Victoria’s Secret-ის მოდელს, 31 წლის ირინა შეიკს და ჰოლივუდის მსახიობს ბრედლი კუპერს, მარტის ბოლოს, გოგონა შეეძინათ. ირინასთვის ეს პირველი მშობიარობა იყო. გოგონას, ლეია დე სენა დაარქვეს.

ირინა, ძალიან მალე დაუბრუნდა თავის პროფესიას. მან უკვე მონაწილეობა მიიღო იანგო ჰენცის და ლუიჯი მურენოს ფოტოსესიაში, თუ არ ჩავთვლით იმ ამბავს, რომ კანის ფესტივალზეც ფანტასტიურად დაისვენა.
კანის ფესტივალის შემდეგ, ირინა შეიკი, ლოს-ანჟელესში დაბრუნდა, სადაც პაპარაცებმა სანტა-მონიკას პარკში, შვილთან, ლეიასთან ერთად სირნობის დროს, დააფიქსირეს.

შეიკი ცდილობს, რომ შვილი საზოგადოებს დაუმალოს და მას ეს, არც ისე ცუდად გამოსდის – ბავშვის ეტლზე გადასაფარებელი აქვს დაგაკრული. პატარას, სახე დაფარული აქვს.

შეგახსენებთ, რომ ირინა შეიკის ფეხმძიმობა, Victoria’s Secret-ის შოუზე, გასულ წელს გახდა ცნობილი. მოდელი, პოდიუმზე ორსული გამოვიდა.
შოუს შემდეგ შეიკმა განაცხადა: – “ვფიქრობ, რომ არსებობს ისეთი დრო, რომელიც იდეალიურია შვილის გაჩენისათვის, ოღონდ მთავარია, იპოვო ადამიანი, რომელიც შენია – იდეალური მამაკაცი. ჩემი და, 22 წლის იყო, როცა შვილი გააჩინა, ეს მისი იდეალური დრო იყო. იანვარში, მე 31 წლის ვხდები და ვფიქრობ, რომ, ეს იქნება ჩემთვის, შვილის გაჩენის, იდეალური დრო”