საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით საპარლამენტო უმრავლესობაში პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევაზე გადასვლის თარიღთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. ირაკლი კობახიძის თქმით, უმრავლესობის დეპუტატების ნაწილი მიიჩნევს რომ კომპრომისს აზრი აღარ აქვს და პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა 2018 წელს უნდა გაიმართოს.
,, ზოგადად, ის რომ ჩვენ უნდა გადავიდეთ არაპირდაპირ არჩევნებზე პირდაპირი არჩევნებიდან ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანია იმ სისტემაში, რომელიც არის ჩამოყალიბებული. საპარლამენტო სისტემაში პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი არჩეული იყოს არაპირდაპირი წესით კანონპროექტი ითვალისწინებს იმას რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით. შესაბამისად ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აღარ ისმება. რაც შეეხება ვადებს ამასთან დაკავშირებით, იყო გუშინ სერიოზული მსჯელობა, სერიოზული წინააღმდეგობაა იმასთან დაკავშირებით, რომ განისაზღვრება კანონპროექტით მომავალ წელს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა. გარკვეული დეპუტატები ამას აპროტესტებენ , ჩვენ ვთვლით რომ კომპრომისის საფუძველზე შეგვეძლო დაგვეტოვებინა მომავალ წელს პირდაპირი არჩევნები, პერსონალური ფაქტორის გათვალისწინებით, რომელიც მოქმედ პრეზიდენტს უკავშირდება. საუბარი იყო იმაზე რომ არსებული მოვლენების გათვალისწინებით კომპრომისს აზრი არ აქვს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით პრეზიდენტის მიზანი იყო დესტრუქცია და ეს ნაწილობრივ მოახერხა კიდეც.
,,რეალურად ეს დაიგეგმა და განხორციელდა პრეზიდენტია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების ჩართულობით, რაც არის სამწუხარო მით უფრო რომ პრეზიდენტს კონსტიტუციასთან მიმართებით მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია და ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტობის პირობებში გეგმავს დესტრუქციულ ქმედებებს საკონსტიტუციო რეფორმის წინააღმდეგ. ეს გეგმა შედგა ეს გეგმა განხორციელდა სამწუხაროდ. ამიტომ ჩნდება კითხვები რამდენად აქვს აზრი კომპრომისს. ამაზე მსჯელობა უნდა გაგრძელდეს და ამის საფუძველზე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, იმასთან დაკავშირებით როდის ამოქმედდება არაპირდაპირი არჩევნები”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საკომიტეტო განხილვა დაიწყო.