ფრთხილად სოკოსთან! – როგორ დავიცვ­ათ თავი სოკოთი მოწამვლისგან?

14:00 11-22-2016
310

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

საქართველოში უკანასკნელ პერიოდში გახშირდა სოკოთი მო­წამვლის ფაქტები. ოფიციალური მონაცემებით, 2008 წლის სექტემ­ბერ-ოქტომბრის თვეებში ხაშურის, ჭიათურისა და საჩხერის რაიონებში მკვეთრად იმატა მოშხამვის ფაქტ­ებმა. შემთხვევათა უმრავლესობა მოსახლეობის მიერ ტყეში მოგროვ­ილი სოკოს მოხმარებით არის გა­მოწვეული.

,,პრაიმტაიმი“ და სურს­ათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური გთავაზობთ რჩევებსა და რეკომენდაციებს, როგორ დავიცვ­ათ თავი სოკოთი მოწამვლისგან?

1. საკვებად ვარგისი სოკოს, მომზ­ადებისას საჭიროა დავიცვათ გარკვე­ული პირობები. კერძოდ, გადარჩეუ­ლი სოკო კარგად გარეცხვის შემდეგ უნდა ვადუღოთ 15–20 წუთი და ნახა­რში გადავღვაროთ. ეს პროცედურა უნდა გავიმეოროთ ორჯერ. მიზანშ­ეწონილია, აგრეთვე გარეცხილი და გასუფთავებული სოკოები წინასწარ ჩავალბოთ თბილ ძმრიან წყალში (ხუ­თი ჩაის ჭიქა წყალზე, ერთი სუფრის კოვზი ღვინის ძმარი). ორი-სამი საათ­ის შემდეგ წყალი გადავღვაროთ, სო­კო ჩავყაროთ მდუღარე წყალში, 5–10 წუთი დუღილის შემდეგ, სოკო გადა­ვწუროთ და მოვამზადოთ კერძი.

2. პირობითად, საკვებად ვარგის სოკოებში არსებული შხამიანი ნივთ­იერებების გასაუვნებლად რეკომენდ­ებულია მათი გამოშრობა და გახმობა შესაბამისი პირობების დაცვით. პრ­ოცესი უნდა მიმნდინარეობდეს ერთიორი თვის განმავლობაში.

3. არ შეიძლება დაძველებული, და­ობებული, წყლით გაჟღენთილი სო­კოს შეგროვება.

4. ყინვის შემდეგ მოგროვება.

5. სოკოს შეგროვებისას დაუშვე­ბელია პოლიეთილენის პაკეტების ან სხვა ჰაერგაუმტარი ჭურჭლის გამო­ყენება. ასეთ პირობებში სოკოში მიმდ­ინარეობს ცილების დაშლის პროცესი.

6. დაუშვებელია სოკოს კერძის მო­მზადება ლითონის ჭურჭელში.

7. დაუშვებელია სოკოს გარეცხვა და მისი საკვებად გამოყენება მეორე დღეს. ბაზარში სოკოს რეალიზაციისას აუცილებელია დაცული იქნას შემდ­ეგი პირობები:

8. სავაჭროდ დაუშვებელია მხოლ­ოდ ის სოკოები, რომლებიც მთლიან­ად შეესაბამება საკვებად ვარგისი სო­კოების სტანდარტულ ჩამონათვალს და აქვთ იგივე აღწერილობა.

9. სოკოთი ვაჭრობისთვის გამოყე­ნებული უნდა იყოს სპეციალური კუ­თხე (რიგი, სავაჭრო ადგილი)

(გაზეთი “პრაიმტაიმი” N32-ის არქივიდან 2009 წ.)

ავტორი: რუსა ღვანიძე