ემოცია – ნატო გელაშვილი: – “ყველა სიმღერის დაწერის შემდეგ მგონია, რომ ბოლოა”…

14:35 11-21-2016
229

აღშფოთებულია…

ბოლოს როდის აღვშფოთდი აღარ მახსოვს. არაფერზე აღარ ვშფოთდები. ყველაფერი გავიარე უკვე და ამ ემოც­იისგან დაცლილი ვარ. „აა… ჰო, რა მოხდა…“- ასე ვხვდები თითქმის ყველაფერს. შარშან იმდენად დიდი იყო ჩემი აღ­შფოთება, რომ წინა წელში დავტოვე ეს ემოცია. თბილისში არ ვიყავი ომის დროს და გახლეჩილი გრძნობა მქონდა. მეგონა თბილისს ვერასდროს ვნახავდი. ამასწინათ გორის ტრასა გავიარე და ახლობელს ვუთხარი კიდეც, რომ მეგო­ნა ამ ტერიტორიას ვერასოდეს ვერ გავივლიდი და თბილ­ისში ვერასდროს ჩამოვიდოდი-მეთქი.

გახალისებულია…

გამახალისა იმ მომენტმა, როდესაც ბათუმიდან დამი­რეკეს და სიმღერაზე კლიპის გადაღება შემომთავაზეს. მე­ გობარმა დამირეკა და მითხრა, აჭარის მთელი ტელევიზია გელოდება აპარატურით და მომსახურეობით და კლიპს გჩუქნიანო. დირექტორი თეა ცეცხლაძე ერთი პერიოდი გადასარევად მღეროდა და შევხვედრივარ კიდეც. მადლ­ობა მინდა გადავუხადო არა მარტო კლიპის გადაღების შემოთავაზებისთვის, არამედ, სტიმულისთვის. არ მომცეს წამოწოლის და სიზარმაცის საშუალება, რაც ძირითადად მახასიათებს.

განიცდის…

რამდენიმე დღის წინ განვიცადე კლასელის ტრაგ­ედია. მას 19 წლის შვილი გარდაეცვალა. გზაზე გადმ­ოდიოდა და მანქანამ დაარტყა. არ მეგონა ასე მალე თუ დადგებოდა ჩვენს ცხოვრებაში, კლასელებში ამგვარი პერიოდი. ეს იყო მათთან დაკავშირებული ყველაზე დი­დი და პირველი ტკივილი. ჩემს კლასში ადრეულ ასაკში გარდაცვალების პრობლემა, ღვთის მადლით, არ ყოფი­ლა და ყველა სახეზე ვართ. როცა შევიკრიბეთ, ყველა ერთნაირად განვიცდიდით შვილის დაღუპვის მომენტს. თუ ამაზე დიდი განცდა არსებობს აღარ ვიცი.

გახარებულია…

ბოლოს სიმღერის დაწერამ მომანიჭა დიდი სიხარული. საოჯახო საბჭომ გადაწყვიტა, რომ ეს სიმღერა მე ვიმღ­ერო. რომანტიკული ხასიათისაა. სამი თვის წინ დავწერე და მეუღლეს მივუძღვენი. მასზე კლიპის გადაღებასაც ვფ­იქრობ და საერთოდ, ამამუშავა, გამომაცოცხლა და ხალი­სი მომცა. ერთი წელია, აღარაფერი დამიწერია. საერთოდ, ყველა სიმღერის დაწერის შემდეგ მგონია, რომ ბოლოა. დიდია სიმღერებს შორის პაუზები და აქედან გამომდინ­არე, როცა დაიწერება, სიხარულიც დიდია. მადლობა უფ­ალს, რომ კიდევ დავწერე სიმღერა.

ემოცია არა აქვს…

რაღაც სიმი მაინც შემერხევა, მთლად ისე ვერაფე­რს ვერ გავატარებ. ემოცია ალბათ არ მექნება ისტერიულად მოდასა და ჩაცმაზე, როცა ლაპარაკობენ. ჩემი ტვინი ბევრი რამით არის დატვირთული. სულ ვფიქრობ, ამის მეტი სადარდებელი ამ ადამიანს ნუ­ თუ არ აქვს-მეთქი? ვერ ვხვდები, როგორ იცლის ად­ამიანი მხოლოდ გართობასა და ჩაცმა-დახურვაზე ფიქრისთვის. ასეთი მომენტი არასოდეს დადგა ჩემთ­ვის. ალბათ არ მაინტერესებს და იმიტომ. აი, როდის ვარ შუშის თვალებიანი და უემოციო.

შეშინებულია…

ძალიან ამაფორიაქა სტატიამ მეორედ მოსვ­ლის შესახებ… მეორედ მოსვლა რომ არის მო­ახლოებული ვიცი და ვგრძნობ, მაგრამ ასე დე­ტალურად რომ წავიკითხე, საკმაოდ შევშინდი. ხშირად არ ემთხვევა ნაწინასწარმეტყველება, მაგრამ მაინც. პირველად რის გამოც შემეშინდა, იყვნენ შვილები. თვალწინ დამიდგნენ. მათ ჯერ არაფერი უნახავთ და ამიტომ შემიპყრო შიშმა. წარმომიდგა ყველაფერი ცუდი და საშინელი უბ­ედურება.

(გაზეთი “პრაიმტაიმი” N32-ის არქივიდან 2009 წ)

 

ავტორი: რუსა ღვანიძე