ნინი მაჩაიძემ ლოს-ანჯელესის ოპერის სეზონი გახსნა – ლა სკალაში ნაპოვნი სიყვარული და აღიარება - "ხალხის მზერით ვხვდები ფიქრობენ ეს ანჯელინა ჯოლია თუ არაო".

15:44 09-30-2016
174

ავტორი: ავთო ჩიტიძე

ქართველმა სოპრანო ნინო მაჩაიძემ ლოს-ანჟელესის ოპერის თეატრში, 12 სექტემბერს, სპექტაკლით -„სიყვარულის ნექტარი“- სეზონი გახნსა. ქართველი სოპრანოსთვის ეს მორიგი წარმატებაა. „ლა სკალას“ სცენაზე ევროპელ მაყურებელს თავი „რომეო და ჯულიეტადან“ ჯულიეტას პარტიით შეაყვარა. 

წარმატებების სერია მომღერ­ალს კვლავ ელოდება. ნიუ-იორკ­ ში, 2010 წელს მეტროპოლიტენ­ის სცენაზე გამოვა. კონტრაქტი უკვე გაფორმებულია. ლონდონის „კოვენტგარდენის“ სცენაზეც უკ­ვე დაგეგმილია სამი საოპერო სპ­ექტაკლი ნინოს მონაწილეობით.

პირველი სოლო კონცერტი 17 წლის ასაკში გამართა და იმავე წელს კონსერვატორიის სტუდენტიც გახდა. მოგვიანებით, სა­კუთა­რი ძალები „ლა სკალას“ აკადემიის მისაღებ გამოცდებზეც სცადა და ბედმა იქაც გაუღიმა. 400 მს­ურველიდან მხოლოდ ნინო მიიღეს. იტალიელმა მაყურე­ბელმა ქართველი გოგონა „ლა სკალას“ სცენაზე სპექტაკლით -„პოლკის ქალიშვილით“ გაიცნო. პირველი პოპულარობაც ამ სპექ­ტაკლმა მოუტანა. 

ნინო მაჩაიძეს საცხოვრებელი ბინა მილანში აქვს, მაგრამ სახლ­ში იშვიათადაა. მისი საკონცერ­ტო განრიგი უკვე რამდენიმე წე­ლზეა გაწერილი. მას სხვადასხვა ქვეყანაში ელიან. ძალიან უყვარს ლამაზად და გემოვნებით ჩაცმა. რთული სამუშაო გრაფიკის შემდ­ეგ მისთვის საუკეთესო განტვი­რთვა – შოპინგია და ეს პროცესი ყველაზე მეტად მილანსა და ვენა­ში უყვარს. ნინოსთან ინტერვიუ ლოს-ანჯელესის საოპერო თეატრში გა­მართული სპექტაკლის შემდეგ ჩავწერეთ.

ნინო მაჩაიძე: – ლოს-ანჯელესის საოპერო თეატრი ერთ-ერთი უმნიშვნელო­ვანესი თეატრია საოპერო სივრ­ცეში. მისი ხელმძვანელი პლასიდო დომინგოა. პირველად მომეცა სა­შუალება ამერიკელი მსმენელის წინაშე გამოვსულიყავი. პრემიე­რამდე ერთი თვით ადრე ჩავედი ლოს-ანჯელეში და ყველანაირად მოვემზადე ამერიკული პრემიერი­სთვის. 

ამ პრემიერით იწყება ჩემი ამერიკული კარიერა. რამდენიმე თვეში „მეტროპოლიტენის“ სცენ­აზე ვიმღერებ, კონტრაქტი უკვე გაფორმებულია. ძალიან კარგ შემადგენლობაში მო­ვხდი.

– რამდენად განსხვავდება ევროპული და ამერიკული საოპერო მუშაობის პრინციპები?

– არა, დიდი განსხვავება ნამდვილად არ არის. ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს სად გა­მოვალ. მთავარია კარგი მაყურე­ბელი იყოს და კარგად ვიმღერო… მადლობა ღმერთს, შესაძლებლო­ბა მქონდა, მსოფლიოს საუკეთ­ესო სცენებზე გამოვსულიყავი.

– პროფესიის არჩევისას რამ იქონია გავლენა? – რაც თავი მახსოვს ვმღერი. როცა პირველად მკითხეს, რა გი­ნდა ცხოვრებაში აკეთოო, მაში­ნვე ვთქვი – სიმღერა! არასდროს შემიცვლია ინტერესი. ალბათ, დე­დის გავლენა იყო, რადგან ძალიან უყვარდა ოპერა. 6 წლის ვიყავი, როცა ფორტეპიანოზე შემიყვანა, მაგრამ პედაგოგმა შემატყო, რომ რასაც ვერ ვუკრავდი იმას ვმღე­როდი. 8 წლისას ნოდარ ანდღ­ულაძემ მომისმინა და ვო­კალის განყოფილებაზე გადამიყვანეს. ამის შემდეგ დავიწყე სა­ოპერო ვოკალზე ინტენსიურად მუშაობა. კონს­ერვატორიაში ჩავაბარე თუ არა, იმავე წელს თბ­ილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასის შემადგენლობაში მოვხდი.

– არასდროს გინანიათ, რომ ცხოვრებაში ეს რთული გზა აი რჩიეთ?

– არა, არანაირად. სიმღერა მთ­ელი ჩემი ცხოვრებაა. ვერ ვიტყვი, რომ სიმღერას ჩემი ბავშვობა შევწირე. ესაა სიამოვნება, რომელს­აც მუდამ ვიღებ.

„ლა სკალას“ აკადემიაში მოხვ­ედრის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში წარმატებების მთელი სერია დაიწ­ყო. მაშინ დავრწმუნდი, რომ ყველ­აფერი უნდა სცადო. თუ არ ცდი, წარმატება არ მოვა. ულამაზესი ორი წელი გავატარე მილანში, „ლა სკალას“ აკადემიაში. იღბლიანი აღმოვჩნდი – პირველივე ეტაპზე სერიოზული პარტიები მომცეს. მაშინვე ჩავჯექი „ლა სკალას“ სა­ოპერო რეპერტუარში.

– თქვენ რომ გიყურებთ შთაბეჭდილება მრჩება, რომ თანამე დროვე საოპერო სფეროში დიდი ყურადღება გარეგნობასაც ენიჭება. ეს ახალი ტენდენციაა?

– გარეგნობა დღეს ძალიან მნიშვნელოვ­ანია თანა­მედროვე ოპერაში . რეჟისორები მომღერლისგან სულ უფ­რო მეტ სირთ­ულეს ითხოვენ პლასტიკაში . დღეს ოპერის მომღერალს გასუქების უფლება არა აქვს.

– ამის გამო მუდმივად დიეტაზე ყოფნა გიწევთ?

– ერთადერთი მაკა­რონი შევზღუდე. სხვა მხრივ პრობლემა არ მა­ ქვს. დიეტებით თავს არ ვიკლავ.

– გიყვართ შოპინგი? ყველაზე დიდი რაოდენობით რას ყიდულობთ?

– ფეხსაცმელს და ჩანთებს.

– გარეგნულად ანჯელინა ჯოლის გამსგავსებენ. ახლა ლოს-ანჯელესში ხართ. მანდაც აღნიშნავენ მსგავსებას? 

– აქ ორმაგად გაამახვილეს ყურადღება. ქუჩაში რომ მივდ­ივარ ხალხის მზერით ვხვდები, ფიქრობენ, ეს ანჯელინაა თუ არაო.

– იქნებ ბედმა გაგიღიმოთ და ჰოლივუდიდან შემოთავაზებაც მიიღოთ…

– სიამოვნებით. კინოში თა­მაშზე მხოლოდ იმ შემთხვევაში დავთანხმდები, თუ ოპერასთან იქნება დაკავშირებული.

 – წარმატებული კარიერის პარალელურად პირადი ცხოვრებაც მოიწყეთ?

– კი, ჩემი პირადი ცხოვრებაც წარმატებულია. მყავს საქმრო, იტალიელი საოპერო მომღერალი და თავს ბედნიერად ვგრძნობ. ერთმანეთი „ლა სკალას“ აკადემ­იაში გავიცანით. ჯერ ვმეგობრო­ბდით და შემდეგ ეს ყველაფერი სიყვარულში გადაიზარდა.

– კარგია რომ ორივე ოპერის მომღერლები ხართ?

– კი, რადგან ვფიქრობ, როცა წყვილი ერთი პროფესიის არიან, უფრო მეტი გაგებაა ურთიერთობებში. რომ არა ასეთი თანხ­ვედრა, შეიძლება სხვას გაჭირვ­ებოდა ჩემი რეჟიმის გაძლება – ადრე უნდა დავიძინო, ბევრი უნდა ვიმოგზაურო… ახლა ჩემი საქმრო ლონდონშია, მე – ლოსანჯელესში. როგორც კი თავისუ­ფალ დროს მოვნახავთ, მაშინვე შეხვედრებს ვგეგმავთ.

– დაქორწინებას როდის აპირებთ? – ჯერ არ ვიცი. ამაზე ჯერ არ ვფიქრობ. ალ­ბათ ამის დროც მოვა. გავიცანი მისი იტალიური ოჯახი და აღმოვაჩინე, რომ ქართულ ოჯახს ძალი­ან ჰგავს.

– საბოლოოდ საქართველოში დაბრუნებას აპირებთ ?

– ალბათ არა. თანაც ჩემი სა­ქმრო იტალიელია. მეც ძალიან შევეჩვიე იტალიაში ცხოვრებას. ალბათ მილანში დავრჩები საცხ­ოვრებლად და სიბერესაც იქ გა­ვატარებ.

(გაზეთი “პრაიმტაიმი” N28-ის არქივიდან 2009 წ.)

ავტორი: რუსა ღვანიძე