ადამიანი, რომელიც „რუსთავი 2“-ზე განახლებულ „ვის უნდა ოცი ათასს“ წაიყვანს, ტელესივრცეში შემთხვევით, ბიზნესიდან მოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ მამუკა გამყრელიძე უკვე დამტკიცებულია შოუს წამყვანად და პირველი გადაცემაც ჩაწერილია, ის ბიზნესიდან არ წასულა, პირიქით ქალაქში სადაც ბიზნესი ააწყო, შეინარჩუნა კიდეც. ახლა მის ავლადიდებას პარტნიორები განაგებენ, მამუკა კი როგორც გვითხრა, სანამ მოხუცი იაპონელივით ეიფელის კოშკს ფოტოების გადაღებას არ დაუწყებს, საქართველოში იქნება, მით უმეტეს, რომ მას ძალიან მოსწონს რევოლუციის შემდეგ განახლებული თბილისი ამბობს, რომ იმ თბილისს ემსგავსება, სადაც ის გაიზარდა. ახლად გამომცხვარი შოუმენი ხელფასზე, რომელიც შოუდან უნდა აიღოს, უარს ამბობს და განახლებული ოცი ათასის საქველმოქმედო აქციაში ერთვება.
რას აკეთებდით იქამდე, სანამ „ვის უნდა ოცი ათასის“ წამყვანი გახდებოდით?
-ჩემი სამუშაო მოღვაწეობა ზოოლოგიის ინსტიტუტში დაიწყო, მეცნიერ-მუშაკი გახლდით. ურთიერთობა მხოლოდ ერთუჯრედიანებთან მიწევდა. მერე დაიწყო „პერესტროიკა“, რამაც იმის საშუალება მოიტანა, რომ ბიზნეს საქმიანობა დამეწყო. 93 წლის დასაწყისში კი მოსკოვში გადავედი, ცოტა დავაგვიანე, მაგრამ საქმეები მაინც წარმატებული გამოდგა?
-რას აკეთებდით მოსკოვში?ძნელია ფულის შოვნა?
-ძალიან, ძალიან ძნელია, მაგრამ მე არასოდეს მიცდია ვარსკვლავებს შევჭიდებოდი.
-თუმცა, არც ისე გიჭირთ?
-არა, არ მიჭირს და უფრო მეტიც, ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. ჩემი ცხოვრების კრედო იყო შვილების აღზრდა და მათთვის განათლების მიცემა. ვამაყობ იმით, რომ ჩემი შვილიშვილები რუსეთში აღვზარდე ქართველებად, ამას ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდ გამარჯვებად ვთვლი.
-დღეს რას საქმიანობთ, ის ევ სამშენებლო ბიზნესით ხართ დაკავებული?
-დიახ, ბიზნესი რუსეთში შევინარჩუნე, მაგრამ მას ჩემი პარტნიორები მეთაურობენ, მე კი ვცდილობ კვარტალში ერთხელ ჩავიდე და ვნახო რა სიტუაციაა, რადგან კონტროლი ყოველთვის საჭიროა.
-„ვის უნდა ოცი ათასის“ წამყვანი როგორ გახდით?
-ეს სუფთა გაუგებრობა იყო. ჩემმა მეგობარმა მთხოვა შემხვდიო, როცა მივედი კაბინეტში ისხდნენ ტიპები და მიყურებდნენ, მათ შორის იყო გიორგი ხაბურზანია, ჯერ ვერ მივხვდი რაში იყო საქმე და რატომ მი ყურებდა ამდენი ხალხი. მერე უცებ მითხრეს არ გინდა შოუს წამყვანი გახდეო, კარგად იყავით-მეთქი. შემდეგ დამიწყეს ახსნა რა უნდა გამეკეთებინა, მაგრამ სულ ვამბობდი რა სისულელეა, არც გამაგონოთ-მეთქი. ამ შეხვედრაზე იყო ჩემი ქალიშვილი, რომელიც „რუსთავი 2“-ის თანამშრომელი გახლავთ, მან მითხრა საოცარი ფრაზა, ბიჭო არ გინდა გაერთოო, ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა და ამ ის შემდეგ გადავწყვიტე დავთანხმებულიყავი „ვის უნდა ოცი ათასის“ წამყვანობაზე. რადგან გართობა და სხვების კეთილად დაცინვა ძალიან მიყვარს.
-დუტას სკამს როგორ მოერგე ?
-დუტას სკამს მშვენივრად მოვერგე. დუტა გამაცნეს, ძალიან სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე, მაგრამ გული ერთ რამეზე მწყდება, დუტას შეეძლო განახლებული „ვის უნ და ოცი ათასის“ ახალ სეზონზე პირველი სტუმარი ყოფილიყო, სამწუხაროდ ასე არ გამოვიდა.
-როგორ ფიქრობ, დუტას შემდეგ როგორ მიგიღებს ქართველი მაყურებელი?
-წარმოდგენა არ მაქვს. აბ სოლუტური დილეტანტი ვარ ამ საქმეში, შოუში ისეთი ვიქნები, როგორიც რეალურად ვარ. მინდა საზოგადოებას თბილად და კარგად დავამახსოვრო თავი.
-მამუკა ამბობ, რომ შოუს წამყვანობას გართობის სურვილის გამო დათანხმდი, როგორ უნდა გაერთო შოუში? გართობაა ის, რომ ახალ ადამიანებს გაიცნობ, მათ ინტელექტსა და ლოგიკას სწავლობ.
-ამ გართობაში რამდენს გიხდიან ?
-სიმართლე გითხრათ არ ვიცი და არც დავინტერესებულ ვარ. ხელმძღვანელობას შევთავაზე, რომ ჩემი ხელფასით საქველმოქმედო აქციაში მიმეღო მონაწილეობა. იცით რა, ჩემთვის ხელფასი სულაც არ არის მნიშვნელოვანი, ჩემთვის მნიშვნელოვანია კეთილი საქმის კეთება.
-სულ ცოტა ხანში პოპულარული გახდებით….
-უი, ეს სულაც არ მხიბლავს. ერთხელ მქონდა შემთხვევა, როცა მარიკუნა სალუქვაძემ მთხოვა თავის შოუში მიმეღო მონაწილეობა, მეც დავთანხმდი, და მესამე ბლოკის სტუმარი ვიყავი, თან ვიცოდი, რომ გადაცემა გვიან გავიდოდა და მეგონა რომ არავინ ნახავდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ქვეყანამ ნახა. ყველაზე საინტერესო მეორე დღე იყო, როცა ლიფტში ორი გოგონა შემხვდა და მკითხეს, თქვენ ხომ „ტაბუში“ იყავით გუშინ? აუ, ჩემი- მეთქი, ვიფიქრე… მე მეგონა ჩემთვის გავერთე და ვიღლაბუცე და უკვე მცნობდნენ კიდეც.
-მამუკა, ასე გართობის მოყვარული სად ერთობით?
-ის პერიოდი როცა კლუბებ შიდავდიოდი, უკვე გავიარე, თან მე მოსკოვის კლუბების სტუმარი ვიყავი, მით უმეტეს მოსკოვი თავისუფლების ქალაქია, სადაც ცხოვრება დუღს და რამდენიმე წელი მეც ამ დუღილში ვიყავი ჩართული, მაგრამ უკვე გადამიარა, პატარა ბავშვი ხომ არა ვარ – 51 წლის კაცი. ახლა ჩემი გართობა მოგზაურობაა, რაც ძალიან მიყვარს. ერთხელ ფლორენციაში ვიყავი, ქალაქგარეთ გავედი მეგობრებთან ერთად და ჩემს თვალწინ ფლორენცია კი არა, ყვარლის რაიონი გადაიშალა… ამის დანახვაზე დამბურძგლა, რადგან ჩემთვის მოულოდნელი იყო, ცხრა მთას იქით საქართველოს დანახვა. ეტყობა ბუნებით მაინც პროვინციელი ვარ და ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა. -ქალები?
-არატრადიციული ორიენტაციის ნამდვილად არა ვარ. ქალები ძალიან მიყვარს და ყოველთვის ძალიან მიყვარდა. ყველაზე უფრო ქალის დაფასება და პატივისცემა მიყვარს, მიუხედავად ამისა, „ბაბნიკი“ არასოდეს ვყოფილვარ, 30 წელია ერთი მეუღლე მყავს და მასთან ვცხოვრობ.
-მომიყევით თქვენი და თქვენი მეუღლის სიყვარულის ისტორია?
-არანაირი სიყვარულის ისტორია არ გვქონია. დედაჩემს ძალიან უნდოდა ცოლი მომეყვანა, მე კი ყვალაფერზე თანახმა ვიყავი, ოღონდ თავი დაენებებინათ. მაშინ ისეთი პერიოდი იყო, რომ ცოლის მოყვანას არანაირი პასუხისმგებლობა არ ახლდა, რადგან მაინც ოჯახი გარჩენდა, თუ ისწავლიდი ძალიან კარგი, თუ არა, არც მაგით ფუჭდებოდა რამე. ჰოდა მეც გადავწყვიტე ოჯახისთვის გული არ მეტკინა და გამაცნეს ჩემი ცოლი, რომელიც ძალიან კარგი და სასიამოვნო გოგონა აღმოჩნდა. რომ გითხრა დიდად გიჟდებოდა ჩემზე-მეთქი მოგატყუებ, თუმცა არც მე ვიკლავდი თავს. უბრალოდ, ერთმანეთს რაღაც საერთო დავუჭირეთ და სპონტანურად ხუმრობა-გართობაში დავქორწინდით. მინდა გითხრათ, რომ ღმერთის ძალიან მადლიერი ვარ, რადგან ჩემი ცოლი მარგუნა ცხოვრების თანამგზავრად.
-თქვენი შვილი რას საქმიანობს „რუსთავი 2“-ზე?
– სიმართლე გითხრათ არ ვიცი რაღაც სერიალები რომ ეხება ეგ ვიცი. იცით რა, ჩემი შვილების დამსახურებაა, მე რომ თბილისში გადმოვედი, თან მიხარია, რომ ჩემი ქვეყანა შეიცვალა. სწორად გამიგეთ, სრულიად აპოლიტიკური ადამიანი ვარ, მაგრამ ძალიან კმაყოფილი იმით, რაც ამ ხელისუფლებამ გააკეთა. მიხარია ის, რომ ჩემს ქვეყანაში თავისუფლად დავდივარ, თავისუფლად შემიძლია მანქანის გაჩერება. ეს ყოფითი კომფორტია, რაც ჩემთვის სასიამოვნოა. რაღაცნაირად თბილისი იმ თბილისს ემსგავსება, რაც წლების წინ იყო, იმდენად მინდა და მსიამოვნებს აქ ყოფნა, თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ. ახლა სამი კვირით ვიყავი მოსკოვში საქმეებზე ჩასული და სახლიდან არ გავსულვარ, თან შოკოლადს ვჭამდი კილოგრამობით, რადგან თბილისის ნოსტალგია და იქ ყოფნის დეპრესია მქონდა.
-თქვით რომ აპოლოტიკური ხართ, პოლიტიკოსი მეგობრები გყავთ?
-მოდი ასე ვთქვათ, ახლო მეგობრები პოლიტიკოსებში არა მყავს, თუმცა კარგი ნაცნობები კი.
-მომავლისთვის რა გეგმები გაქვთ?
-მთელი ჩემი ცხოვრება მი ვისწრაფოდი იმისკენ, რომ პენსიაზე გავსულიყავი.
-ხუმრობთ ხომ?
-არა, მართლა არ ვხუმრობ. ძალიან მინდა მოხუცი იაპონელივით პარიზში ვიარო და ეიფელის კოშკთან ფოტოაპარატი ვაჩხაკუნო.
(გაზეთი “პრაიმტაიმი” N26-ის არქივიდან 2009 წ.)