ნინას ახალი თვალები და ნანკას ორჯერ გაკეთებული ცხვირი – “უპეებიდან თიაქარი მოვიშორე და ცოტა თვალის ფორმა შევცვალე, დავიჭიმე”…

13:19 02-17-2017
5840

ავტო: ავთო ჩიტიძე

ნინა წკრიალაშვილმა 19 დეკემბერს ციცინო შურღაი­ასთან თვალის პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა. თვალ­ის უპეებიდან თიაქარი მოიჭრა და თვალებიც დაიჭიმა. ამბობენ, წარუმატებელი ოპერაციის გამო, ნინამ ლა­მის მხედველობა დაკარგაო. ყოველ შემთხვევაში, ახალი წლის დღეებში შუაღამითაც მუქი სათვალით დადიოდა. თვალებიც კარგა ხანი დასიებული ჰქონდა. რეალურად აღმოჩნდა, რომ წარმატებული ოპერაციის შემდეგ, ნინამ დაუდევრობისა და მოუფრთხილებლობის გამო, ოპერ­აციის შემდგომი პერიოდი გაირთულა.

ნინა წკრიალაშვილი: – მხედველობის პრობლემა მქონდა და გადავწყვიტე, თვალების ოპერაციის გაკეთება, თან პლასტიკაც დავა­მატე. უპეებიდან თიაქარი მოვიშორე და ცოტა თვალის ფორმა შევცვალე, დავიჭიმე. ეს საქმე რუსეთში, ცნობილ პლასტიკურ ქირურგს, ციცინო შურღაიას მივანდე და ძა­ლიან კმაყოფილი დავრჩი. ამ ქალს ოქროს ხელები აქვს.

– ამბობენ, ნინას ოპერაციის შემდეგ მდგომარეობა გაურთულდა და ლამის დაბრმავდაო?

_ ციცინომ მითხრა, რომ 5 დღე არ გამოვსულიყავი სახლიდან. მე კი მეორე დღესვე გამოვვარდი. წინასა­ახალწლო ღონისძიებებს არ გამოვაკლდი და ამის გამო გამირთულდა. მე რომ დამჯერი ვყოფილიყავი, არ გამი­რთულდებოდა და აღარ მომიწევდა მუქი სათვალით სი­არული. ახლა ყველაფერი რიგზეა. მშვენიერი თვალები მაქვს და იდეალური მხედველობა. უბრალოდ, რამდენი­მე დღე მუქი სათვალით დავდიოდი, ვიღაცებს ეგონათ, რომ დავბრმავდი. თავს მშვენივრად ვგრძნობ და ბევრ­საც ვმუშაობ კომპიუტერთან.

– თქვენი დაუდევრობის გამო კიდევ მოგიწიათ პლასტიკურ ქირურგთან ოპერაციის ჩატარება?

– არა, უბრალოდ, ზედმეტი პრეპარატების მიღება და­მჭირდა. 5 დღე სითბოში რომ ვყოფილიყავი, ყველაფერი კარგად იქნებოდა.

 

– კიდევ რის შეცვლას აპირებთ?

– ცხვირის პლასტიკა მინდა, მაგრამ არც ერთი ქი­რურგი არ მიკეთებს. ყველასთან გავდივარ კონსულტაციებზე, მაგრამ… მეუბნებიან, რომ არ მჭირდება. მე კი ვთვლი, რომ ჩემს ცხვირს შეცვლა უნდა. თვალების ოპერაციამ ის მომიტანა, რომ მაკიაჟი აღარ მჭირდება. თვალის გარშემო გადაღლილობის სიშავეები აღარ მიჩნ­დება. ჩემი აზრით, ერთი ათი წელი მომაკლო.

ნანკა კალატოზიშვილი ბოლო დროს ძალიან შეიც­ვალა, წაწვეტებული ცხვირი და ჰოლივუდური ღიმილი გაუჩნდა. „ჩოლკაც“ და მაკიაჟიც შეიცვალა და ნანკა შე­უდარებელ „ვიდზეა“.

„პრაიმტაიმს“ ეს ცვლილებები უყ­ურადღებოდ არ დარჩენია.

ნანკა კალატოზიშვილი: – არა, ეს ძველი ამბავია. ცხვირის ოპერაცია ბოლოს ერთი წლის წინ გავიკეთე. ხრტილი მქონდა ამოვარდნ­ილი და როგორც კი ცნობილმა პლასტიკურმა ქირურგ­მა, დავით ციციშვილმა დამინახა, მითხრა, აუცილებლად მოდი ჩემთანო.

პირველად რომ გავიკეთე ცხვირის პლ­ასტიკური ოპერაცია, მალევე კარებს დავეტაკე და ისევ გავიფუჭე. მეორედ მომიწია გაკეთება და მესამედ ნადმ­ვილად არ ვაპირებ.

ალბათ, ჩემი ცხვირი და სახე შეცვ­ლილი ახლა იმიტომ გეჩვენებათ, რომ მაკიაჟი შევიცვ­ალე და ცოტა სხვანაირი გავხდი.

(გაზეთი “პრაიმტაიმი” N46(4)-ის არქივიდან 2010 წ.)

ავტორი: რუსა ღვანიძე