ქეთა თოფურიას ოჯახის დანგრევის შესახებ ჭორები ჯერ კიდევ იანვარში გავრცელდა. სწორედ ამ დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერალს რეპერ გუფისთან რომანი ჰქონდა. თუმცა აღნიშნული ინფორმაცია, მომღერლებმა არ დაადასტურეს. მაისში კი გავრცელდა, რომ ქეთა თოფურია და ბიზნესმენი ლევ გეიხმანი ერთად აღარ ცხოვრობენ. ქეთა თოფურია ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.
cosmo.ru-ს ინფორმაციით, 2 ივნისს ქეთა თოფურია და A’Studio ჯგუფმა საზაფხულო წვეულება გამართა ერთ-ერთ რესტორანში. ქეთა თოფურია მოკლე კაბით გამოჩნდა. მომღერლის ლუქმა მოწვეული სტუმრების მხრიდან მოწონება დაიმსახურა.
