ნატო გელაშვილის სიყვარულის ისტორია – “ნუ­რასოდეს ნუ დაღლით ნურავის თქვენი გრძნობით”…

13:41 01-23-2017
2814

“ეს იყო ძალიან დიდი სიყვარული… ამ ადამიანის გრძნობას ვერც მისი მეუღლე და ვერც მე – ვერ მოვერეოდით”…

ავტორი: თამარ გონგაძე

ნატო გელაშვილის პირადი ცხოვრების შესახებ ბევრმა არ­აფერი იცის. ამ სევდისფერი და­რდიმანდი ქალის გარშემო ბევრს ჭორაობენ, მაგრამ არასდროს არაფერი დაწერილა.

ექსკლუზიურად „პრაიმტაი­მისთვის“ ნატო პირველად ლა­პარაკობს აქამდე ტაბუდადებულ თემაზე – გელაშვილმა მეგობარს ქმარი წაართვა!

ნატოს ჯერ პირველი ქორწინებ­ის (გელა ჭოხონელიძესთან) ჯვარი არ აუყრია და შესაბამისად, არც ახლანდელ მეუღლესთან, ვახტანგ გორგაძესთან აქვს ჯვარი დაწე­რილი. ავტორ-შემსრულებელს პირველი ქორწინებიდან ორი შვილი – 12 წლის გიორგი და 11 წლის ლუ­კა ჰყავს.

– ნატო, სულ რამდენჯერ გიყვ­არდათ?

– ალბათ სამჯერ… გასამდა… გე­ლა ჭოხონელიძესთან ძალიან დიდი სიყვარულით შევქმენი ოჯახი, მა­გრამ ყოველთვის ისე არ მიდის… სხვანაირად აშენებ და რეალობა სხვანაირია. რაღაცა რაღაცას ემატება და ხვდები, რომ ზედმეტი ხარ. სიცარიელეში ცხოვრებას არ­ავის არ ვუსურვებ. ამას მარტო ცხ­ოვრება ჯობია. ამ ქორწინებამ კვ­ალი ნამდვილად დატოვა… ოჯახის დანგრევა ჩემთვის ტრაგედია იყო, რადგანაც სიყვარულით და მოწი­წებით იყო ეს ოჯახი შექმნილი. მძ­იმედ გადავიტანე და მიკვირს, ად­ვილად რომ გადააქვთ.

– თქვენ მიიღეთ გაყრის გადა­წყვეტილება?

– კი, მე მივიღე. მივეჩვიე, რომ უნდა ვყოფილიყავი ძლიერი იმიტ­ომ, რომ ორი შვილი მყავდა. ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ისინი ბედნიერები ყოფილიყვნენ. მათთ­ ან ყოველთვის გახსნილი ურთიერ­თობა მქონდა, სატკივარი ერთად გვტკიოდა. მამამისთან ყოველთ­ვის ჰქონდათ ურთიერთობა და დღემდე ასეა. შაბათ-კვირა მამის დღეა, მიდიან და მასთან მეგო­ბრობენ. შვილით ვაჭრობა ჩვენს შემთხვევაში არ ყოფილა. არც ზე­დმეტი კითხვები ისმება. გელას მე­ორე ოჯახი არა ჰყავს.

– მერე მალე მოვიდა მორიგი სიყვარული?

– კი, მალე მოვიდა. ვახო დიდი გრძნობით მოვიდა ჩემთან. მე თა­ნდათან ვეწეოდი გრძნობაში და ნელ-ნელა ვიგებდი მის ხასიათს. ძალიან ნაკითხი, ერუდირებული და საინტერესო ადამიანი იყო. რამდენიმე წელი დამჭირდა, რომ შე­მყვარებოდა. დაღლილი, დაცლილი და საშინლად გამხდარი ვიყავი. დეპრესია მქონდა… აუტანელი ვი­ყავი, არავინ არ მინდოდა. ეს ბედი­სწერაა. მეშინოდა ოჯახის მეორედ შექმნა, მაგრამ რამაც ეს ნაბიჯი გადამადგმევინა, ეს იყო ვახო გო­რგაძის ძალიან დიდი სიყვარული. მისი ეს გრძნობა და მართლა დიდი ნებისყოფა დასაფასებელია. მეათე წელია ერთად ვართ. დედა, როგორ გავიდა დრო… არადა, ძალიან უც­ნაურად გავიცანით ერთმანეთი. სამი თვე დაჟინებით მირეკავდა, თქვენი ფანი ვარ და დისკზე ხელი მომიწერეთო. მაშინ „დეკემბერი“ ახალი გამოსული იყო. ერთხელაც, რომ დამირეკა, ზაფხული იყო, ბო­რჯომში ვიყავი. 2 საათში ვიქნებიო და მართლაც თბილისიდან 2 საათ­ში ჩამოვიდა. ჩემი პირველი შთაბ­ეჭდილება ის იყო, რომ ვიფიქრე, ეს ნორმალური არ არის, პატარა გადახრილია-მეთქი. ხელი მოვუ­წერე და ამასობაში ბევრი საერთო ნაცნობი ჩამომითვალა, მათ შო­რის ჩემი დეიდაშვილები. დაიწყო მეგობრობა…

– მის ყოფილ მეუღლეს იცნო­ბთ?

– ვიცნობ. გადასარევი ურთიერ­თობა მაქვს შვილებთანაც. შვილ­იშვილი ლიზიკოც ჰყავს. – ლოგიკურად, აქვე უნდა გკ­ითხოთ, იმ ხმაურიან ჭორსა თუ სიმართლეზე, რომ თქვენ ვახოს ყოფილ ცოლთან მეგობრობდით და მას ქმარი წაართვით?

 

– არანაირად არ ვმეგობრობდი, უბრალოდ ვიცნობდი. ასე მალე არ მეგობრდებიან ადამიანები. თითქ­მის ერთად გავიცანი ვახო და მისი ცოლი. არ ვიცოდი ვახოს მიმართ რა ჰქონდა. მაშინ ვახო ერთი გიჟი ადამიანი იყო, რომელიც დამდევდა და აქედან გამომდინარე, ჩემთვის რა მნიშვნელობა ჰქონდა, ცოლთან ერთად მოვიდოდა თუ მეგობართან ერთად.

– ანუ დისკზე ხელის მოწერას რომ გთხოვდათ და დაგდევდათ, ცოლი ჰყავდა?

– დისკზე რომ დამდევდა? კი, ჰყავდა. ადამიანს თუ ვიცნობ და მეგობრობაზეა ლაპარაკი, ვმეგობრობ მის ოჯახთანაც. ხომ არ შეიძლება მეგობრობდე კაცთან და არ იცნობდე მის მეუღლეს. რამდ­ენჯერმე 2-3-ჯერ შევხვდით ერ­თმანეთს, ისიც ჩემი მოთხოვნით. ძალიან ფართო საახლობლო წრე აღმოგვაჩნდა და როდესაც რეკა­ვდა, წამოდი, სადმე ვიქეიფოთო, მე ვეუბნებოდი აუცილებლად მე­უღლესთან ერთად-მეთქი. მე რომ მცოდნოდა, რომ ვახოს მის მეუღ­ლესთან დიდი გრძნობა ჰქონდა, ამ ამბის გაგრძელება გამორიცხული იქნებოდა. ამ შემთხვევაში ვახო მართლდება იმით, რომ მას ჩემდამი ჰქონდა გრძნობა, რომელიც რას გაგაკეთებინებს, არავინ იცის. ჩე­მთვის წარმოუდგენელი იყო მასთ­ან ურთიერთობა, მაგრამ დავდექ­ით ფაქტის წინაშე – ამ ადამიანის გრძნობას ვერც მისი მეუღლე და ვერც მე – ვერ მოვერეოდით. არავის არაფერს არ ვართმევ, ყველასთვის ყველაფერი დამითმ­ია. სხვისი არაფერი მინდა. სულით დაბალი თუ არა ხარ, ან არ გიჭირს, რატომ უნდა წაართვა მეგობარს ქმარი? მეგობრებს ქმრებს ართმ­ევენ, როდესაც რაღაც უნდათ იმ ქმრისგან. ნატოს არ ჰქონდა იმის გასაჭირი, რომ გათხოვილიყო, შვ­ილის გამო მაინც გათხოვილიყო, ნატოს არ ჰქონდა ფინანსების პრ­ობლემა, რომ ამის გამო გაჰყოლ­ოდა ცოლად ვახოს. არ მქონდა მიზეზი, რომ ვიღაცისთვის წამე­რთმია ქმარი. დღემდე ვცდილობ, ხელი არ შევუშალო ოჯახთან და შვილებთან ურთიერთობაში. არ მაქვს ჩვევა, რომ სხვისი რამე მი­ნდოდეს. ყველაზე მეტად ეს ურთი­ერთობა მე არ მინდოდა, თუნდაც იმიტომ, რომ იმ ოჯახს ვიცნობდი და წარმოუდგენელი იყო.

– რატომ იცის დღეს ყველამ, რომ თქვენ მეგობარს წაართვით ქმარი?

– ეს ჭორი იმიტომ გავრცელდა, რომ თბილისია და რადგან ვიცნობ­დი, ჩათვალეს რომ მეგობარი იყო. ენას ძვალი არა აქვს, ყველას ვერ აუხსნი და არც არასდროს მიცდ­ია ვინმესთვის ამეხსნა რამე. თუ ვინმე ასე ფიქრობს, მაინც თავის აზრზე დარჩება. ამიტომ ახსნას და განმარტებას არანაირი აზრი არა აქვს.

– სიყვარულისთვის იბრძოლ­ებდით?

– არა. მე შეიძლება ჩემთვის მყ­ვარებოდა, ჩემი ცხოვრება მომეწა­მლა, მაგრამ ეს არავის პრობლემა არ არის. მე არასოდეს წავართმევ ვინმეს. სიყვარული ჩემშია, მავს­ებს მე და ის არავის პრობლემა არ არის, არც იმ ადამიანის, ვინც მი­ყვარს. თუ ორმხრივია ხომ კარგი, თუ არადა მე მყოფნის იმისთვის, რომ ვწერო. რა მომივა და რა და­ მემართება, სხვა თემაა და ჩემი სა­ტარებელია.

– ნატო, სულ სიყვარულზე და ღვინოზე წერთ… ღვინოსთან თქ­ვენს დამოკიდებულებაზე გვითხარით…

– არ ვსვამ… არადა, ეს წარმოუ­დგენელია, არა? ხშირად ამბობენ, უჰ, ნატოსთან რას ვიქეიფებდითო, მაგრამ ბევრს ჩაუვარდა კოვზი ნა­ცარში. ეგონათ, სიმღერასთან ერ­თად ყანწებს ვცლიდი. მაგრამ ყანწი ამოვარდა და სიმღერა დარჩა. შავი ღვინო მიყვარს და წრუპვით ვსვამ. ბახუსი არ მთენთავს და მაძინებს. ასე რომ „ღვინოს დავლევ სალხინოს“ მხოლოდ სიმღერაშია.

– „ერთი კაცი მიყვარდა და გუ­ლით დავატარე, ვერა, ვერა, ვერ გამოგო, წარსულს ჩავაბარე…“ ვინ გიყვარდათ მაშინ?

– კარგად მახსოვს, კონსერვატო­რიაში ვაბარებდი, თან ვმეცადინ­ეობდი და თან მიყვარდა… სადღაც 1992-93 წლები იყო. დაახლოებით 19 წლის ვიყავი. რა მნიშვნელობა აქვს ვინ იყო, ერთი კაცი იყო. ბავშ­ვური გატაცება და სიყვარული მქ­ონდა და იმ პერიოდში აქტიურად ვწერდი. ერთი რამ არის, თუ სტიმ­ული, გატაცების საგანი არ გყავს, ვერასოდეს დაწერ. ატაცებული და სიმპათიით სავსე პერიოდი უნდა იყოს, არ არის აუცილებელი ვენე­ბს იჭრიდე. არ მგონია შემოქმედი ამის გარეშე რამეს წერდეს. ხანდ­ახან თვითონ იგონებ, ქმნი, გინდა მისგან შექმნა იდეალური… იმის­თვის, რომ წერო… ძალიან უფროსი არ იყო, უბრალოდ დავწერე „კაცი“ მიყვარდა-მეთქი, ერთ ბიჭს ხომ არ დავწერდი?

– როგორც ვიცი, ის „ერთი კა­ცი“ პეტრე გრუზინსკის შვილ­იშვილი, ბადრი გრუზინსკი იყო… – ეს ჭორია, ბადრი ჩე­მი პედაგოგი იყო… სხვათა შორის, ბადრიმაც იცოდა ეს ისტორია და ხშირად მეჩხუბებოდა, ვის უწერ ამ სიმღერებს, ასე როგორ გი­ყვარს? თუ ასე გიყვარს გა­ჰყევი ცოლადო… ის ადამია­ნი საქართველოში არც იყო. ძალიან სასაცილო ვიყავი, და­ ვფრინავდი და ბევრს ვწერდი…

– ნატო, ამ გადმოსახედიდან რა არის სიყვარული? იმ ქალს ვე­კითხები, რომელიც სულ სიყვარ­ულზე წერს და მღერის.

– სიყვარული ტონიკია, ის სასმ­ელია, რომელიც ტონუსს გაძლევს, რომ იცხოვრო, რომელიც გამოძრავებს… მე ვაკვირდები ადამიანებს და ძალიან ხშირად შემიძლია გა­მოვიცნო, რომ შეყვარებულია. ამ დროს ადამიანი ძალიან ლამაზია, უხდება სევდაც, თვალის ფორმაც კი ეცვლება… ისეთი სხივი დგება თვალებში, რომ მისი დაფარვა არ­ანაირი მაკიაჟით არ არის შესაძლ­ებელი. ეს არის დიდი სტიმული, რომელმაც შეიძლება ბევრი რაღაც გაგაკეთებინოს.

– რამდენჯერ შეიძლება სიყვ­არული მოვიდეს?

– გულს ვერ უბრძანებ, რომ ერ­თხელ გიყვარდესო. არავინ იცის, რამდენჯერ შეიძლება მოვიდეს ეს გრძნობა. ნათქვამია, „არასოდეს არ თქვა არასოდეს.“ ვცდილობ, მაგ საკითხში არავინ გავამტყუნო, იმიტომ, რომ ეს ისეთი რამეა, სხვა სხვის საქმეში ყოველთვის ბრძე­ნია. არავინ იცის გზად რა ელოდება. შეიძლება არ ელოდებოდე, არ გინდოდეს, მაგრამ სიყვარულმა შემოაღწიოს და გული ისე აგიჩქა­რდეს, რომ ვერ იგრძნო, რატომ აგ­იჩქარდა.

– გულის და გონების ჭიდილი ხშირად გქონიათ?

– ხშირად მქონია, რა თქმა უნ­და. გული ყველაზე მაღლა დგას, მაგრამ ადამიანი იზრდები და გონებით მართვაც უნდა ისწავლო. სხვანაირად არ შეიძლება, ისევე, როგორც არ შეიძლება ყოველთვის აჰყვე გულს. გონებით უნდა აკონ­ტროლო.

– ადამიანი თავის ცხოვრებას თვითონ განაგებს?

– არა. ბედისწერის მჯერა და ვფიქრობ, რომ, რაც დაბადებიდან დაგყვება, რაც მოსახდენია, მოხდება, გინდა გონებით ებრძოლე, გი­ნდა გულით…

– ანუ „ყველაფერი ისე მიდის, როგორც ღმერთი ინებებს?“

– რა თქმა უნდა. მე ძალიან პა­ტარა ვიყავი როდესაც ეს სიმღერა დავწერე და მაშინაც ასე ვაზროვნებდი. ნებისმიერი – განსაცდელი იქნება თუ სიხარული, მისი ნებაა. მე შეგუებული ვარ, დიდი განსაც­დელი როდესაც მაქვს, დიდი შვება მოჰყვება და ვიცი, რომ უნდა და­ვძლიო.

– თავის მართვა შეგიძლიათ?

– ჩემს თავს ყოველთვის მხოლ­ოდ მე ვშველი. განსაცდელის პე­რიოდში წმინდა მამების წერილებს ვკითხულობ და პასუხს ვპოულობ იმ მომენტებზე, რაც მჭირს. ხშირ­ად ამ პერიოდში ვერაფერს ვწერ, თუმცა მქონია სულიერი ჩაძირვის პერიოდი, როდესაც ძალიან ბევრი სიმღერა დამიწერია.

– „ტკივილს ნუღარ მომაყენებ დარდი ისეც ბევრი მაქვს“, „თვ­ითონ გეტყვი ნახვამდის“ – ეს სუ­ლიერი ჩაძირვის დროს დაწერი­ლი სიმღერაა?

– რა თქმა უნდა. არასოდეს და­მიმალავს ის წუთიერი მდგომარე­ობა. არ არის დასამალი, თუ გტ­კივა, უნდა თქვა. ჩემი სიმღერები ყოველთვის ვიღაცას ეძღვნება. თუ ვინმეს დავემშვიდობე, ჩემთ­ვის დავემშვიდობე. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც „ის“ გაემგზავრა და მე დავრჩი. გადავწყვიტე, რომ ასე იყო საჭირო. „არეული ქალაქი“ მა­შინ დავწერე, როდესაც ყველაზე არეული იყო ჩემთვის ქალაქი. მორიგი მძიმე პერიოდი მქონდა. ეს სიმღერა დრამატიზმის მიუხედავ­ად, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელია.

– გაგიჭირდათ იმ „ნახვამდის“ თქმა?

– არა, მყარად მივედი მაგ გადა­წყვეტილებამდე. „ვერა და ვერ და­განახე ეს ოხერი სიკეთე“… ადამიანი, როდესაც ვერ ხედავს შენს ში­ნაგან სამყაროს, უნდა დაემშვიდ­ობო. მეშინია, როდესაც ოჯახებში ეს სიმღერა აქტუალური ხდება, რაღაც არ მოხდეს. ბევრისგან გა­მიგია, დაშორების დროს ვუმღერე „ნახვამდისო“.

– ბევრ ქალს ჰგონია, რომ კონკრეტულად მათზე დაწერეთ სი­მღერა…

– ეს არც არის გასაკვირი. ყვ­ელა ქალი ტიპიური ქალია თავისი ცხოვრებით და არეული თუ დალაგებული სულიერი მდგომარეობით. ქალის ცხოვრება მეორდება. მე თუ დღეს რაღაც მტკივა, აუცილებლ­ად გეტკინება შენც ხვალ ან იგივე პრობლემის წინაშე დადგები. რო­დესაც მხვდებიან და მეუბნებიან, ნატო, შენი ეს სიმღერა ამოვიჩემ­ეო, იმ სიმღერით ვხვდები იმ ქალის სულიერ მდგომარეობას.

ბოლო სიმღერაში მადლობას უხ­დით მეუღლეს – „ეს ზამთარი გაზაფხ­ულით შემიცვალე, მადლობა რომ შე­მიყვარე“.

– მომინდა, რომ მისთვის მადლობა გადამეხადა სიძლიერისთვის, მოთმენ­ისთვის და სიყვარულისთვის. ვთვლი, რომ იოლი და ადვილად სამართავი ქა­ლი არა ვარ. ზოგჯერ არავინ არ მინდა და გათიშული ვარ. ადამიანს ეს 10 წელი ასეთი თვისებებით ვუყვარდე, ნამდვი­ლად მადლობის ღირსია. ჩემს შვილებს იქით ეუბნება, ახლა აცადეთ, ეს დაფრ­ინავს და გავეცალოთო. მერე მეკითხ­ება, რამე ხომ არ დაგიწერიაო? ყველ­ანაირ კომფორტს მიქმნის, რომ განვმა­რტოვდე. ჰგონია, რომ ამ დროს დავწერ, ხშირ შემთხვევაში სიმღერას მართლაც ვწერ. ჩუმი მსმენელია. მახსოვს, ტელევიზიით რომ გამოვუცხადე ეს მადლობა, დაბნეულად, ქვემოდან იყურებოდა და მივხვდი, შინაგანად ძალიან ბედნიერი იყო. მინდა სულ ასე იყოს, რადგან ამას იმსახურებს. ვატულიკოს ვეძახი.

იურისტია და ძალოვან სტრუქტ­ურაში მუშაობს. ადამიანებს ადვილად ცნობს. მე დავფრინავდი და მასთან ურთიერთობამ ბევრი რამ მასწავლა. ბე­დნიერი ვარ იმ განცდებით, რითიც ვც­ხოვრობ.

ქალები უნდა ძლიერები იყვნენ. შე­იძლება ძალიან გიყვარდეს და გტკიოდ­ეს, მაგრამ მაინც ძალიან საინტერესო უნდა დარჩე და არა შემაწუხებელი. ნუ­რასოდეს ნუ დაღლით ნურავის თქვენი გრძნობით.

– სიყვარულისთვის მსხვერპლად შეწირვა არ ღირს?

– ვახო ხვალ რომ მოვიდეს და მი­თხრას, ვიღაც მიყვარსო, მე არ მაქვს უფლება შეყვარებულ ადამიანს რაიმე მოვთხოვო. შეიძლე­ბა ძალიან მეტკინოს, მაგრამ ვეტყვი, რომ იყოს ბედნიერი, სა­დაც უნდა და ვი­სთანაც…

– ასე დანე­ბდებით?

– არ შემი­ძლია იმ ადამ­იანთან ერთად ცხოვრება , რომელსაც არ ვ უყვარვარ . ჯობია წავიდეს და იყოს ბედნიე­რი, ვიდრე გავა­უბედურო.

(გაზეთი “პრაიმტაიმის” N39-ის არქივიდან. 2009 წ.)

ავტორი: რუსა ღვანიძე