საკუთარი სხეულის დისკომფორტი – ვარსკვლავების შვილები, რომლებმაც სქესის შეცლა გადაწყვიტეს

15:42 05-31-2017
806
თეგები: a:2:{i:0;i:2776;i:1;i:2777;}

დიდი ხანია, რომ აღარავის უკვირს, რომ ცნობილი ვარსკვლავების შვილების უმეტესობა, სქესის შეცვლისკენ არიან ორიენტირებულები. გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს, რომლებმაც პლასტიკური ოპერაციებიც კი გაიკეთეს, იმის გამო, რომ საკუთარ სხეულის დისკომფორტი ჰქონდათ.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მათ მშობლებს არათუ აწუხებთ შვილების ორიენტაცია, არამედ, პატივსაც კი სცემენ მათ გადაწყვეტილებას.

შაილო ჯოლი-პიტი(10 წლის) Шайлоანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის ქალიშვილმა, შაილომ, რამდენიმე წლის წინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის ბიჭია და ყველას სთხოვს, რომ ჯონი დაუძახონ.

სხვათა შორის, მშობლები მის ორიენტაციაში, პრობლემას ვერ ხედავენ, უფრო მეტიც, არც ფიქრობენ, რომ დაარწმუნონ მისი შვილი, რომ ის მდედრობითი სქესის წარმომადგენელია. ბრედი დარწმუნებულია, რომ  შაილო გაიზრდება და მიხვდება, რომ ის გოგოა.

ნოა შენონ გრინი(4 წლის) Ноаმეგან ფოქსის შვილი ნოა, სასეირნოდ, ულამაზეს კაბაში გამოწყობილი დადის, რაზეც დედას არანაირი რეაქცია არ აქვს, თვლის რომ ეს ბავშვური საქციელია. მეგანის თქმით, ის შვილს სრულ თავისუფლებას და თვითგამოხატვის ნებას აძლევს.

ჯექსონ ტერონი(6 წლის) Джексонშარლი სტოუნის ვაჟი, ჯექსონი, გრძელ თმებს ატარებს და დისნეის გმირის, პრინცესას კაბაში გამოწყობილი დადის. შარლი ფიქრობს, რომ ეს ჩაცმულობა, მისთვის კომფორტულია და სჯობს, სქესი თვითონ აირჩიოს, როცა გაიზრდება.

კინგსტონ როსდეილი(10 წლის) Кингстонგვენ სტეფანი და ჰევინ როსდეილის ვაჯი კინგსტონი, სიამოვნებით იკეტებს მუქი ფერის მანიკიურს, იღებავს თმებს, იკეთებს მაკიაჟს და სხვადასხვა კოსტიუმებით პოზირებს, მათ შორის Missoni -ის კაბით. მშობლების თქმით, ეს მხოლოდ გასართობი, ბავშვური თამაშია.

ჩეზი ბონო(ბავშვობის სახელი, ჩესტიტი – შერის და სონი ბონოს ქალიშვილი) (48 წლის)Чез

13 წლის ასაკში ჩესტიტი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ჰქონდა დისკომფორტი, იმის გამო, რომ ის გოგოა და სქესის შეცვლა გადაწყვიტა. 2010 წელს მან გაიკეთა ოპერაცია და გახდა ჩეზი. შერის არ გაუპროტესტებია შვილის არჩევანი, პირიქით, მხარს უჭერდა მის არჩევანს.

“ერთხელ რომ მამაკაცმა გავიღვიძო, აუცილებლად დავიწებდი იმაზე ფიქრს, თუ როგორ დავიბრუნო ჩემი სხეული. ზუსტად ესე ფიქრობდა ჩეზი და ამიტომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. მე მივესალმები ჩემი შვილის არჩევანს”. ამბობს შერი.

სტივენ ბიტი(ბავშვობის სახელი კეტლინი – უორენ ბიტის და ანეტ ბენინგის ქალიშვილი)(24 წლის) Стивенსტივენი 1992 წელს, მსოფლიო ვარსკვლავების, უორენ ბიტის და ანეტ ბენინგის ოჯახში დაიბადა. ბავშვობაში, მას კეტლინი ერქვა. დიდხანს მალავდა სტივენი იმ ფაქტს, რომ  ვერ გრძნობდა თავს კომფორტულად ქალის სხეულში. 10 წლის წინ, მან გაიკეთა ოპერაცია და ყველაფერი მწყობრში ჩადგა.

“ის ნამდვილი რევოლუციონერია, ის გენიოსი და ჩემი გმირია, როგორც ჩემი ყველა შვილი” – ამბობს  საკუთარ ვაჟზე, მსახიობი უორენ ბიტი

ავტორი: რუსა ღვანიძე