იტალიური პრესა, 11 წლის ქართველი გოგონას, მარიამ შარაშიძის სილამაზეზე ალაპარაკდა. მარიამი, იტალიაში სილამაზის კონკურსის, “მის ფეშენ ჯუნიორ მოდელი”-ის გამარჯვებული გახდა.

სილამაზის კონკურსი იტალიაში, რომში ჩატარდა და მასში 26 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

მარიამმა, 7-დან 13 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში გაიმარჯვა და “მის ფეშენ ჯუნიორ მოდელი” ტიტული მიიღო.
