რაგბის ჩემპიონობისათვის დათმობილი მსახიობობა – ” ჩემპიონი შეყვარებულის გარეშე გავხდი”…

01:08 11-26-2016
181

ავტორი: ავთო ჩიტიძე

20 წლის ვიქტორ კოლელიშვ­ილი რაგბისტია, კლუბ „ლელოს“ მოთამაშეა და წელს რაგბში საქართველოს ჩემპიონიც გახდა. კლ­უბმა 21 დაუმარცხებელი თამაში ჩაატარა. ეს გამარჯვება ახალგა­ზრდა რაგბისტს ძვირად დაუჯდა – თეატრალურში სწავლას დროე­ბით დაანება თავი. რაგბს მის ცხ­ოვრებაში იმდენად დიდი ადგილი უჭირავს, რომ ვერც სწავლისთ­ვის იცლის და ვერც გართობის­თვის. თანაგუნდელები „რობო­ტას“ ეძახიან. 14 წლიდან შავი, ხვეული თმა და წვერები აქვს. და ასეთი გარეგნობა მისი ერთგვარი სავიზიტო ბარათია.

ვიქტორი მსახიობ ზაზა კო­ლელიშვილის შვილია. ამას ერთი შეხედვითაც შეამჩნევთ, თუ „ნა­ტვრის ხეში“ ზაზას როლს – შეთეს შეადარებთ. იქ ზაზაც 20 წლის­აა. განსხვავება მხოლოდ იმაშ­ია, რომ ზაზას ფაფახი ახურავს, ვიქტორს კი ასეთივე ბუნებრივი თმა აქვს.

– რაც წვერი ამომივიდა, მას შემდეგ ჩემი სახე ასეთ ფორმაშია. ისეთ დროს მქონდა ეს ვარცხნ­ილობა, როცა ქალაქში ფაფახის სტილი მოდური არ იყო. თავიდან თითქოს არავის მოსწონდა ჩემი გრძელი კულულები, მაგრამ მა­ლე ყველამ მობაძვა დაიწყო. ისე შევეჩვიე ჩემს გრძელ, გაჩეჩილ თმას, რომ ალაბათ მოკლე თმ­ის ტარება გამიჭირდება. სახლ­ში რომ მივიდე თმებშეჭრილი და წვერგაპარსული, დარწმუნებული ვარ, მამაჩემიც კი ვერ მიცნობს.

– რითი ხიბლავთ გოგონებს, ასეთი გარეგნობით თუ რაგბით?

– არა მგონია რაგბისტობა პო­პულარულს მხდიდეს გოგონებში, ფეხბურთელები უფრო პოპულარულები არიან. თუ გოგონებში პოპულარული ვარ, ეს ჩემი ხასი­ათიდან გამომდინარეა. ძალიან მეგობრული ვარ, არ ვთამაშობ, გოგოსთან ყოველთვის ისეთი ვარ, როგორიც რეალურად ვარ.

– ცეკვა გეხერხებათ?

– ერთადერთი, რაც არ მეხერხ­ება სამეჯლისო ცეკვებია. თეატ­რალურში ქორეოგრაფიის გაკვეთილებსაც გავდიოდით, სადაც ბალეტის ელემენტებით გვიწევდა ვარჯიში. იმდენად არ გამომდიო­და ეს საქმე, რომ მთელი ჯგუფი მეღადავებოდა. მაგარი მოუქნე­ლი ვარ ევროპული ცეკვებისთვ­ის.

– რა ტიპის გოგონები მოგწონს?

– ყველა კარგი გოგო მომწონს.

– ანუ მოდელები?

– აუცილებელი არ არის მო­დელი იყოს. თუ გოგოში მზერა დავინახე, შეიძლება ჭკუიდან გა­დავიდე. მომწონს კარგი გარეგნ­ობის გოგონებიც. ყველაფერი უნ­და იყოს მასში – მომხიბვლელობა, კარგი ხასიათი, კეთილი გული. ხშირად ჩემი აღფრთოვანება რა­მდენიმე კვირა ან დღეები გრძე­ლდება. ხანგძლივი ურთიერთო­ბები გოგონებთან არ გამომდის.

– როგორ მიდიხართ გოგოსგან?

– შანსი არ არის გოგოსგან ჩხ­უბით და სკანდალებით წავიდე. ყველა ჩემს ყოფილ შეყვარებულ­თან დღემდე ვმეგობრობ.

– გოგონები არ გსაყვედურობენ, რომ რაგბს უფრო მეტ დროს უთმობთ ვიდრე მათ?

– კი. ეს მთავარი პრობლემაა. ხშირად მსაყვედურობენ და ეჭ­ვიანობენ რაგბიზე. ამიტომ ამ ეტაპზე შეყვარებული არ მყავს. ჩემპიონი შეყვარებულის გარეშე გავხდი, რადგან მთლიანად სპორ­ტზე ვფიქრობდი.

– გიყვართ მოდურად ჩაცმა?

– მაინც უფრო სპორტული ხაზისკენ ვიხრები. კედებზე ვგ­იჟდები. მამაჩემიც კი კედებზე გადავიყვანე, მე და ჩემმა ძმამ შე­ვაყვარეთ. როცა საზღვარგარეთ თამაშზე მივდივარ, იქიდან რამდენიმე წყვილი კედი ჩამომაქვს. იმის გამო, რომ ხშირად მიწევს უცხოეთში თამაშებზე სიარული, ძირითადად საზღვარგარეთ ვშ­ოპინგობ. მაგრამ გოგონებთან ურთიერთობაში, ვფიქრობ, ჩაცმ­აზე მეტად ჩემი ხასიათი და დამო­კიდებულება მოქმედებს.

– როგორ გახდი რაგბისტი?

– არასდროს მიფიქრია, რომ ფეხბურთზე შევსულიყავი, მიუხ­ედავად იმისა, რომ ის ყოველთ­ვის პოპულარული იყო ჩემს თანა­ტოლებში. ალბათ ვგრძნობდი, რომ ჩემგან ფეხბურთელი არ დადგებოდა. სანამ თავს რაგბში ვიპოვნიდი, მანამდე სპორტის ბევრ სახეობაში მოვსინჯე ძა­ლები: ცურვაში, ხრიდოლზე, კა­ლათბურთზე, კრივზე. ყველაფ­ერი მალე მბეზრდებოდა, არსად არ მქონია გაგრძელების სურვ­ილი. რაგბზე სრულიად შემთხვ­ევით მოვხდი, უკვე 14-15 წლის ვიყავი, ანუ რაგბისთვის უკვე დაგვიანებულ ასაკში. ჩემმა ნა­თლია, „ჯაპანამ“, რომელიც რა­გბის დიდი ფანია და ჩემმა ძმამ, იმდენი მელაპარნაკნენ რაგბის შესახებ, რომ ძალით შემიყვან­ეს. თანაც იმ პერიოდში რაგბი პოპულარული გახდა. მეც შევე­დი და რაგბმა საბოლოოდ ჩა­მითრია.

– რა იპოვეთ რაგბში ისეთი, რომ სხვა სპორტის სახეობების მსგავსად, ინტერესი მალე არ გაგიქრათ?

– სრულიად განსხვავებული სპორტია. აქვს თავისი ტრად­იციები, გამოკვეთილად ვაჟკაც­ურია. თამაშის დროს ჩხუბობ, არ ინდობ მოწინააღმდეგეს, თა­მაშის ბოლოს კი ჩვეულებრივად კაცურად ვემშვიდობებით მო­წინააღმდეგეს. იჩხუბე, იცემე, ითამაშე, მხოლოდ მოედანზე. თამაშის მიღმა მეგობრებად ვრჩებით. რაგბმა ჩემს ხასიათ­შიც ბევრი ცვლილება შეიტანა. ჩემში ბრძოლისუნარიანობა და შრომისმოყვარეობა განავითა­რა. რაგბი ერთადერთი სპორ­ტია, სადაც მოწინააღმდეგე წინ გყავს და დამხმარე უკან.

– როგორია თქვენი ცხოვრების სტილი?

– საშინელი, იმ გაგებით, რომ გართობისთვის დრო თითქმის არა მაქვს. დილით ხანდახან საუზმესაც ვერ ვასწრებ, ისე გავრბივარ ვარჯიშზე. შემდეგ შუადღეს ვისვენებ და საღა­მოს – ისევ ვარჯიში. ხშირად მსაყვედურობენ მეგობრები, რომ მათთვის დრო არა მა­ ქვს. სწორედ ამ დატვირთვის გამო, წელს თეატრალურ ინ­სტიტუტში აკადემიური ავიღე, რადგან ვეღარ ვასწრებდი ვერც სწავლას და ვერც ვარჯიშს. წე­ლს თან ჩვენი გუნდი ჩემპიო­ნობას ვაპირებდით და ამიტომ სწავლაზე დროებით უარის თქ­მა მომიწია. ძალიან კი დამწყდა გული, რადგან ბავშვობიდან სა­მსახიობო კარიერაზე ვოცნებ­ობდი. ჩემი სპორტული მიზნები შორს მიდის. მინდა, რომ საზღ­ვარგარეთ ვითამაშო. ამიტომ, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ჩემი სამსახიობო მომავალი.

– მსახიობობა მამის გავლენით აირჩიეთ?

– ბუნებრივად მოხდა. სახლ­ში სულ კინოზე და თეატრზე მიდიოდა საუბარი. მის გა­რეშე ჩემი მომავალი არც კი წარმომედგინა. მამა­ჩემი მირჩევდა, რომ სხვა პროფესიისთვის მომეკიდა ხელი, რადგან ჩვენთან მსახიობობა ჯერ კიდევ ფინანსურ პრობლემე­ბთან ასოც­ირდება.

– ალბათ, რაგბისკენ იმიტომ გადაიხარე, რომ აქ მამის პროტეჟე ვერ იქნებოდი, კინოში კი მუდამ ზაზა კოლელიშვილის შვილად აღგიქვამდნენ.

– შეიძლება ასეც იყო. უბ­რალოდ, ამ ეტ­აპზე მივხდი, რომ რაგბს უფრო სჭირ­დებოდა ჩემი დრო და ენერგია. მინდა, რომ ეროვნულ ნაკრებში მოვხდე. ვიცი, ყველ­აფერი ჩემს მონდომებაზეა დამოკიდებული.

(გაზეთი “პრაიმტაიმი” N33-ის არქივიდან 2009 წ.)

ავტორი: რუსა ღვანიძე