47 წლის ვარსკვლავი, ჯენიფერ ლოპესი, 41 წლის ექს-ბეისბილისტთან, ალექს როდრიგესთან, ურთიერთობას აღარ მალავს. მათი სასიყვარულო ურთიერთობები კიდევ უფრო მყარდება.

ალექს როდრიგესი და ჯენიფერ ლოპესი.
გუშინ, გაიმართა მსოფლიო ცეკვების შოუ “World of Dance”-ის პრემიერა, სადაც ლოპესმა, ჟიურის წევრის სავარძელი დაიკავა და ამავე დროს, პროდიუსერის როლიც შეითავსა. ის სულმოუთმენლად ელოდა, როდის გააშუქებდა NBC-ი პირველ გამოშვებას, რის გამოც მთელი WoD -ის ჯგუფი სასტუმრო ოთახში, ტელევიზორთან შეიკრიბა.
ჯეისთან ერთად იყო მისი ბოიფრენდი ალექსი, რომელიც მთელი გადაღების დროს, მის სიყვარულს, გვერდში ედგა.

ჯენიფერმა ინსტაგრამზე ვიდეო ატვირთა, სადაც ალექსის ტექსტი ისმის: – “ეს მნიშვნელოვანი ღამეა” – ამბობს ალექს როდრიგესი, რაზეც ჯეი იღიმება.
იქვე იმყოფებოდა პროექტის წამყვანი, ჩენინგ ბატუმის მეუღლე, ჯენი, რომელმაც ინსტაგრამზე, ატვირთა ვიდეო, სადაც ის ჯენიფერთან ერთად ცეკვავს და პოსტი გამოაქვეყნა:
“ასე ველოდებით #WorldOfDance!»- ის შოუს დაწყებას, ვულოცავთ გოგოებს პროექტის წარმატებით დასრულებას. ჩვენ, ყოველთვის გვეყვარება შეყვარებული ლოპესი.

შეგახსენებთ, რომ მარტის დასაწყისში, ცნობილი გახდა ჯენიფერ ლოპესის და მისი ახალი ბოიფრენდის, ექს- ბეისბოლისტის ალექს როდრიგესის, სიყარულის ამბავი.

ჯენიფერმა, დრეიკთან დაშორების შემდეგ, რამდენიმე დღეში, როდრიგესთან დაიწყო შეხვედრა და ერთი კვირის შემდეგ, ჯენიფერმა ისტაგრამზე, ალექსთან ერთად გადაღებული სელფი გამოაქვეყნა.
ეხლა უკვე, მათ ერთად, თითქმის ყოველ დღე ხედავენ.