“ვალერის არაერთხელ უთქვამს, რომ სახლში მას არ აფასებენ, მაშინ როცა ათასობით ადამიანი კონცერტებზე ტაშს მიკრავსო”
ვალერი მელაძის ცოლი ირინა, უკვე მიეჩვია ქმრის გარეშე ცხოვრებას და ამიტომ სამი ქალიშვილიდან უმცროსი, სონია, მეხუთე კლასში მარტომ წაიყვანა. თავად მომღერალმაც უკვე ინტერვიუებში აღიარა, რომ ცოლთან აღარ ცხოვრობს. რატომღაც ამ ოჯახურ დრამაში კიდევ ერთი ქართველი, ცნობილი სკანდალური ჟურნალისტი – ოთარ ქუშანაშვილიც ჩაერთო. მან მელაძის ოჯახური დრამის გარშემო კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ეს, მელაძეების ოჯახური კონფლიქტის ლოგიკური დასასრული იყო.
ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინ ვიცოდი, რომ ვალერი სახლიდან წავიდა და ცალკე იქირავა ბინა. რატომ? იმიტომ, რომ ყველაზე ძლიერები და ღირსეულებიც კი, ვერ ახერხებენ შოუბიზნესის წნეხის გაძლებას. მახსოვს ვალერის არაერთხელ უთქვამს, რომ სახლში მას არ აფასებენ, მაშინ როცა ათასობით ადამიანი კონცერტებზე ტაშს მიკრავსო. მისი ცოლი თავის მხრივ თვლიდა, რომ ვარსკვლავი ქმარი მისთვის სითბოს და ყურადღებას ვეღარ იმეტებდა – აცხადებს ოთარ ქუშანაშვილი.
ოთარ ქუშანაშვილი არაე რთხელ შესწრებია ცოლ-ქმრის სკანდალებს. „ერთხელ ერთად ვსადილობდით „რუბლიოვკაზე“ რესტორანში. ირასა და ვალერას შორის სერიოზული კონფლიქტი დაიწყო. ლამის ხელჩართულ ბრძოლაზეც კი გადავიდნენ. ირა იძულებული გახდა იქაურობას გასცლოდა. ვალერი კედელთან მივაყენე და დაწყნარება დავუწყე. მაშინ აღიარა, რომ უკვე ხუთი წელია ალბინაზეა შეყვარებული („ვიაგრას“ სოლისტი). როცა ვალერა ამას მეუბნებოდა, მივხვდი, რომ მას ოჯახი უკვე კარგა ხანია აღარ ჰყავს. უკან დასახევი გზაც არ ჰქონდა. ამ დროს ქართულად დავუწყე ლაპარაკი. ვარწმუნებდი, რომ ჩემი შეცდომები აღარ გაემეორებინა. კარგად მახსოვს 90-იანი წლების დასაწყისი, როდესაც მე და ძმები მელაძეები( თავიანთ ცოლებთან ერთად) „მაკდონალდსში“ ვვახშმობდით. მინდოდა, რომ ვალერის ოჯახი შეენარჩუნებინა. მაშინ არ ვიცოდი, რომ ალბინამ მას ბიჭი გაუჩინა“
ძნელია გაარკვიო, ზუსტად როდის დაიწყო ვალერის და ალბინას რომანი. 2002 წელს ალბინა პირველად გამოჩნდა ვალერი მელაძის მუსიკალურ კოლექტივში. ის მომღერლის ბექ-ვოკალისტი იყო, ორი წლის შემდეგ ბიჭიც გააჩინა. კითხვაზე – ვინ იყო ბავშვის მამა, ალბინა პასუხობდა – ის სიყვარულის ნაყოფია. სამაგიეროდ, ალბინას მამამ ერთხელ განაცხადა, რომ ბავშვის მამა შოუბიზნესთანაა კავშირში. ალბინას მოსკოვური ბინის მეზობლები ამბობენ, რომ წლების განმავლობაში, ვალერი, არასაქმიან საათებშიც ხშირად უნახავთ სექსუალურ ქალბატონთან სტუმრად.
კომენტარს ამ საკითხზე ალბინა შემდეგნაირად აკეთებდა – გასტროლებიდან ჩვენ ხშირად დილით დავრუნებულვართ და ვალერი სახლამდე მაცილებდა და ჩემოდნების ატანაში მეხმარებოდა. ოთარ ქუშანაშვილი თვლის, რომ ალბინა მელაძის ოჯახის დანგრევის მთავარი მიზეზი არ ყოფილა.
„პრობლემა აქ სულ სხვაა. ირა იყო ქალი, რომელსაც უბრალოდ, ოჯახური ბედნიერება უნდოდა, ამ დროს კი ქმარი, სულ უფრო და უფრო იფლობოდა შოუბიზნესის ჭაობში. საბოლოოდ, ვალერი ნამდვილი კაცივით მოიქცა. ცოლ-შვილს დაუტოვა ყველაფერი და თვითონ წავიდა.“
რაც შეეხება ალბინასთან ურთიერთობას, ვალერის ხელი აქაც მოეცარა. ის საყვარელმა ქალმაც მიატოვა და ქუშანაშვილის სიტყვებით თუ ვიმსჯელებთ, ქართველი „პლეიბოი“ სრულიად მარტოა. „ქართველები ძალიან მზრუნველი მამები არიან. როდესაც ვალერის შვილებზე ვეკითხები, მას თვალები უბრწყინავს. ვფიქრობ, რომ ახლა ვალერისთვისაც და ირასთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი მათი შვილები არიან. მინდა ადვილად შეძლონ ამ პრობლემების გადალახვა და ბედნიერები იყვნენ“- აცხადებს ვალერი მელაძის მეგობარი – ოთარ ქუშანაშვილი.
(გაზეთი “პრაიმტაიმი” N28-ის არქივიდან 2009 წ.)