რა ზომის მკერდი აქვს „მის მკერდის“ გამარჯვებულს – „მიმტანად ვმუშაობ“ – exclusive

15:53 06-05-2017
2218
თეგები: a:1:{i:0;i:1417;}

უკვე მეორედ საქართველოში კონკურსი „მის მკერდი“ ჩატარდა. გამარჯვებული პროფესიით ექთანი, 31 წლის სოფი ახალაძე გახდა. ამ ლამაზ გოგონას მანამდე შეხება არ ჰქონია არც სამოდელო ბიზნესთან და არც შოუბიზნესში ყოფილა ჩართული. ამდენად, ეს ყველაფერი მისთვის ახალია. ახალია ისიც, რომ გამარჯვების პირველივე წამებიდან მისკენ იშვერდნენ თითს და ამტკიცებდნენ, რომ სოფის ერთი ზომა მკერდი აქვს და ის არ უნდა გამხდარიყო კონკურსის გამარჯვებული. დღეს სოფი ჩვენი სტუმარია და თავად გიამბობთ გამარჯვების სიხარულზე, მოსალოდნელ აგრესიასა და პირად ცხოვრებაზე.

– სოფი, თავდაპირველად, შენს შესახებ გვიამბე…
– 31 წლის ვარ. პროფესიით ექთანი. მეოთხე სამშობიაროში ვმუშაობდი 5 წლის განმავლობაში. დაბალი ანაზღაურების გამო წამოვედი. მიმტანად დავიწყე მუშაობა „ლას-ვეგასში“. ნორმალური ანაზღაურება მაქვს, მაგრამ ძალიან დამღლელი სამუშაო პირობებია. ღამის თენება მიწევს.
– როგორც ვხვდები, აქამდე შოუბიზნესთან არანაირი შეხება არ გქონია…
– არა, მხოლოდ ერთ ჩვენებაზე გამოვედი. გიორგი მასხულიამ მიმიწვია. მას მერე არსად გამოვჩენილვარ.
– „მის მკერდზე“ როგორ მოხვდი?
– ნინო ნადირაძე არის ჩემი მეგობარი. მან მისწერა ორგანიზატორს, ჩემი ფოტოები გაუგზავნა და მოვეწონე. დამიკავშირდნენ და მიმიწვიეს.
– ადვილად მიიღე გადაწყვეტილება?
– ცოტა ვიფიქრე. ოჯახის წევრებს ვკითხე აზრი.
– ვინ არიან შენი ოჯახის წევრები?
– მამიკოს ხმა არ ამოუღია, ძალიან თავშეკავებული ადამიანია. დედაჩემსაც არ გამოუთქვამს პროტესტი. უბრალოდ, კონკურსის სახელი არ მოსწონდა. პრინციპში, ორივე მგულშემატკივრობდა. მეგობრებისთვის არაფერი მითქვამს. ძალიან ახლო მეგობრების გარდა. ფოტოებსაც არ ვდებდი სოციალურ ქსელში, სანამ ფინალი ჩატარდებოდა.
– გათხოვილი ხარ?
– არა. 16 წლის ასაკში გავთხოვდი, 8 წელი ვიცხოვრე ქმართან. 14 წლის ბიჭი მყავს. უკვე 6 წელია, ერთმანეთს დავშორდით.
– ამბობენ, 7 წელი კრიზისულიაო. გადაგილახავს და რა მოხდა?
– ეს ძალიან პირადია და არ მინდა ლაპარაკი.
– შენი 14 წლის ბიჭიც გგულშემატკივრობდა კონკურსზე?
– იქ არ მოსულა, მაგრამ მერე დამირეკა და მომილოცა. იმ ღამეს მამასთან იყო… რაც შეეხება ამ კონკურსს, სახელი აქვს მყვირალა, თორემ თქვენც ნახეთ, რა ხდებოდა. სილამაზის სხვა კონკურსებზე გოგონები საცურაო კოსტიუმებით გამოდიან. ჩვენ ზემოდან მოსაცმელები, ე.წ. „პარეოები“ გვეცვა. არ მესმის, რატომაა ამდენი მითქმა-მოთქმა.
– მათ, ვინც გირჩევდნენ, არ გამოსულიყავი ამ კონკურსზე, რა არგუმენტები მოჰყავდათ?
– კონკურსის სახელწოდება. გახსოვთ, ალბათ, შარშანდელ „მის მკერდს“ როგორი ქილიკი და დამცინავი კომენტარები მოჰყვა.
– შენზეც წერენ ცუდ კომენტარებს?
– ჯერჯერობით მხოლოდ იმას წერენ, რომ მკერდი არ მაქვს (იცინის). ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი მასხულიამ თქვა, რომ ერთი ნომერი მკერდი მაქვს. თქვენც ხედავთ, რომ ერთი ზომა მკერდი არ მაქვს. სამი ზომა მკერდი მაქვს. უბრალოდ, მაღალი ვარ და არ ჩანს. მე მესმის გიორგის პრეტენზიები, უნდოდა, მის მოდელს მოეგო კონკურსი. გამარჯვება ყველას უნდოდა. მე მართლა არ ველოდი გამარჯვებას, ხომ ნახეთ, ცრემლებიც ვერ შევიკავე. სულ ვამბობდი, რომ ნათია მოსულიშვილს ეკუთვნოდა გამარჯვება. მკერდიც დიდი აქვს, კარგი გოგონაა, უბრალო, ვაფასებ. სამეულშიც ვერ მოხვდა და ძალიან დამწყდა გული.
– ფინალამდე დაძაბულობა იყო გოგონებს შორის?
– არა, ძალიან მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდა ჩვენ შორის. მე ვმუშაობ და ისე ხშირად ვერ ვახერხებდი სიარულს რეპეტიციებზე.
– ასეთი ლამაზი გოგო დღეს მარტოა?
– კი, მარტო ვარ და ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. თავისუფლებით ვტკბები.
– ღამის თენება მიწევსო, მითხარი. როგორ ახერხებ, რომ ასე კარგად გამოიყურები?
– ალბათ, გენეტიკის ბრალია. მამა მყავს ნახევრად უკრაინელი, დედა – აფხაზეთიდან. გვარი იმერული მაქვს. ბაბუა იმერელი მყავს. ამ მეგრულ-უკრაინულ-იმერულმა გენეტიკამ ქნა, ალბათ, ჩემი სილამაზეც (იღიმება).
– მზად ხარ იმისთვის, რომ ამ სტატუსის („მის მკერდი 2017“) შემდეგ გაგაკრიტიკებენ?
– ყველანაირი კომენტარისთვის მზად ვარ. მეტი რა უნდა დაწერონ. ერთი ზომა მკერდი აქვსო, წერენ. მქონდეს, არც ეგ არ არის პრობლემა.
– მოდელობაზე არასდროს გიფიქრია?
– ბავშვობის ოცნება იყო, მაგრამ 16 წლის დავოჯახდი… ისეთ ხალხშიც არ ვტრიალებდი, რომ ამ სფეროსკენ ამეღო გეზი. ბოლოს თვითონ მიპოვეს.

ნინო მჭედლიშვილი

„პრაიმტაიმი“

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი