ვანგას წინასწარმეტყველება – ”მსოფლიოს ახალი მმართველი ჩინეთი გახდება"

13:39 02-10-2017
908

ავტორი: კახა კორინთელი

ბულგარელი ნათელმხილველი ვა­ნგა გასული საუკუნის მიწურულს წა­რმოჩინდა. თუმცა მისი წინასწარმე­ტყველებები დღესაც პოპულარულია. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, უბრალო მოკვდავთა გარდა, მას ძლიე­რნი ამაქვეყნისანიც ხშირად სტუმრო­ბდნენ. არა მართო ბიზნესმენები და ოლიგარქები, არამედ ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

მსოფლიოს მომავალზე ვანგას არ­აერთი პროგნოზი ეკუთვნის, რომე­ლთა უმრავლესობა ახდა. უცხოურმა პრესამ ამ პროგნოზებს თავი მოუყარა და საინტერესო კრებული გამოვიდა. დღეს ბევრი ამტკიცებს, რომ დედა­მიწას განადგურება არ ასცდება, ანუ აპოკალიფსი გარდაუვალია. ყველაზე პოპულარული ვერსიით, სამყაროს და­ სასრული 2012 წელს დადგება. აპოკ­ალიფსი ვანგას წინასწარმეტყველე­ბებშიცაა, მაგრამ 2012 წელს კი არა, გაცილებით გვიან. ბულგარელი ნათელმხილველის წინასწარმეტყველება­ში, სამყაროს დასასრულამდე მინიმუმ 26 საუკუნე მაინცაა დარჩენილი. წი­ნასწარმეტყველები ასევე ხშირად ახ­სენებენ მესამე მსოფლიო ომს. ბულგ­არელი ნათელმხილველის მტკიცებით, მესამე მსოფლიო ომამდე რამდენიმე თვე გვაშორებს.

მოდით, ვნახოთ ვანგას წინასწარმეტყველებათა კრებ­ული, რომელიც მსოფლიოს მომავალზეა და ჩვენ შეგვიძლია, თვალი მივადევნოთ მოვლენათა განვითარებას. უცხოურ პრესაში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მომზადებ­ული ამ მასალის აღქმა, შეცნობა, დაჯერება-არდაჯერება მკითხველისთვის მიგვინდვია.

2010 წელი – მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი. ეს ომი 2010 წლ­ის ნოემბერში დაიწყება და 2014 წლის ოქტომბერში დამთავრდ­ება. ომში თავდაპირველად ჩვ­ეულებრივი საბრძოლო იარაღი იქნება გამოყენებული. შემდეგ კი ბირთვულ და ქიმიურ იარაღსაც გამოიყენებენ.

2011 წელი – რადიოაქტიური იარაღის გამოყენების გამო, ჩრ­დილოეთ ნახევარსფეროში არ დარჩება ცხოველი და მცენარე. მერე მუსლიმანები დაიწყებენ ქი­მიურ ომს ცოცხლად დარჩენილი ევროპელების წინააღმდეგ.

2014 წელი – კაცობრიობის დი­დი ნაწილი კანის კიბოთი და კა­ნის სხვა დაავადებებით დასნეულდება. ეს კი იმის შედეგია, რომ მესამე მსოფლიო ომში ქიმიურ იარაღს გამოიყენებენ.

2016 წელი – დაავადებათა მასშტაბები და სიკვდილიანობა იმდენად იმატებს, რომ ევროპა, ფაქტობრივად, მოსახლეობის გა­რეშე დარჩება.

2018 წელი – მსოფლიოს ახალი მმართველი ჩინეთი გახდება. ჩი­ნელები სხვადასხვა ერებს გაუწ­ევენ ექსპლუატაციას.

2023 წელი – დედამიწის ორბი­ტა მცირედით შეიცვლება.

2025 წელი – ევროპის მოსახლ­ეობა კიდევ შემცირდება.

2028 წელი – ბირთვული ენერ­გიის ახალ წყაროს შექმნიან. სა­ვარაუდოდ, ეს კონტროლირება­დი თერმობირთვული ენერგიაა. დედამიწაზე შიმშილი დაისადგუ­რებს და მისი მასშტაბები სწრა­ფად გაიზრდება. კოსმოსურ ხო­მალდს ვენერაზე გაუშვებენ.

2033 წელი – ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლარებზე ყინული დნობას დაიწყებს და მსოფლიოში ოკეანის დონე მოიმატებს.

2043 წელი – მსოფლიო ეკონ­ომიკა კვლავ აყვავდება. ევროპას მუსლიმანები მართავენ.

2046 წელი – მედიცინა იმ დო­ნემდე განვითარდება, რომ ნები­სმიერი დაავადებული ორგანოს გადანერგვა იქნება შესაძლებ­ელი. ორგანოების შეცვლა, ად­ამიანის განკურნების საუკეთესო მეთოდად იქცევა.

2066 წელი – მუსლიმანთა მთ­ავარ ქალაქზე თავდასხმისას აშშ ახალ იარაღს, კლიმატურ იარაღს გამოიყენებს. ამას შედეგად სწ­რაფი და მოულოდნელი აცივება, მსოფლიოში ტემპერტურის სწ­რაფი დაცემა მოჰყვება.

2076 წელი – მსოფლიოს უმეტ­ეს ნაწილში უკლასო საზოგადო­ება იქნება, ე. წ. კომუნიზმი.

2084 წელი – ბირთვული ქიმი­ური და კლიმატური იარაღით გა­ნადგურებული ბუნება ნელ-ნელა აღდგება.

2088 წელი – მსოფლიოში ახ­ალი დაავადება გაჩნდება – დაბე­რება რამდენიმე წამში.

2097 წელი – მეცნიერები სწ­რაფ დაბერებას დაამარცხებენ.

2100 წელი – გამოიგონებენ ე.წ ხელოვნურ მზეს, რომელიც დედამიწის დაბნელებულ ნაწილს გაანათებს.

2111 წელი – ადამიანები კი­ ბორგებად, ცოცხალ რობოტებად გადაიქცევიან.

2123 წელი – პატარა სახელმ­წიფოებს შორის ომი გაჩაღდება, მაგრამ მასში დიდი იმპერიები არ ჩაერთვებიან.

2125 წელი – უნგრეთში კოსმ­ოსიდან სიგნალს მიიღებენ. უმალ ყველას ვანგა და მისი ეს წინასწარმეტყველება გაახსენდება.

2130 წელი – ქვეყნები წყლისქ­ვეშ კოლონიებს შექმნიან. ისინი ამას უცხოპლანეტელთა დახმარ­ებით გააკეთებენ.

2164 წელი – ცხოველების რა­ოდენობა დედამიწის მოსახლეო­ბის ნახევარზე მეტი გახდება.

2167 წელი – მსოფლიოში ახ­ალი რელიგია შეიქმნება.

2170 წელი – მსოფლიოში დი­დი გვალვა იქნება.

2183 წელი – მარსზე არსებუ­ლი კოლონია ბირთვულ იმპერიად იქცევა და დედამიწისგან დამოუკიდებლობას მოითხოვს.

2187 წელი – ორი დიდი ვუ­ლკანის ამოფრქვევის შეჩერება შესაძლებელი გახდება და კატა­სტროფა თავიდან იქნება აცილ­ებული.

2195 წელი – წყალქვეშა კო­ლონიები ენერგიითა და საკვებ­ით სრულად იქნება უზრუნველ­ყოფილი.

2196 წელი – ევროპელებისა და აზიელების სრული შერწყმის დასაწყისი.

2221 წელი – კაცობრიობასთან კონტაქტში შედის რაღაც საშინე­ლი ძალა.

2256 წელი – კოსმოსური ხომა­ლდი დედამიწაზე ახალ საშინელ დაავადებას ჩამოიტანს.

2262 წელი – პლანეტების ორ­ბიტა წამდაუწუმ იცვლება. მარსს კომეტა დაემუქრება.

2273 წელი – შავი, თეთრი და ყვითელი რასის შერწყმით ახალი რასა წარმოიქმნება.

2279 წელი – აღმოაჩენენ ენ­ერგიას, რომელსაც წყარო არა აქვს. სავარაუდოდ, ეს ენერგია ვაკუუმიდან ან დედამიწის შავი ხვრელებიდან მოდის.

2288 წელი – დროში მოგზაუ­რობა და უცხოპლანეტელებთან ხშირი კონტაქტი იქნება.

2291 წელი – მზე დაიბურება და ნელ-ნელა სიკაშკაშეს დაკა­რგავს. მეცნიერები შეეცდებიან, ისევ კაშკაშა და მანათობელი გა­ხადონ მზე.

2296 წელი – მზეზე ახალ მა­ნათობლებს დააყენებენ. დედამი­წის მიზიდულობის ძალა შეიცვლ­ება. დედამიწაზე ჩამოცვივდება ძველი კოსმოსური სადგურები და თანამგზავრები.

2299 წელი – საფრანგეთში ისლამის წინააღმდეგ პარტიზან­ული მოძრაობა იფეთქებს.

2302 წელი – ახალ საჭირო კა­ნონებს მიიღებენ. დედამიწაზე ბევრი საიდუმლო გაცხადდება.

2304 წელი – მთვარის საიდუმ­ლო გაცხადდება.

2341 წელი – კოსმოსიდან რა­ღაც საშინელი დედამიწას ნელნელა უახლოვდება და ეს საჯა­როდ გახდება ცნობილი.

2354 წელი – ერთ-ერთ ხელო­ვნურ მზეზე ავარია მოხდება, რაც დედამიწაზე გვალვას გამო­ იწვევს.

2371 წელი – დედამიწაზე დი­დი შიმშილობა დაისადგურებს.

2378 წელი – ახალი რასა სწრა­ფად გამრავლდება.

2480 წელი – ორი ხელოვნური მზე ერთმანეთს შეეჯახება. ეს დედამიწაზე დიდ კატასტროფას გამოიწვევს.

3005 წელი – მარსზე ომი და­იწყება, რაც პლანეტების ტრაე­ქტორიას დაარღვევს.

3010 წელი – კომეტა მთვარეს დაეცემა. დედამიწის ირგვლივ ქვებისა და მტვრის სარტყელია.

3797 წელი – დედამიწაზე ყვ­ელა ცოცხალი არსება განადგ­ურდება. თუმცა, კაცობრიობის მცირედი ნაწილი გადარჩება და ისინი ვარსკვლავთა სხვა სისტ­ემაში გააგრძელებენ ცხოვრებას.

(გაზეთი “პრაიმტაიმი” N 2(44) – ის არქივიდან 2010 წ.)

ავტორი: რუსა ღვანიძე