საყვარელი ადამიანის გამო რა სიგიჟე ჩაგიდენიათ? – “აივნიდან მოშორებით ვდგებოდი მამას ან ბიძას ჩემთვის თეფშები რომ არ დაეშინათ”

23:10 11-15-2016
355

“მა­წუხებს ხოლმე ზედმეტი სიყვარული –  ვემუქრები, პულვერიზატორებით აგიჭ­რელებ კორპუსს, სხვადასხვა ფერებით დავწერ – მიყვარხარ მეთქი”

ნინა წკრიალაშვილი:

რა არ ჩამიდენია, ის მკითხეთ… შეყვ­არებული – ნორმ­ალური აღარ ვარ. ზედმეტად გამოვხ­ატავ სიყვარულს. ზომა არ ვიცი… მა­გრამ კაცების მიერ ჩემს გამო ჩადენი­ლი სიგიჟეები უფ­რო მახსოვს. მაშინ მეცხრე სართულ­ზე ვცხოვრობდი… უცებ ყვირილი მო­მესმა, ფანჯრიდან გადავიხედე და ერ­თი საკმაოდ ასაკიანი კაცი ბოლო ხმაზე გა­ჰყვიროდა – ნინააააააა მიყვარხააააააარ!… ძა­ლიან მაგარი იყო, გამი­ხარდა. მე კი ჩემი სიგიჟე­ები არ მახსენდება. ალბათ, ახალი გიჟური ისტორიის დაწყ­ების დროა. მჭირდება – სიგიჟემდე. ასე რომ დავდგები გმირთა მოედანზე და ბოლო ხმაზე ვიყვირებ – მჭირდებააა­ააააა!

დეა ადამია

„გუშინ ჩემს საყვარ­ელ ადამიანს დილით 5 საათზე დავურეკე, გა­ვაღვიძე და ვუმღერე. მერე მუზამ შემაწუხა, ისევ გავაღვიძე და ჩე­მი დაწერილი ლექსი წავუკითხე. ხშირად ვუწყობ ამგვარ სიურპრიზებს. სიყვარული ათასნაირ სიგიჟეს ჩა­გადენინებს. რამდენ­ჯერმე, შუაღამისას სახლშიც მივაკითხე. ეგონა, რომ მეძინა. მე კი კარებზე დავუკაკუნე და სიყვარული ავუხსენი. მა­წუხებს ხოლმე ზედმეტი სიყვარული. ვემუქრები, პულვერიზატორებით აგიჭ­რელებ კორპუსს, სხვადასხვა ფერებით დავწერ – მიყვარხარმეთქი”

ზურა შარია

სულ სი­გიჟეებს არ ჩავდივართ? სერენადებიც მიმღერია, ყვ­ავილებიც გა­მიგზავნია , მაგრამ განსაკუთრებული ის იყო, მატა­რებლით რომ გავაცილე შე­ყვარებული, და­ ვემშვიდობე და მერე იმ ქალაქში დავხვდი, რომე­ლშიც ჩავიდა. მო­ულოდნელობისგან ლამის შოკში ჩავარდა. უკეთესსაც გეტყვი: ჩე­მმა მეგობარმა თვითმფ­რინავით გააცილა შეყვარებული, მერე თვითონაც სალონში შეიპ­არა და ჩემსავით ისიც ყვავილებ­ით დახვდა.

ჯონდი ბაღათურია:

„სიგიჟე? ბევრი გამიკე­თებია საყვარ­ელი ადამიანი­სთვის. ცოლი სულ სიმღერსიმღერით მოვი­ყვანე. მრგვალ ბა­ღთან ვიდექი ვაკეში და სერენადებს ბოლო ხმაზე ვუმღეროდი. აივნიდან კა­რგა მოშორებით ვდგებოდი ნათიას მამას ან ბიძას ჩემთვის თეფშები რომ არ დაეშინათ.~

ზურა გეწაძე:

ბევრი ას­ეთი ფაქტი იყო. ამ წამს ერთი მახსენ­დება. შეყვარ­ებულის სახლ­თან ჩავიარე, ფანჯარა ღია დამხვდა და სუ­რვილი გამიჩნ­და, სიურპრიზი მომეწყო. იქვე ყვავილები ვიყი­დე, სახლზე ავ­ბობღდი და მოულ­ოდნელად შევეფეთე შეყვარებულს. ძალიან შე­შინდა. სხვა რეაქციას არ დავლოდებივარ, უკანვე ჩამოვბობღდი.

(გაზეთი “პრაიმტაიმი” N31-ის არქივიდან 2009 წ.)

ავტორი: რუსა ღვანიძე