პაპარაცებმა კრიშტიანუ რონალდუ ორსულ გოგონასთან ერთად სანაპიროზე დააფიქსირეს

14:21 05-31-2017
267

32 წლის კრიშტიანუ რონალდუმ ინსტაგრამზე შეყვარებულის, ჯორჯიანა როდრიგესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.  აშკარად ჩანს, რომ რონალდუს ჯორჯიანას მუცელზე აქვს ხელი მიდებული. ხოლო, გასულ უიქენდზე წყვილი კორსიკის სანაპიროზე დააფიქსირეს. ფოტოში ჩანს, რომ ჯორჯიანას მუცელი ნამდვილად ჰგავს ორსულისას. თუმცა, წვილი ამ დრომდე დუმილს არ არღვევს და ორსულობასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

შეგახსნებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუსა და მისი რჩეულის რომანი 2016 წელს დაიწყო. პირველად წყვილი ერთად The Best FIFA Football Awards-ზე გამოჩნდა. width=560 width=560

ავტორი: თეონა აბესაძე