ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი სავარაუდოდ კახი კალაძე იქნება.ამის შესახებ კულუარებში ბევრს საუბრობენ, თუმცა ოფიციალურად ჯერ არავის დაუდასტურებია.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, კახი კალაძე უალტერნატივო კანდიდატია.
,, მმართველი გუნდიდან კახი კალაძე თბილისის მერობის უალტერნატივო კანდიდატია. აქედან გამომდინარე დაველოდოთ მოვლენებს და ყველაფერი ძალიან მალე გახდება ცნობილი”,- განაცხადა ზურაბ ალავიძემ.