მარადუკვდავ პეტრე ოცხელზე – გენიები არ კვდე­ბიან – „კაგებეს“ ნაცვლად ნუ ჩა­მიწერს „სუკს“ და შეურაცხყოფას ნუ მიაყენებს ღორს”…

13:36 03-01-2017
256

პეტრე ოცხელი – ვუნდერკი­ნდი ხელოვნებაში. სცენოგრაფი, რომელიც დღეს­აც გნუსხავს თავისი ხელოვნებით – „ურიელ აკოსტას“ ლაკონური დე­კორაციით, ნატიფი კოსტიუმებით, ერთად რომ ქმნიან მარადუკვდავ ცოცხალ ტილოს. გნუსხავს და გაოგნებს, რადგან ეს საოცარი სამყარო შექმნილია 22 წლის ბიჭის მიერ…

ის 30 წლისა გამოასალმეს წუ­თისოფელს, მაგრამ გენიები არ კვ­დებიან.

მას არ აცალეს, მაგრამ მან შექმ­ნა ეპოქა არათუ სცენოგრაფიაში, საერთოდ ქართულ კულტურაში. კვდებიან ჯალათები, სისხლის­ მსმელები. ჯალათები თავის ნა­შიერთაც აღარ ახსოვთ, გენიები კი რჩებიან ერს, კაცობრიობას.

ის არ ძველდება, დრო გადის და ოცხელის შემოქმედება უფრო და უფრო თანამედროვე ხდება – ეს სცნოგრაფიის სპეციალისტთა აზ­რია. პეტრე ოცხელი კონსტრუქტი­ ვიზმის მიმდევარი იყო მაშინ, როცა ეს მიმდინარეობა საბჭოეთში ფორმალიზმად გამოაცხადეს და ჩაკლეს. მაგრამ ოცხელი თეატრის მხატვარი იყო და მხოლოდ გამფ­ორმებლად „აღიქმებოდა“, ფონის შექმნელად და მეტი თავისუფლება ჰქონდა. მაგრამ ის ფონს კი არა, აბსტრაქტულ-კონსტრუქტივისტ­ული ფორმებით, იმ მეტაფიზიკურ გარემოს ქმნიდა, რომელიც მსახ­იობებს კარნახობდა ქმედების, ჟე­სტიკულაციისა და მეტყველების სტილს. მას იერსახეები მარადიულ სი­მბოლოებამდე აჰყავდა, იყო ფო­რმისა და სივრცის განზოგადების დიდოსტატი.

„დავით კაკაბაძის პარალელუ­რად პეტრე ოცხელი ქართული ზოგადი, აბსტრაქტული აზროვნ­ების გამომვლინებელი და ჩამომყ­ალიბებელია. ის, რომ დღევანდელი ახალგაზრდა მხატვრები ნეოპრიმიტივისტული გეზით მუშაობენ და ამ გეზს ორგანულ ქართულ მიმართულებად აღიქვამენ, ფირო­სმანს უნდა უმადლოდნენ, რადგან ის იყო ქართულ სახვით ხელოვნ­ებაში ახალი მხატვრული ეპოქის ფუძემდებელი და ახალი ქართული ესთეტიკური განცდის ჩამომყალ­იბებელი.

ის, რომ თანამედროვე მხატვრები უკომპლექსოდ მიმართ­ავენ აბსტრაქტულ სახვით ენას და არ მიაჩნიათ ის უცხო, არაქართულ მოვლენად, უნდა უმადლოდნენ პე­ტრე ოცხელსა და დავით კაკაბაძეს“ (თემო ჯაფარიძე).

პეტრე ოცხელი დაიბადა 1907 წელს ქუთაისში, კომერსანტის ოჯახში. 7 წლის იყო პეტრე, ოჯახი სა­ცხოვრებლად მოსკოვში რომ გა­დავიდა, სადაც მამამ კავკასიური მაუდის ფაბრიკა გახსნა. ბავშვები მოსკოვის კათოლიკურ ეკლესიას­თან არსებულ ფრანგულ გიმნაზ­იაში მიაბარეს. სწორედ იქ გააფორმა პირველ­ად 11 წლის პეტრემ სპექტაკლი…

მას ხომ თეატრი ბავშვობიდან იტაცებდა, სულ პატარა იყო, თა­ვის ძმასთან ერთად რომ ხატავდა, ჭრიდა, აწყობდა მოძრავ ფიგურე­ბს… თამაშობდა სპექტაკლებს… ასე იქმნებოდა „კურდღლის საცოლე“, „ღამე ტყეში“…

დედას ხშირად დაჰყავდა ბავშ­ვები თეატრში. პატარა პეტრე მთ­ელი არსებით შეჰყურებდა სცენას, განიცდიდა, უხაროდა და… და იქ­მნებოდა ნანახი სპექტაკლების ჩა­ნახატები…

მალე უზრუნველი ცხოვრება დამთავრდა. მამამისს მატერიალ­ურად გაუჭირდა, ბავშვები საბავშ­ვო სახლში მიაბარეს, 13 წლის იყო პეტრე ოცხელი, ოჯახი თბილისში რომ დაბრუნდა. მაგრამ თბილისშიც გაუჭირდათ თავის რჩენა, ქუთაისს დაუბრუნდნენ. პეტრე ქუთაისის სასწავლებელში მიაბ­არეს.

პეტრე ოცხელი უჩვეულო სისწრაფით, გამუდმებით ხატავდა რვეულების ყდებზე, ფურცლებზე თუ მის ნაგლეჯებზე – სისხლს უშ­რობდა ამ გაუთავებელი ხატვით, პარალელურად თანასკოლელებს სპექტაკლებს უფორმებდა. ოცხელის გატაცება კვლავ თე­ატრია. მამას კი სურს, რომ მისი შვილი კომერსანტი გახდეს. შვილი რეალურ სასწავლებე­ლს ამთავრებს, მოდის თბილისში და სამხატვრო აკადემიაში აბარებს. პროფესორ შარლემანის სტუდენტი ხდება. მაგრამ არც აკადემიას ამთა­ვრებს. ან რაღად უნდა აკადემია, როცა მას თვით კოტე მარჯანიშვილი იწ­ვევს?

1927 წელს 20 წლის პეტრე ოცხე­ლმა მუშათა თეატრში ლუნაჩარსკის „ცეცხლის გამჩაღებელნი“ გააფორ­მა. ესკიზებმა კოტე მარჯანიშვილი აღაფრთოვანა – გენიამ იცნო მო­მავალი გენია. თავისთან წაიყვანა. არ გაუვლია ორ წელსაც კი და უკვე შედევრი – მარადუკვდავი „ურიელ აკოსტა“. მარჯანიშვილი ოცხელის შესრ­ულებულ თავდაპირველ ესკიზებს არ დაუკმაყოფილებია, რადგან ზდანევიჩისა და გამრეკელის დეკორა­ციების გავლენა იგრძნობოდა. სამუ­შაო დროებით გადაიდო. მარჯანიშ­ვილი არ აჩქარებდა ოცხელს. ოცხელმა მარჯანიშვილთან მა­კეტი მიიტანა…

„პეტრემ მოიტანა მაკეტი. კო­ტე დიდხანს ათვალიერებდა, აიღო თავისი განუყრელი ჯოხი და მთ­ელი ძალ-ღონით დაარტყა მაგი­დას… ყველას გვეგონა, რომ ეს-ეს არის ჯოხით დაგვერევა, ალბათ, არ მოსწონსო. ამ დროს კოტემ შე­ჰყვირა: გენიალურია, შესანიშნავ­ია, ყოჩაღ პეტრე. სად არის ის ბი­ჭი! და დაინახა, რომ პეტრე სცენის სიღრმეში თავჩაქინდრული და გა­წითლებული დგას“ (ალექსანდრე ბურთიკაშვილის მოგონებიდან).

პეტრე ოცხელს უყვარდა თე­ატრი და გრძნობდა თეატრს, ამ­იტომაც დაუკავშირა ამ უდიდესმა მხატვარმა თავისი ბედი მხოლოდ თეატრს. მას უყვარდა თეატრი და უყვა­რდა არტისტები, რომლებიც იქ­ცნენ მის ნატურებად. მათი შინა­განი ტემპერამენტი და პლასტიკა გადმოჰქონდა ესკიზებში, შემდეგ სცენაზე…

ვერიკო ანჯაფარიძე პეტრე ოც­ხელის საყვარელი ნატურა იყო… ვერიკო მას იხსენებდა სრულ­იად უბრალოდ, სადად ჩაცმულ ჭაბუკად:

„გიკვირს, ამ პატარა ტა­ნმორჩილ კაცში რამდენი ნიჭი, რამდენი ტალანტი და ფანტაზია ყოფილა დაფარული. ეს სიცოცხ­ლით სავსე ახალგაზრდა, ყველას განუზომლად უყვარდა. ის იყო ჩვ­ენი მეგობარი, წამომწყები ყველა სახალისო საქმისა, ადამიანი, რო­მელსაც უხაროდა სიცოცხლე და როდესაც მძიმე ავადმყოფობამ შე­იპყრო, მაშინაც კი, თუმცა ძლივს დადიოდა, სიცოცხლის წყურვილი, ცხოვრების ინტერესი არ ჩაჰქრო­ბია“…

პეტრე ოცხელს ხერხემლის და­ავადება შეეყარა და იძულებული იყო, კორსეტით ევლო… მალე კი… მალე აღსასრულის დღეც დადგა… სერგო ამაღლობელმა, რომე­ლიც მოსკოვის მცირე თეატრის დირექტორად მუშაობდა, მოსკოვ­ში მიიწვია პეტრე ოცხელი, ვახტ­ანგ აბაშიძე, გიორგი ჟორდანია. ფართო ასპარეზი მისცა მათ შემო­ქმედებისთვის. სწორედ ამ პერი­ოდში აფორმებს ოცხელი შილერის „ვერაგობა და სიყვარულს“, ლოპე დე ვეგას „ცხვრის წყაროს“, იმარ­ჯვებს სტანისლავსკის მიერ ოპერა „რიგოლეტოს“ გასაფორმებლად გამართულ კონკურსში – ოც მხატ­ვარს შორის. სტანისლავსკი იწვევს ოპერა „მესაზღვრეების“ გასაფო­რმებლად. ოცხელი მუშაობს თავდავიწყე­ბით, გამალებით…

ისე, რომ პაპი­როზის მოსაწევი დროც არ რჩება. მაგრამ მუშაობს „კაგებეც“ (სტილ­ისტ-რედაქტორს უმორჩილესად ვთხოვ, „კაგებეს“ ნაცვლად ნუ ჩა­მიწერს „სუკს“ და შეურაცხყოფას ნუ მიაყენებს ღორს – ამ მეტად კე­თილშობილ ცხოველს და მის ხო­რცს ნუ უწოდებს იმ პირსისხლიან სულაძაღლებულებს), იჭერენ სე­რგო ამაღლობელს, ბრალდებით: რომ ის იყო ტროცკისტი, კოტრრევოლუციურ-ტერორისტული ორ­განიზაციის ერთ-ერთი შემქმნელი, რომ ის სათავეში ედგა მოსკოვის ქართულ ნაციონალისტურ საზო­გადოებას.

21 სექტემბერს ამ ტროცკისტულ-ტერორისტულ-ნაციონალის­ტური ჯგუფის წევრობის ბრალ­დებით დააკავეს უკვე პეტრე ოც­ხელი, გიორგი ჟორდანია, ვახტანგ აბაშიძე. დანაშაული არც ერთმა არ აღიარა. მაგრამ არაღიარებას არაფ­ერი შეუცვლია. საბრალდებო და­სკვნაში წერია: „დაიხვრიტოს“.

სამივე 1937 წლის 2 დეკემბერს დახვრიტეს. დახვრიტეს, მაგრამ ოცხელის ოჯახმა კარგა ხანს არ იცოდა, რომ პეტრე ოცხელი ამ ქვეყნად აღარ იყო. მამა სწერდა პროკურატურ­ას, პასუხობდნენ, რომ მას მიესაჯა 10 წელი და გადასახლებაშია, მამა ითხოვდა განაჩენის გადახედვას, სტალინსაც კი მისწერა წერილი…

1939 წელს პეტრე ოცხელი უკ­ვე დახვრეტილი იყო, როდესაც მი­სმა ესკიზებმა ლონდონში, თეატრის მხატვრების გამოფენაზე, დი­დი ოქროს მედალი დაიმსახურა…

დახვრეტიდან 63 წლის შემდეგ კი, 2000 წელს, მისი ნამუშევრები გამოიფინა ლონდონის ნაციონალურ თეატრში. გამოფენამ გა­დაინაცვლა ედინბურგში, ბრის­ტოლში…

მოიარა მსოფლიო, მისი ნამუშევრები შეირაცხა შედევრებ­ად…

პეტრე ოცხელი თეატრში ცხრა სეზონი მოღვაწეობდა. გააფორმა 28 სპექტაკლი, მათგან 21 განხორციელდა…

ავტორი: რეზო შატაკიშვილი.

(გაზეთი “პრაიმტაიმი” N50(8) არქივიდან 2010 წ.)

ავტორი: რუსა ღვანიძე