“ჟურნალისტები საკმაოდ თამამად, ღიმილით და ცეკვით უჩვენებდნენ ბერგერის კაბებს, რაც ძალიან ახალისებდა საზოგადოებას”…
ზალიკო ბერგერმა საკუთარი კოლექცია ჟურნალისტებს მოარგო და პოდიუმზე გამოიყვანა. წერას და მიკროფონს შეჩვეული ჟურნალისტები, წითელ ხალიჩაზე პროფესიონალი მოდელებივით ენაცვლებოდნენ ერთმანეთს, თანაც საკმაოდ თამამად, ღიმილით და ცეკვით უჩვენებდნენ ბერგერის კაბებს, რაც ძალიან ახალისებდა საზოგადოებას…
სტუმრებს შორის იყო სამოდელო სააგენტო „ნატალის“ ხელმძღვანელი, ნატა სამადალაშვილი, რომელმაც ჩვენთან საუბრისას მოდელი ჟურნალისტებით გამოწვეული აღფრთოვანებაც ვერ დამალა.
თავად ზალიკო ძალიან კმაყოფილი იყო მედიის წარმომადგენლებთან მუშაობით.
ჩვენების შემდეგ, პოდიუმზე გავლა „შუა ქალაქის“ ანანომაც სცადა. სიარულის მანერას მას ლიკა ყაზბეგი ასწავლიდა.
ჟურნალისტების მხიარულება, მხოლოდ პოდიუმით არ დასრულებულა, გაგრძელება, „ბამბა რუმში“ შედგა.
(გაზეთი “პრაიმტაიმი” N21-ის არქივიდან 2009 წ.)