ირაკლი კობახიძე: უმრავლესობაში მაჟორიტარული სისტემის გაუქმების საკითხზე დიდი წინააღმდეგობაა

13:08 06-05-2017
122
თეგები: a:2:{i:0;i:780;i:1;i:2816;}

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით გუნდში სერიოზული წინააღმდეგობაა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, უმრავლესობის დეპუტატების ნაწილი ეწინააღმდეგება მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარის აზრით, კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელია.

,, ჩვენ გუშინ უმრავლესობის ფორმატში გვქონდა ამ საკითხის განხილვა. იყო სერიოზული წინააღმდეგობა უმრავლესობის შიგნით პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, თუმცა მე ვფიქრობ, რომ კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელია. ამას სჭირდება მუშაობა გრძელვადიან პერსპექტივაში. მაჟორიტარული სისტემა ქმნის რისკებსა და საფრთხეებს. ჩვენ გვახსოვს, რომ გასულ წლებში ორჯერ მიიღო ერთმა მმართველმა ძალამ საკონსტიტუციო უმრავლესობა და ამის საფუძველზე ჯერ ნახევრად ავტორიტარული და შემდეგ ავტორიტარული რეჟიმი ჩამოაყალიბა. ჩვენ ეს უნდა გამოვრიცხოთ გრძელვადიან პერსპექტივაში.  ჩემი როგორც, პარლამენტის წევრის პირადი აზრია რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმება აუცილებელია” , – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საკომიტეტო განხილვები დაიწყო რომელიც ერთო კვირა გაგრძელდება. ამის შემდეგ კანონპროექტი პლენარულ სხდომებზე გადაინაცვლებს.

ავტორი: თეონა აბესაძე