კალათბურთელების ცოლები – “თამაშის შემდეგ ხმა მეკარგება, იმდე­ნს ვყვირი - ემოციებს ყვირილით და წამოხტომით გა­მოვხატავ"

00:45 10-19-2016
225

“წაგებული თამაშის შემდეგ ძალიან ცუდ ხასიათზეა, ამ დროს ცოტა უნდა ელაპარაკო და ბევრი მოეფერო”…

ავტორები: მარი გულორდავა, ავთო ჩიტიძე

სოფო გოგებაშვილი (ნიკას საცოლე) : 

– ნიკას თამაში როგორ მოგეწონათ?

– როგორც ყოველთვის, აღ­ფრთოვანებული ვარ ნიკას თა­მაშით და მთლიანად ნაკრებით. დარწმუნებული ვარ, მომდევნო თამაშებიც ასეთი წარმატებ­ული იქნება.

– ალბათ, განსაკუთრებულად ნერვიულობთ, როცა ნიკა სათამაშო მოედანზეა?

– კი, ვნერვიულობ, მაგრამ ძალიან არ გამო­ვხატავ. ამ თამაშზე ნიკას და ჩემი მშობლებიც იყვნენ და ერთად ვგულშემატკივრობდით.

ნიკა ცქიტიშვილი: – სათამაშო ფორმაში ვარ და იმედი მაქვს, რომ მომავალ თამაშებში უკეთესად წარმოვაჩენთ თავს.

– წონაში ხომ არ მოიმატეთ?

– ნამდვილად მომატებული ვარ. ყოველთვის 111 კილო ვიყავი, ამ სეზონზე კი 120 კილო ვარ. იმ­ ედი მაქვს, რომ შვედეთის თამაშამდე გაცილებით უკეთეს ფორმაში ჩავდგები. 

კარგ სპორტულ სანახაობას, გამარჯვებას, აქტიური, ემოციური მაყურებელი და გულშემატკივარი სჭირდება. 19 აგვისტოს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩიც სოლიდური ანგარიშით მოიგო. ქართველმა კალათბურთელებმა ირლანდია 25 ქულით დაამარცხეს და „ა“ დივიზიონში გადასასვლელად კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ვიქტორ სანიკიძე დასახელდა. 

ყველაზე შედეგიან კალათბურთელად – გიორგი ცინცაძე (19 ქულით). ქართულ-ირლანდიურ შერკინებას 8 ათასამდე მაყურებელი ჰყავდა. აგვისტოს დაცარიელებული თბილისისთვის ეს რეკორდულ რაოდენობადაც შეიძლება ჩაითვალოს. კალათბურთის მატჩს პოლიტიკური ელიტა, ოპოზიცია, კალათბურთელების ცოლები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.  

ზაზა ფაჩულიას – დედა გულშემატკივრობდა, მეუღლე ამერიკაში დარჩა. სამაგიეროდ, ნიკა ცქიტიშვილს მშობლები, საცოლე და საცოლის ოჯახი ამხნევებდა.  გიორგი ცინცაძის მეუღლეს კი ყველაზე იოლად ამოიცნობდით. ქმრის რვანომრიანი მაისური ეცვა და ენერგიულადაც გულშემატკივრობდა.

გოგა ხაჩიძე: – როგორ შეაფასებდით ჩვენს კალათბურთელებს?

– კარგები არიან, ძალებსაც ინახავენ. აშკა­რად ეტყობათ, რომ უფრო მნიშვნელოვანი შე­ხვედრისათვის ემზადებიან, რომელიც ალბათ შვედეთთან იქნება.

– თამაშისგან სიამოვნება თუ მიიღეთ?

– ძალიან დიდი, რადგან შედეგად გამარჯვება მივიღეთ.

ნანა ცინცაძე (გიორგი ცინცაძის ცოლი): 

– მე და გიორგი ბავშვობის მეგობრები ვიყავით და იქიდან მოყოლებული მის არც ერთ თამაშს არ ვტოვებ. პირველად მეშვიდე კლასში ვიქნებოდი, კალათბურთის თამაშზე რომ წამომიყვანა. მატჩის დროს ძალიან ვნერვიულობ და განვ­იცდი. დედამთილმა და ქმარმა თამაშის ნიუანსებში კარგად გამარკვიეს. ყოველი თამაშის შემდეგ ხმა მეკარგება, იმდე­ნს ვყვირი. ჩემს ემოციებს ყვირილით და წამოხტომით გა­მოვხატავ. 

– რთულია კალათბურთელის ცოლობა?

– რთულია იმ მხრივ, რომ კალათბურთი დიდ დროს მოითხოვს. მაგრამ კარგია, როდესაც შენი მეუღლე კარგად თამა­შობს და მაყურებელიც დადებით ემოციებს გამოხატავს.

– თამაშის წინ როგორ ამხნევებთ?

– შეყვარებულობის დროს, თამაშის წინ ყოველთვის ორ მესი­ჯს ვუგზავნიდი. ვეუბნებოდი, რომ ძალიან მიყვარდა და კარგად უნდა ეთამაშა. ახლა მესიჯები აღარ სჭირდება, პირადად ვეუბნები. წაგებული თამაშის შემდეგ ძალიან ცუდ ხასიათზეა. ამ დროს ცოტა უნდა ელაპარაკო და ბევრი მოეფერო.

ზაზა ფაჩულია

– თქვენი თამაშით კმაყოფილი ხართ ? 

– ეს ინდივიდუალური სპორტი არ არის, რომ საკუთარი თამაში შევაფასო. გუნდ­ურად ვითამაშეთ და მოვიგეთ. კმაყოფ­ილი ვარ, კარგი თამაში გამოვიდა, ამაზე შედეგიც მეტყველებს. ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგე შვედეთია. 

– ამ მოგებას ვის მიუძღვნით?

– ეს საქართველოს ნაკრებია და გამა­რჯვებაც მთლიანად ქართველ ხალხს ეძ­ღვნება. ჩემთვის ყველაზე მთავარია, მო­ედანზე რა ხდება. ისე მხოლოდ გულშემ­ატკივრების ხმა მესმის.

გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე კარგ ხასიათზეა. მატჩებს შორის შესვენებაზე ნაცნობ გოგონას – ქეთევან მეშველიანს შეხვდა, რომელიც კულტურის სამინისტროს პროტოკოლის თანამშრომელია.

 მოულოდნელი შეხვედრა ტელეფონების გაცვლით დასრულდა.

(გაზეთი “პრაიმტაიმი” N24-ის არქივიდან 2009 წ.)

ავტორი: რუსა ღვანიძე