“ტატუ რომ მავნე იყოს ჩვენი ორგანიზმი არ მიიღებდა – ლამაზი უნდა იყოს არა მარტო შე­ნთვის”…

00:48 10-19-2016
1120

ავტორი: დეა თავბერიძე

ტატუ სხეულის გალამა­ზების ერთ-ერთი საშუალებ­აა. ყველაზე პატარა ტატუს გაკეთებას 5-10 წუთი სჭირ­დება. ფასი კი 150 ლარიდან იწყება. არის დროებითი ტა­ტუც, რომელიც ინით კეთდ­ება და ფუნჯით იხატება. ის სხეულზე, მაქსიმუმ 4 კვირა ჩერდება. შემდეგ კი თანდ­ათანობით გადადის.

ირმა ასკურავა -ტატუს საქართველოში ძირითადად შოუბიზნესის წარმომადგენლები იკეთებ­ენ. სპორტსმენებს და პო­ლიტიკოსებსაც უყვართ, თუმცა უმეტეს შემთხვევაში პოლიტიკოსები თავიანთ ტა­ტუს საჯაროდ არ აჩენენ. 

-თვითონ ირჩევენ თუ თქვენ ურჩევთ?

-არჩევანში მაინც ვეხმარ­ები. ვეუბნები, რა შეიძლება მოუხდეს, რა გამოჩნდება კარგად და რა ცუდად. ტა­ტუს მაინც თავისებური მი­დგომა სჭირდება. ლამაზი უნდა იყოს, არა მარტო შე­ნთვის, არამედ ყველასთვის. ისეთი კლიენტებიც მყავს, ოთხ თვეში ერთხელ რომ მო­დიან და უკვე 8-9 ტატუ აქვთ გაკეთებული. შოუბიზნესის წარმომადგენლები კი ცდ­ილობენ ერთი ტატუ გაიკ­ეთონ. როგორც ჩანს, მაინც კრიტიკის ეშინიათ. მაგრამ ისეთი ტენდეცია წამოვიდა, რომ 30 წლიდან თითქმის ყვ­ელა იკეთებს. 

-ბევრი ამბობს, ტატუ მავნებელია და უჯრედებს კლავსო.

-ტატუ ბუნებრივი საღებავე­ბისგან კეთდება, ეს რომ მავნე იყოს ჩვენი ორგანიზმი არ მი­იღებდა.

-რამდენად მტკივნეულია ტატუს გაკეთება?

-არ არის მტკივნეული. 13-14 წლის ბავშვებისთვისაც გა­მიკეთებია. ოღონდ, მშობლის ნებართვით. მაგალითად, ია ფარულავას ძმის შვილებს გა­ვუკეთე. არასრულწლოვანები იყვნენ. დედა მოყვათ და კონტ­რაქტი გავუფორმე, რომ დედა თანახმა იყო. გოგონამ ორნამე­ნტი და ვარდი გაიკეთა. მერე დედას გაუბრაზდა, რატომ მი­თხარით – მტკივნეულია, უფრო დიდს გავიკეთებდიო. ამ ასაკში მხოლოდ გოგონებს ვუკე­თებ, ბიჭებს არა. რადგან შეიძლება ერთ წე­ლიწადში ისე გაიზარდოს, ნახატი ან გაეწელოს ან ადგილმდე­ბარეობა შეიცვალოს. 

– გამიგია, ტატუს მოვლა სჭირდებაო.

– მთავარი ასევე ტატუს მო­ვლაა. ერთი კვირის მანძილზე თხელ ფენად ვაზელინი უნდა წაისვან. ხანდახან ამ ინსტრუ­ქციებს არ იცავენ, რის შედე­გადაც პიგმენტი შორდებათ. შეიძლება ფერი ამოვარდეს და პირვანდელი ეფექტი აღარ ჰქ­ონდეს. 

მაკა შალიკაშვილი

მსახიობ მაკა შალიკაშვილს ტატუ ძალიან მოსწონს და სუ­რდა კიდეც, რომ გაეკეთებინა, მაგრამ არა ის, რაც აქვს და არც იმ ადგილას, სადაც გა­უკეთეს. თუმცა პროფესიას დასჭირდა და ამიტომაც მსახიობის მხარზე ფერადი დრაკ­ონიც დასახლდა: 

„ ტატუსთან დაკავშირებულ ჩემს ისტორი­ას ტრაგიკულს იმიტომ დავა­რქმევდი, რომ მოტყუებული დავრჩი. ეს ტატუ ფილმისთვის გავიკეთე. როცა გიორგი შენგ­ელაია „მიდიოდა მატარებელს“ იღებდა, ვარჩიეთ, რომ ასე ბე­ვრად ეფექტური იქნებოდა. ვი­ცოდი, ტატუ 6 თვიანი იყო და უფრო ამიტომაც დავთანხმდი. რადგან ასე მოკლე დროით იყო, ძალიან ვუვლიდი, ფილმის გა­დაღების პროცესში, რომ არ მომშორებოდა. მერე კი აღმო­ჩნდა, რომ მთელი ცხოვრება ამ ტატუთი უნდა ვყოფილიყავი. გაბრაზებულმა იმ ტიპს მივა­კითხე, ვინც გამიკეთა, მაგრამ ამერიკაში დამხვდა წასული…

ასე დამრჩა ეს ტატუ, რომელიც ძალიან არ მინდა რომ მქონდეს და მომავალში, როცა ამის შესაძლებლობა მომეცემა, აუცი­ლებლად მოვიშორებ“.

მულატკა

მულატკამ პირველი ტატუ 16 წლისამ გაიკეთა. სულ სა­მი ტატუ აქვს:  

-ჭიპის გარშემო, ფეხზე და წელზე. ფეხზე საკუ­თარი სახელი აწერია. წელზე კი ორქიდეა დაახატეს. „ორქიდეა სილამაზის ნიშანია, ამიტომაც შევარჩიე. თავიდან წელზე ტა­ტუ გამიფუჭეს და ამ რამდენიმე დღის წინ ირმამ გადამი­სწორა. მე ვფიქრობ, ტატუში ადამიანის ხასიათიც ჩანს. ახ­ლახანს ჭიპზე რაღაც დავიმა­ტე, მაგრამ ვერ გეტყვით, რა მაწერია. ძალიან მინდა კიდევ, მაგრამ არ ვიხატავ, სადღა დავიხატო?!“

ვერიკო ტურაშვილი

10 დღის წინ ტატუს გასა­კეთებლად თბილისის ერთ-ერთ სალონს ვერიკო ტურა­შვილმაც მიაკითხა. ამ პროც­ედურის ჩატარების შემდეგ კი დასასვენებლად ბათუმში გაემგზავრა. როცა მისი ტა­ტუთი დავინტერესდით და დავურეკეთ, გაუკვირდა: 

– კი მაგრამ, საიდან გაგიგეთ? თი­თქმის არავინ იცის. ტატუს გაკეთება ყოველთვის მინდ­ოდა, მაგრამ რატომღაც ვერ ვანხორციელებდი. ახლა კი უცებ გადავწყვიტე სურვილი ამესრულებინა და ტატუ კისერზე გავიკეთე. ჩემი შვილის სახელი, ლიზა დავიწერე არ­ აბულად.

ნინო ძოწენიძე

„მკლავზე სამაჯური გავიკეთე, ეს ჩემი ბავშ­ვობის ოცნება იყო. ლამა­ზი ორნამენტია ვიოლინოს გასაღებით, მუსიკალური ტატუა.  მითხრეს მოგბეზ­რდებაო, მაგრამ ასე არ არის. პირიქით, რომ ვუყურებ უფრო და უფრო მო­მწონს და კარგ ხასიათზე ვდგები.

იხ. ფოტოები:

(გაზეთი “პრაიმტაიმი”N24-ის არქივიდან 2009 წ.)

ავტორი: რუსა ღვანიძე