“ნუ შეიძენთ მუქი ფერის ხორცს, რომლის ზედაპირი დაფარულია ლორწოთი და ეკვრის თითებს, აქვს არადამახასიათებელი სუნი”
ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი
„პრაიმტაიმის“ წინა ნომრებში ბევრს ვწერდით ფალსიფიცირებულ და გაფუჭებულ პროდუქტებზე. ამჯერად „პრაიმტაიმი“ და „სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური“ საკვებ პროდუქტთან დაკავშირებით პრაქტიკულ რჩევებს მოგცემთ. განსაკუთრებით მალფუჭებადი სურსათია: ხორცის, რძის, თევზის, კულინარიული (სალათები, ნახევა რფაბრიკატები და სხვა) და საკო ნდიტრო ნაწარმი, ბოსტნეულისა და კვერცხის შემცველი პროდუქტები.
ამ პროდუქტების შენახვა ტემპერატურული რეჟიმის დაცვის გარეშე დაუშვებელია. განსაკუთრებით მალფუჭებადი სურსათის შენახვის მაქსიმალური ვადაა 6-72 საათი (პროდუქტის სახეობის მიხედვით), არა უმეტეს 6 გრადუსზე, ტემპერატურული რეჟიმის პირობებში.
1. უკრემო, ცილის კრემით ან ხილით გაწყობილის – 36 საათი, ხოლო მოხარშული კრემითა და ათქვეფილი ნაღების კრემით გაწყობილის – 6 საათი. ყველა მათგანი უნდა ინახებოდ ეს +2 C-დან +6 C-მდე ტემპერატურული რეჟიმის პირობებში;
2. არაქარხნული ხორცის ფარშის შენახვის მაქსიმალური ვადაა 6 საათი +2 C-დან +6 C-მდე;
3. სოსისი და სარდელი +2 C-დან +6 C-მდე ინახება არა უმეტეს 48 საათისა;
4. მოხარშული ძეხვი +2 C-დან +6 C-მდე ინახება 24 საათიდან 72 საათამდე (ხარისხის მიხედვით);
5. გაყინული ხორციანი პელმენი 48 საათამდე ინახება არა უმეტეს -5 C ტემპერატურული რეჟიმის პირობებში;
6. ხორცის შეძენისას დააკვირდით მის ფერს (უნდა იყოს ღია ვარდისფერი, ან ღია წითელი), სიმკვრივეს (ზედაპირზე თითის დაწოლისას წარმოქმნილი ფოსო სწრაფად უნდა გაქრეს);
7. ნუ შეიძენთ მუქი ფერის ხორცს, რომლის ზედაპირი დაფარულია ლორწოთი და ეკვრის თითებს, აქვს არადამახასიათებელი სუნი. ასევე, თუ ძვლის ტვინი არ ავსებს ლულოვანი ძვლების მთელ სანათურს, რბილია, იგლისება და აქვს რუხი ფერი;
8. ნუ შეიძენთ თევზს, რომლის თვალები ჩავარდნილია ფოსოებში, რქოვანი გარსი ამღვრეულია, კუნთები არ არის მკვრივი და მუცელი გამობერილია;
9. ნუ შეიძენთ კუსტარულად და მზადებულ შებოლილ და დამარილებულ თევზს; სურსათის შენახვისას გაითვალისწინეთ: არ შეინახოთ შეძენილი მალფუჭებადი სურსათი უმაცივროდ ერთ საათზე მეტი ხანგრძლივობით, მოერიდეთ გალღობილი სურსათის ხელმეორედ გაყინვას. ნედლეული და მზა ნაწარმი შეინახეთ ერთმანეთისგან განცალკევებით ან დახურულ ჭურჭელში, რადგან შესაძლებელია ბაქტერიები გადავიდეს ერთი პროდუქტიდან მეორეში. დაიცავით სურსათი მღრღნელების, მწერებისა და სხვა ცხოველებისგან. ჩვილი ბავშვის საკვები შენახვას არ ექვემდებარება.
10. არაქარხნული პაშტეტის შენახვის მაქსიმალური ვადაა 6 საათი +2 C-დან +6 C-მდე ტემპერატურული რეჟიმის პირობებში;
11. პასტერიზებული რძე, ნაღები, მაწონი და ხაჭო +2 C-დან +6 C-მდე ინახება 36 საათი;
12. არაჟანი +2 C-დან +6 C-მდე ინახება არაუმეტეს 72 საათისა;
13. განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქტების შენახვის პირობებისა და ვადების დარღვევა იწვევს ამ სურსათში არა მარტო ლპობის, არამედ პირობით-პათოგენური მიკროორგანიზმების სწრაფ გამრავლებას, რაც, თავის მხრივ, შეიძლება გახდეს მიკრობული კვებითი მოწამვლისა და მწვავე ნაწლავური დაავადებების აღმოცენების მიზეზი. განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქტების შენახვის დადგენილი ვადა აითვლება ტექნოლოგიური პროცესის დამთავრებიდან და მოიცავს დამამზადებელ საწარმოში დაყოვნების, ტრანსპორტირებისა და სარეალიზაციო ან საზოგადოებრივი კვების ობიექტებში შენახვის დროს;
14. პროდუქციის დამამზადებელი საწარმო ვალდებულია, მოახდინოს განსაკუთრებით მალფუჭებადი სურსათის თითოეული პარტიის ნიშა ნდება, კერძოდ, იარლიყზე ან შესაფუთ ტარაზე მითითებული უნდა იყოს პროდუქტის შენახვის ტემპერატურა და ვადა. დაუფასოებელი სურსათისთვის, დამამზადებელმა საწარმომ უნდა გაგზავნოს შესაბამისი ინფორმაციის შემცველი ეტიკეტები ამ პროდუქტების სარეალიზაციო წერტილებში, სადაც განთავსდება მომხმარებლისთვის თვალსაჩინო ადგილას.
(გაზეთი “პრაიმტაიმი” N32-ის არქივიდან 2009 წ.)