პოლონეთში პატარა სოფელი სახელად ზალიპი არსებობს, სადაც ყველა შენობა ფერადი ყვავილებითაა მოხატული. სახლების მოხატვა იმ მიზნით დაიწყეს, რომ ღუმელის მიერ წარმოქმნილი მური დაეფარა. ცუდი ვენტილაციის გამო, მური ყველა ოჯახში ჩნდებოდა, ამიტომაც ამ იდეის ავტორს სხვებმაც მიბაძეს, რიც შემდეგაც სოფელი ფერადი ყვავილებით აყვავდა.
დღესდღეობით, ზალიპი, რომელიც კრაკოვიდან 90 წუთის სავალ მანძილზე მდებარეობს, პოლონეთის ერთ-ერთ მთავარ სამოგზაურო ადგილად ითვლება.