მაკა ჩიჩუამ პოლონეთის პირველ ლედის ყაბალახი უსახსოვრა

12:56 05-30-2017
156

საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით მყოფი პოლონეთის პრეზიდენტის ანდჟეი დუდასა და პირველი ლედის დახვედრისოფიციალური ცერემონიის შემდეგ მაკა ჩიჩუამ აგატა კორნჰაუზერ-დუდას პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მაკა ჩიჩუამ და აგატა კორნჰაუზერ-დუდამ საქართველო – პოლონეთის კულტურულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და შეხვედრის ბოლოს საჩუქრები გაცვალეს.

მაკა ჩიჩუამ პოლონეთის პირველ ლედის ქართული, ტრადიციული სამოსის აქსესუარი – ყაბალახი უსახსოვრა.

ავტორი: ლილუ მიროტაძე