მარკ ცუკერბერგმა, 12 წლის შემდეგ, ჰარვარდის უნივერსიტეტის დიპლომი აიღო – “დაბრუნება ჰარვარდში, სადაც დაიწყო ყველაფერი”

13:23 05-26-2017
116

მარკ ცუკერბერგმა ჰარვარდის უნივერსიტეტი 12 წლის წინ, თავისი საკუთარი სოციალური ქსელი შექმნის შემდეგ, 2005 წლის ნოემბერში დატოვა.

 

ფეისბუკის დამაარსებელი და ჰარვარდის უნივერსიტეტის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სტუდენტი, მარკ ცუკერბერგი, 12 წლის შემდეგ, ჰარვარდის უნივერსიტეტში დაბრუნდა დიპლომის მისაღებად.

“დაბრუნება ჰარვარდში, სადაც დაიწყო ყველაფერი” – წერს ცუკერბერგი სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს:

2017 წლის 25 მაისს, ჰარვარდის სასწავლებელში გაიმართა დიპლომების გადაცემის ცერემონია, სადაც მარკ ცუკერბერგი, სიტყვით გამოვიდა:

იხ.ვიდეო:

მარკ ცუკერბერგი, ჰარვარდის უნივერსიტეტსი 12 წლის შემდეგ, დიპლომების გადაცემის ცერემონიაზე:

იხ.ვიდეო:

“დავბრუნდი დიპლომის მისაღებად. დღეიდან ჩემს რეზიუმეში უნივერსიტეტის ხარისხიც იქნება მითითებული” – ამბობს მარკი.

ცუკერბერგმა ფეისბუკზე მშობლებთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა სტატუსით:

“დედა, როგორც გეუბნებოდი, დავბრუნდი დიპლომის მისაღებად”.

მარკ ცუკენბერგი, ჰარვარდის უნივერსიტეტში, ედუარდ ცუკენბერგთან და კარენ ცუკენბერგთან(მშობლები) ერთად.

ფოტო:

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე