იუგოსლავიელი რეჟისორი, ემირ კუსტურიცა, სააგენტო “Srbija Danas” – ის ცნობით, სერბეთში, ავტოავარიაში დაშავდა.

“მერსედესის” მარკის ავტომობილი, რომელშიც კუსტურიცა იმყოფებიდა, დიდი სისწრაფით მოძრაობდა. მძღოლმა, ვიჩენცე სავიჩმა, საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან, გადავარდა.
კუსტურიცა და მისი მძღოლი, საავადმყოფოში არინ გადაყვანილები.

ემირ კუსტურიცა – იუგოსლავიის და სერბეთის რესპუბლიკის კინორეჟისორია, ის არაერთი პრესტიჟული ჯილდოს, მათ შორის, ვენეციის “ოქრის პალმის რტოსა” და ბერლინალეს “ოქროს დათვის” მფლობელია. კუსტურიცა, სერბეთის რესპუბლიკის ხელოვნების აკადემიის წევრია.
მისი ყველაზე ცნობილი ფილმებია; “შავი კატა, თეთრი კატა”, “ცხოვრება, როგორც სასწაული” და “არიზონული ოცნება”.