პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის სერგო რატიანის განცხადებას გამოუეხმაურა, რომელმაც საარჩევნო სისტემა, რომელიც ახალ კონსტიტუციაში ჩაიწერება, იტალიის ფაშისტური პარტიის მეთაურის, ბენიტო მუსოლინის სისტემას შეადარა.
კობახიძის თქმით, სერგო რატიანმა იცრუა, რადგან მუსოლინიმ იტალიას შესთავაზა სისტემა, რომლის მიხედვითაც, პარტია, რომელიც 25%-ს ირებდა, ავტომატურად იღებდა 2/3-ს.
“ეს შესთავაზა მუსოლინიმ იტალიელებს. მუსოლინის სისტემა თქვენ დაგვიტოვეთ მემკვიდრეობით და ჩვენ მუსოლინის სისტემას ვცვლით დემოკრატიული სისტემით, ბატონო სერგო, ეს არის რეალობა. ეს არის ჩვენი პოლიტიკური ნება. ჩვენი ხელით ვჭრით იმ სისტემას, რომელიც დაგვიტოვა მუსოლინის ხელისუფლებამ.
რატიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ მსგავსი საარჩევნო სისტემა, რომელსაც “ქართული ოცნების” ხელისუფლება სთავაზობს საზოგადოებას, მეოცე საუკუნის დასაწყისში მუსოლინიმ შესთავაზა იტალიის პარლამენტს.
“სერგი კაპანაძემ გამოიკვლია ეს საკითხი და თქვენ თვითონ მიხვდით ამას, თუ ისტორიას ჩახედეთ, აკადემიური ინტერესი არ მასვენებს”, – განაცხადა რატიანმა.