიდა, შენი დიდი თაყვანისმცემელი ვარ, არც ფოტოაპარატი მაქვს რომ შენთან ერთად ფოტო გადავიღო და არც ტელე­ფონი და რა ვქნაო? ვუთხარი, მე მაქვს და გადავიღოთ, მერე „ადნაკლასნიკებში“ მომძებნე, სკაიპი მომწერე და გამოგიგზავნი-მეთქი. ბავშვი სიხარულისგან გაგი­ჟდა. ჩემთვის ეს ემოცია ძალიან ბევრს ნიშნავს… ნამდვილად კარგი განცდაა.

შეშინებულია… 

ბოლოს ფრენამ შემაშინა. თვითმფრინავით რამდენჯერმე მიმგზავრია ვა­ხოსთან ერთად, ძალიან ეშინია, კანკალებს. მე არასდროს არ მქონია ფრენის შიში. მარტოც მიფრენია, ნამდვილად ვახომ გადმომდო. იურმალიდან მარტო რომ მოვფრინავდი, ეტყობა გადმომედო ეს შიში და ის 2 საათი რაღაც კოშმარი იყო. ახლა ჩამოვარდება თვითმფრინავი, ვახოს ვეღარ ვნახავ (თან ვიცოდი, რომ აეროპორტში მელოდებოდა), დედა რა მეშველება-მეთქი, ვშფოთავდი. სასწაუ­ლი შეგრძნება დამეუფლა. ყველა „იამაზე“ ცივი ოფლი მასხამდა. ასეთი განცდა არასდროს მქონია. გვერდით მჯდომი ბოლოს გამომელაპარა, ხომ არ გცივაო? ეტყობა, სახეზე საშინელება მეხატა. მერე, საშინელი ქარი იყო და ვერ ჯდებ­ოდა, ამან ხომ საერთოდ რა დამმართა, ვერ აღვწერ.

ხალისიანია… 

ძალიან ვიხალისე ბათუმში რადიო „აფხაზეთის“ მიერ მოწყობილ კონცერტზე. ქართველმა მომღერლებმა რომ ვიმღერეთ, კონცერტის ბოლოს, სიურპრიზად და მოულოდნელად, სცენაზე ზანგების ჯგუფი „FIRE“ გამოვიდა. ერთსაათიანი კონცერტი ჩაატარეს. სიხარულისგან ვკიოდი და ვწიოდი, სცენის წინ დავხტო­ დი. მთელ ბათუმს ესმოდა ჩემი და რატის ხმა. ჯგუფის მთელი რეპერტუარი ზე­პირად ვიმღერეთ. ჩემი ოცნება იყო ამ ჯგუფის ასე ახლოს ხილვა და მოსმენა. სცენაზე დიდი სიამოვნებით ავიჭრებოდი, მაგრამ ვინ ამიშვებდა… სცენიდან გვ­იყურებდნენ გაოცებული ზანგები, მათ სიმღერებს რომ ვმღეროდით. მართლა გავხალისდი.

აღშფოთებულია… 

აღმაშფოთა ცუდმა ამინდებმა. ბათუმში კონცერტები გვქონდა და ცუდი ამინდის გამო ვერ დავრჩი დასასვენებლად. უკან ვბრუნდებოდი და მერე ისევ ჩავდიოდი. როცა ზღვისპირა ქალაქში ვარ და ცუდი ამინდებია, დეპრესიაში ვვ­არდები. გავირუჯე, მაგრამ ისე ვერა, როგორც მინდოდა. წვიმის დროს სასტუმ­როში ვიჯექი ხოლმე, მოღრუბლული როცა იყო, ბულვარში ვსეირნობდით მე და ვახო. ფსიქოლოგიურად ვისვენებდი, ძალიან ხმაურიანი წელი მქონდა, კლუბებ­ის და კონცერტების და მოკლედ, მეტნაკლებად დავისვენე. ამინდებმა კი ხელი არ შეგვიწყო.

ემოცია არ აქვს… 

საერთოდ ემოციური ვარ, მაგრამ ჭორებს უემოციოდ ვატარებ. ერთადერთი, რაც მართლა არ მაღელვებს, ეს ჭორებია. ისეთი ჭორი გამიგია, წესით მართლა ნერვები უნდა ამშლოდა, მაგრამ საერთოდ არ მქონია ემოცია. ათასი პროცენტით დარწმუნე­ბული ვარ, რომ ასე არ იყო, მაგრამ ხალხს უნდა ასე ილაპარაკოს და ჭორებსაც ამ­იტომ ავრცელებენ. ჩემზე და ვახოზე იყო ეს ჭორი, რომ დავქორწინდით მაშინ ააგო­რეს… კონკრეტულად რა ჭორი იყო, არ მინდა იმაზე ლაპარაკი. ასე ემოციის მართვა არ მისწავლია, ეს თავისთავად მოხდა. პირველ რიგში საკუთარ თავთან და ღმერთთ­ ან ვარ მართალი და ნერვებიც არ მეშლება.

(გაზეთი “პრაიმტაიმი” N26-ის არქივიდან 2009 წ.)

ავტორი: რუსა ღვანიძე