თემა, რომ ნანუკა ჟორჟოლიანმა წონაში გასახდომი წამლების მეშვეობით დაიკლო კვლავ აქტუალურია. თავად ტელეწამყვანმა აღნიშნული ფაქტი არაერთხელ უარყო და ის კომპანია, რომელიც ამ ინფორმაციას ავრცელებს სიცრუეში დაადანაშაულა, თუმცა როგორც ნანუკა ჟორჟოლიანი წერს კვლავ ბევრი ადამიანი შედის შეცდომაში.
„მეგობრებო, არასოდეს, არანაირი გასახდომი წამალი არ დამილევია.
უფრო მეტიც, უკვე დავიწყეთ გარკვევა, რას წარმოადგენს კომპანია, რომელიც იტყუება ჩემი სახელით და შეცდომაში შეყავხართ, თითქოს მე კონკრეტული წამლით დავიკელი.
ეს კომპანია მოსკოვში საქმიანობს. საერთოდ არ არიან დარეგისტრირებულები საქართველოში. დავურეკეთ, ვითომ შეძენის კუთხით და ოპერატორმა აეროპორტის მაგისტრალზე მაწოდებენ წამალს, არც კი ვიცი ვისგან ვყიდულობო.
სერიოზული აფიორაა და არ გახვიოთ. გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას, რომელსაც აშკარად შეექმნება საფრთხე ამ წამლის მიღების შემდეგ.
გთხოვთ დამეხმაროთ ამ განცხადების გავრცელებაში. 50-ზე მეტ შეტყობინებას ვიღებ დღეში. როგორც ჩანს, ბევრი შედის შეცდომაში.“- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.