ფარულ ჩანაწერში, რომელიც ე.წ. ციანიდის საქმეში დევს, სავარაუდოდ, სოსო ოხანაშვილიც ფიგურირებს

19:50 02-28-2017
26

ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმე, ირაკლი მამალაძე არც ადასტურებს და არც უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ფარულ ჩანაწერში, სადაც დეკანოზი გიორგი მამალაძე ციანიდზე საუბრობს, პატრიარქის უკვე ყოფილი წევრი, სოსო ოხანაშვილიც იყოს.

ამის შესახებ მამალაძემ tv “პირველის” თოქშოუ “რეაქციაში” წამყვანის, ინგა გრიგოლიას კითხვაზე – დეკანოზის გარდა ჩანაწერში არსებული სამი პირიდან არის თუ არა ერთ-ერთი სოსო ოხანაშვილი, საპასუხოდ განაცხადა.

წამყვანმა მისი ეს გაუკრვეველი პასუხი მიიღო იმ პასუხად, რომ მამალაძემ ერთგვარად დაადასტურა, რომ ჩანაწერში მართლაც ფიგურირებს პატრიარქის ყოფილი დაცვის უფროსი, რომელიც ბერლინიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ, პატრიარქმა თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ავტორი: ლილუ მიროტაძე