ლიანა ისაკაძე ქმარს ლამაზი ცოლის შერთვას სთავაზობს – “მე არც ლამაზი ვარ და არც ვუვლი”…

00:56 11-12-2016
651

“ზეგ ჩემმა მშობლებმა ქორწ­ილი დანიშნესო, მახარა, შემრ­ცხვა ბატონი მიშასი და დეიდა ლალასი… დავთანხმდი”

ავტორი: თამარ გონგაძე

მრგვალი და მსუქანი მახსენდება და მენატრება ჩემი მშობლები და ძმა, რომლებიც ცო­ცხალნი აღარ არიან, მაგრამ ყო­ველდღე ჩემთან ცხოვრობენ, ჩემს გულში სხედან. მახსენდება ჩემი პირველი სახლი დიდუბეში… იც­ით, რა კარგი იყო?! სასწაული ად­გილი იყო. საერთოდ, დიდუბიდან გამოვიდა ყველა უნიჭიერესი ად­ამიანი. იქ ხალხი, როგორც ერთი ოჯახი ისე ცხოვრობდა. ყველას ერთმანეთი უყვარდა, ერთმანეთს ეფერებოდა, ეხმარებოდა. ბაბუ­აჩემის ხელით აშენებულ სახლში, სულ ორი ოთახი იყო, მაგრამ ბე­ვრი ვცხოვრობდით, ბებია, მამი­დები…

ეზო გვქონდა, გვერდით ბიძაჩემი ცხოვრობდა, ვალოდია ისაკაძე. მამაჩემი ამბობდა, კიტრი არ უნდა ჭამო, წყალია და არაფ­ერი სარგებელი არა არის მასშიო. ბიძა გადმოუგდებდა კიტრს, მამა აქედან უკან გადაუგდებდა და ასე ხუმრობდნენ. ძალიან მრგვალი და მსუქანი ვიყავი, ვალოდია ბიძია ჯირკვას მეძახდა. ქათმები მიყვარდა. დე­დას არ ვაძლევდი დაკვლის საშუ­ალებას. მერე, მე რომ არ დამენა­ხა, ჩუმად კლავდნენ. რასაკვირვე­ლია ვტიროდი, როდესაც რომე­ლიმე ქათამს ვეღარ დავინახავდი. უამრავი ფოტოები მაქვს დედლ­ებთან გადაღებული.

ვიოლინო

ფორტეპიანოზე უნდა შევსულ­იყავი, იმიტომ რომ სამი წლიდან ვუკრავდი და ვწერდი პიესებს, რომლებსაც დედა იწერდა. მაგრამ ჩემს მშობლებს ურჩევდნენ ასეთი ნიჭიერი რომ არის, ვიოლინოზე ჩააბაროსო. ფორტეპიანოს გამო­ცდის დროს, ავად გავხდი. 7 წლის ვიყავი და ერთი წელი რომ არ და­მეკარგა, შემდეგი მისაღები გამო­ცდა ვიოლინოზე იყო და შემიყვან­ეს…

ბედისწერასავით გამოვიდა… მამაჩემი, როგორც მღეროდა… ეს ღმერთის სიმღერა იყო, რაღაც სასწაული… მთელი ცხოვრება ყუ­რში მაქვს მისი ხმა და ნამღერი. სულ ვფიქრობ, ნეტა ისე ავამღე­რო ვიოლინო, როგორც ამას მამა აკეთებდა.

ძალიან ჩუმი ბავშვი ვიყავი. მუ­სიკალურ ათწლედში გაკვეთილზე შეცდომას თუ დავუშვებდი და ორ­ჯერ გამიმეორებდნ­ენ ერთსა და იმავეს, ვტიროდი, ესე იგი მე უნიჭო ვარ, ვერ ვი­გებ , აბა, ორჯერ რატომ გამიმეორა მასწავლებელმა-მეთქი. სხვათა შორის, ეს თვისება მოსკოვის კო­ნსერვატორიაში სწავლის დროსაც გამყვა. ჩუმი და კისკისა ვიყავი. კისკისა, „ხახატუნიაც“ მოსკოვში შემარქვეს.

ათი წლის რომ ვიყავი, მოსკ­ოვის საერთაშორისო კონკურსზე პირველად გამგზავნეს და კონკ­ურსის გარეშე დამაკვრევინეს (17 წლიდან უშვებდნენ ამ კონკ­ურსზე). კონკურსის პრეზიდენტი დავიდ ოიშტრახი იყო. ათი წლის სასწაული ბავშვი რომ დამინახა საქართველოდან, დაიჟინა, რომ მასთან უნდა ჩავსულიყავი სასწ­ავლებლად. მე არ შემეძლო და­მეტოვებინა პროფესორი ლეო შიუკაშვილი, ჩემი პირველი მასწ­ავლებელი, ძალიან მიყვარდა. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემს ჩამოყალიბებაში. მერე იმ­ავე კონკურსზე 14 წლის ასაკში ისევ გამგზავნეს. ისევ ოიშტრახი იყო ჟიურის თავმჯდომარე. მე­ორე პრემია ავიღე. უკვე ოიშტ­რახმა დაჟინებით თქვა, რომ მო­სკოვის კონსერვატორიაში უნდა ჩამებარებინა, არადა, ერთი წელი მქონდა დარჩენილი თბილისის ნიჭიერთა ათწლედში (თერთმეტი წელი უნდა მესწავლა), მაგრამ ერ­თი წლით ადრე დამამთავრებინეს.

მოსკოვშიც უგამოცდოდ მიმიღეს. 16 წლის ვიყავი. მას შემდეგ 28 წელი ვიცხოვრე მოსკოვში, აქ პერიოდულად ჩამოვდიოდი, საქა­რთველოს სახელმწიფო კამერუ­ლი ორკესტრის დასამუშავებლ­ად. ორკესტრი საზღვარგარეთ, გასტროლებზე დამყავდა.

1990 წელს გერმანიაში წავიყვანე ორ­კესტრი და მას შემდეგ 20 წელია ბავარიაში ვცხოვრობ, ინგოლშტა­ტში. უკვე ცოტა მომბეზრდა და პარიზში გადავედი საცხოვრებლ­ად. ლამაზი რომანტიკული ქალა­ქი, კულტურის ცენტრი ავირჩიე.

უცვლელი ვარცხნილობა

ეს ვარცხნილობა 25 წლიდან მაქვს. პარიკმახერთან არასდრ­ოს ვყოფილვარ. ვთვლი, რომ ეს ისეთი უბრალო რამეა, ამაზე სა­ლონში საათობით ჯდომა დროის ფუჭად ხარჯვაა.

ძველმოდური სიყვარული

მე და ჩემი მეუღლე – თამაზ ჩა­ჩავა ერთად ვართ 44 წელია. ძვ­ელმოდურია, რომ ამდენი ხანია ერთად ვცხოვრობთ, მაგრამ ასე გამოვიდა.

მე მოსკოვში ვიყავი და მამა­ჩემს თბილისში რაღაც ნოტების შოვნა დავავალე. თამაზის ბი­ძა მამაჩემის მეგობარი იყო და ცდილობდნენ ჩემთვის გაეცნოთ. მოკლედ, ჩამომიტანა ნოტები და შევხვდით. თამაზი მაშინ თბილის­ში თავისი გარეგნობით, ჭკუითა და სიმდიდრით ნომერ პირველად ითვლებოდა. მე ასეთ სრულყო­ფილ ადამიანს ვერ ვიტან, ამიტომ მასთან ურთიერ­თობის წინააღმდეგი ვიყა­ვი. ჩემი ოჯახი სხვანაირი იდეალების მატარებელი იყო, ჩვენ მუსიკოსები ვიყა­ვით, ინტელიგენტები… ღარიბები ვიყავით, როგორც ყველა პატიოს­ანი ხელოვანები. თამაზი მიხეილ ჩაჩავას (ქირურგის) შვილი იყო. თბილისში რომ ჩამოვედი, დამი­რეკა შევხვდით და მანქანით გამასეირნა. მაშინ 15 წლის ვიყავი, თვითონ ჩემზე 7 წლით უფროსია. წამიყვანა და მოულოდნელად ბე­ჭდის ზომა ამიღო. რად გინდა-მე­თქი, გავოცდი. მაგრამ შემრცხვა ხალხში ხომ არ დავიწყებდი ჩხუბს. მერე, მოსკოვიდან ნახევარი წლის შემდეგ, ბეჭედი ფოსტით გადმოვუგზავნე უკან. გაბრაზდა. მერე, 18 წლის ასაკში პარიზში პირველი პრემია ავიღე, აქ დიდი ამბით დამხვდნენ. კარგ განწყო­ბაზე ვიყავი და თამაზსაც შევხ­ვდი. ზეგ ჩემმა მშობლებმა ქორწ­ილი დანიშნესო, მახარა. შემრ­ცხვა ბატონი მიშასი და დეიდა ლალასი. დავთანხმდი.

თამაზი პრიმიტიული არ არის, გამოირჩე­ვა თავისი ინტელექტით და დონით. ამიტომ შევრჩით ერთმანეთს, ამ დროს დიამეტრულად სხვა­დასხვანაირები ვართ. სულ ვეუბნები, მო­იყვანე ნორმალური ცოლი, რომ მოგიარ­ოს-მეთქი. მის სასი­კეთოდ ვეუბნები, ლამაზი ქალი შეირ­თოს. მე არც ლამა­ზი ვარ, არც ვუვლი, მაგრამ არ მიჯერებს.

უშვილოდ

შვილი რომ არ მყ­ოლოდა, ეს ჩემი გა­დაწყვეტილება იყო. თავი მუსიკას შევწირე და ეს არ მინანია. ვგიჟ­დები ბავშვებზე. შვილი რომ მყოლოდა, რა მუ­სიკა, რისი ვიოლინო? მარტო შვილზე ვიქნ­ებოდი გადაყოლილი, სხვას არ გავაზრდევინებდი, ვერ მივანდობდი. ჩემს გადაწყვეტი­ლებაზე თამაზსაც არაფერი უთ­ქვამს, შვილი ჯობდა, მაგრამ…

გეგმა

ჯერ საფრანგეთში მივდივარ, მერე ავსტრიაში გასტროლები მა­ქვს. კანთან ახლოს, გრასში მაქვს სახლი დიდი ეზოთი, ზღვა, მთა იქ­ვეა, გადასარევი ადგილია. მასტ­ერ კურსებს ვაძლევ ზალცბურგში და ვენის კონსერვატორიაში ზა­ფხულობით. დანარჩენი დრო და­ვდივარ, დავხეტიალობ და ვარ ჩე­მს სამყაროში…

სულ მენატრებიან მეგობრები და ნათესავები, ასევე ქართული გენიალური საჭმელები. ოცნება მინდა აქ მაღალ დონეზე იყოს კულტურა და ხელოვნება. სწორ­ედ ამას ემსახურება ჩემი ახალი ფესტივალი „ღამის სერენადე­ბიც“.

(გაზეთი “პრაიმტაიმი” N29-ის არქივიდან 2009 წ.)

ავტორი: რუსა ღვანიძე