ვინ უშლის ხელს პარალელური სამყაროს აღმოჩენას – კოლაიდერმა მორიგი მარცხი განიცადა

00:56 11-26-2016
190
თეგები: გია დვალი

“მეცნიერები იმ კონდიცია­მდე მივიდნენ, სადაც შეიძლება ღმ­ერთის უხილავ სივრცეში შესვლა, ამას კი ღმერთი არ დაუშვებს… ამ სიჩქარის უკან, არის მესამე ძალა და მას, ჩვ­ენი შემოქმედი – ღმერთი ჰქვია”…

ავტორი: თამარ გორთამაშვილი

ჩავარდა თუ არა კიდევ ერთხელ „პარალელური სამყაროს აღმოჩენის“ პროექტი, რატომ ვერ ასახელებენ მეცნიერები დიდი ადრონული ამაჩქარებლის გაშვების ზუსტ თარიღს და რატომ გაჩნდა ინტერნეტში ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კოლაიდერმა მორიგი მარცხი განიცადა. როგორც გახსოვთ, „პრაიმტაიმი“ დაგპირდათ ამ ექსპერიმენტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოწოდებას, თუმცა როგორც ჩანს, ჟენევაში რაღაც მოხდა, ყოველ შემთხვევაში, ინფორმაცია, რომელიც ამ საკითხის ირგვლივ ვრცელდება, ერთმანეთს ეწინააღმდეგება.

პროექტის ავტორები, მათ შორის – პროფესორი გია დვალი, ამბობს, რომ შარშანდელი წარუმატებლობ­ის შემდეგ, ექსპერიმენტის მეორე რაუნდი ჯერ ისევ არ დაწყებულა და კოლაიდერზე კვლავ ტექნიკური დეტალების დაზუსტება მიმდინ­არეობს. შეგახსენებთ, რომ დიდი ადრონული ამაჩქარებელი, პირველად შარშან აგვისტოში გაუშვეს, თუმცა ექსპერიმენტი ვერ შედგა, კოლაიდერი მწყობრიდან გამოვიდა. ზოგიერთი მეცნიერის მტკიცებით, კი ამაჩქარებელმა მორიგი მარცხი განიცადა, რისი მიზეზიც შესაძლ­ოა „მესამე ძალა“ გამხდარიყო. მათი განმარტებით, ყველა ავარიაში, რო­მელიც ბოლო დროს კოლაიდერზე ხდება, ღმერთის ხელი ურევია ან საბოტაჟია, რომელსაც მომავლიდ­ ან მოვლენილი „აგენტები“ აწყობენ.

ჰოლგერბეჩ ნილსონი, მეცნიერი კოპენჰაგენის ნილს ბორნის ინსტ­იტუტიდან, ასევე მასაო ნინომია, კიოტოს თეორეტიკული ფიზიკის ინსტიტუტიდან,

თავიანთ პუბლიკ­აციებში ამბობენ, რომ იმან რასაც მეცნიერები ცდილობენ მიიღონ ამ ექსპერიმენტით, შესაძლოა სამყაროს სერიოზული ზარალი მიაყენოს, ამიტომ „აგენტები“ ჩვენი მომავლიდან, ცდილობენ ხელი შეუშალონ კოლაიდერის გაშვებას. ამავე წერილში მეცნიერები ამბობენ, რომ ამ ყველაფერს კავშირი აქვს ღმერთთან, რადგან ითვლება, რომ ჩვენთვის უხილავი სამყარო ღმერთის სამფლობელოა და მისი „აღმოჩენა“ მოკვდავებს რწმენას შეურყევს, რწმენის გარეშე კი ღმერთი არაფერია.

ნილსონი იქვე ამატებს, რომ მათი პროგნოზით, მსგავსი წარუმატებლ­ობები ყოველთვის იქნება, არა მა­რტო კოლაიდერზე, არამედ, ყველა სხვა მოწყობილობაზე, რომელიც პარალელურ სამყაროს აღმოჩენი­სთვის შეიქმნება.

უცხოელი მეცნიერების აზრს იზ­იარებს ნაციონალური ლობის ხელმ­ძღვანელი – გიორგი ანდრიაძე. მისი განმარტებით, ღვთის ჩარევა ამ ექ­სპერიმენტში გასაკვირი არ არის, რადგან მეცნიერები იმ კონდიცია­მდე მივიდნენ, სადაც შეიძლება ღმ­ერთის უხილავ სივრცეში შესვლა, ამას კი ღმერთი არ დაუშვებს.

გიორგი ანდრიაძე: „მინი სამყარ­ოს მოწყობა გადაწყვიტეს მეცნიერე­ბის დონეზე და თუ იგივე აჩქარებას მიაღწია კაცობრიობამ, რა თქმა უნ­ და, დაახლოებით იგივე შედეგს მიიღ­ებს, ამიტომაც სავსებით შესაძლებ­ელია, რომ ღვთის ხელი ერიოს, რო­გორც ამაში, ისე სხვა უფრო საშინელ ანტიღვთაებრივ, ანტიქრისტიანულ ცდებში, როგორიც ეს გენური ინჟი­ნერია თუ ხელოვნური განაყოფი­ერებაა და ასე შემდეგ, ანუ ადამიანი ხელს უკვე აფათურებს იმ ნაწილში, სადაც ღმერთია და ღმერთი არა მა­რტო პატარა არსებებს, რომლებსაც ადამიანები ჰქვიათ, არამედ მთელ სამყაროს წარმართავს. მეცნიერები ცდილობენ სიღრმეში ჩავიდნენ და, რა თქმა უნდა, ღმერთი არ უშვებს და არც დაუშვებს, შეიძლება კატასტრო­ფაც კი გამოიწვიოს დედამიწაზე ამ პროცესმა, ამიტომაც არ შეიძლება ისეთი ენერგეტიკული ველი წარმოი­ქმნას, რომელმაც შეიძლება შიგნიდან შთანთქას დედამიწა.

ასე რომ ადამია­ნებმა არ იციან ბევრი რაღაცები და ამ თავისი ფიზიკით და მეცნიერების გა­ნვითარების დონით, იმ კონდიციამდე მივიდნენ, სადაც შეიძლება ღმერთის უხილავ სივრცეში შესვლა სცადონ და, რა თქმა უნდა, ეს არ შეიძლება. ამ მეცნიერებმა თხარეს, თხარეს და უხილავ ღმერთს მიადგნენ, რო­მელმაც ააჩქარა ეს სამყარო. მეცნ­იერება იმ დონემდეც მივიდა, რომ ადამიანებსაც ქმნიან, ცოტა სხვა საკითხია მაგრამ მაინც, ხელოვნ­ურად, უსულოდ უნდათ შექმნან ად­ამიანები. ძალიან ბევრმა მეცნიე­რმა, მათ შორის აინშტაინმა, თავის გამოკვლევების შედეგად – ღმერთი აღიარეს, შეიძლება მას ქრისტე არ დაარქვეს, მაგრამ აღიარეს რაღაცა უზარმაზარი, ზებუნებრივი ძალა, რომელთანაც არათუ მეცნიერება, არამედ მთელი სამყარო ვერ მივა, აქამდე მივიდნენ ისინი, ანუ გავიდნ­ენ მეცნიერების გაღმა, თავისი მე­ცნიერული ლოგიკით მივიდნენ იქ, რომ ამის უკან, ამ სიჩქარის უკან, არის მესამე ძალა და არ იციან ამას რა დაარქვან. მას, რა თქმა უნდა, ჩვ­ენი შემოქმედი – ღმერთი ჰქვია.“

ასევე საპირისპიროს ამტკიცებს ქართველი – გია დვალი, რომელიც მსოფლიოში სწორედ ამ პროექტით გახდა ცნობილი. ის კოლაიდერის მწყობრიდან გამოსვლის ფაქტს სა­ერთოდ უარყოფს და მეტიც, ამბობს, რომ “ექპერიმენტს არაფერი საერთო არა აქვს ღმერთთან და ეს კაცობრიობას არანაირ საფრთხეს არ უქმნის”.

გია დვალი ჯერჯერობით ვერ ასახელებს კოლაიდერის გაშვებ­ის ზუსტ თარიღს, ამბობს მხოლოდ იმას, რომ ადრონული ამაჩქარებელი სტარტს ამ შემოდგომაზე აიღებს.

გაზეთი “პრაიმტაიმი” არქივიდან N33-ის არქივიდან 2009 წ.)

ავტორი: რუსა ღვანიძე